საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 9 გვ. 26-გვ. 27 აბზ. 1
  • იესო ნაზარეთში იზრდება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ნაზარეთში იზრდება
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მსგავსი მასალა
  • ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • იესო მოზარდობის ასაკში
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ვისწავლოთ იესოს ოჯახის წევრებისგან
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 9 გვ. 26-გვ. 27 აბზ. 1
იოსები იესოს დურგლობას ასწავლის

თავი 9

იესო ნაზარეთში იზრდება

მათე 13:55, 56; მარკოზი 6:3

  • მარიამს კიდევ უჩნდება შვილები

  • იესო ხელობას ეუფლება

იესო არაფრით გამორჩეულ, ერთ პატარა ქალაქ ნაზარეთში იზრდება. ეს ქალაქი მდებარეობს იუდეის ჩრდილოეთით, გალილეად წოდებულ მთაგორიან მხარეში, კერძოდ, გალილეის ტბის დასავლეთ ნაწილში; ეს ტბა სიდიდის გამო გალილეის ზღვის სახელითაცაა ცნობილი.

ალბათ, იესო სადღაც ორი წლისაა, როცა იოსებს და მარიამს ეგვიპტიდან ნაზარეთში ჩაჰყავთ. როგორც ჩანს, ამ დროისთვის მათ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ. მოგვიანებით მარიამს იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა უჩნდება. ბიბლიიდან ისიც ჩანს, რომ იოსებს და მარიამს გოგონებიც შეეძინათ. ასე რომ, იესოს, სულ მცირე, ექვსი უმცროსი და-ძმა ჰყავს.

რასაკვირველია, იესოს სხვა ნათესავებიც ჰყავს. ჩვენ უკვე მოვიხსენიეთ ელისაბედი და მისი ვაჟი იოანე, რომელიც ნაზარეთიდან სამხრეთით, მრავალი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს იუდეაში. იესოს კიდევ ერთი ახლო ნათესავია სალომე, რომელიც მის ოჯახთან ახლოს, გალილეაში ცხოვრობს. როგორც ჩანს, ის მარიამის დაა და იესოს დეიდად ეკუთვნის. სალომეს მეუღლეს ზებედე ჰქვია. მათი ორი ვაჟი, იაკობი და იოანე კი იესოს დეიდაშვილები გამოდიან. ჩვენთვის უცნობია, მათთან ერთად იზრდებოდა თუ არა იესო, მაგრამ ის კი ვიცით, რომ საბოლოოდ ისინი მისი თანამსახურები და მოციქულებიც კი გახდნენ.

იოსებს მძიმედ უწევს შრომა თავისი დიდი ოჯახის სარჩენად. ის დურგალია; იგი ღვიძლი შვილივით ზრდის იესოს და ამიტომ მას „დურგლის ვაჟს“ უწოდებენ (მათე 13:55). იოსები იესოს თავის ხელობას ასწავლის და იესოსგან იმდენად კარგი დურგალი დგება, რომ მასზე მოგვიანებით ხალხი ამბობს: „განა ეს დურგალი არ არის?“ (მარკოზი 6:3).

იოსები და მარიამი შვილებს ღვთის სიტყვებს ჩააგონებენ

ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ იოსებისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაში მთავარი ადგილი იეჰოვას თაყვანისცემას ეკავა. იოსები და მარიამი ზედმიწევნით მიჰყვებოდნენ ღვთის კანონს და შვილებს ჩააგონებდნენ „სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:6—9). ეჭვი არ გვეპარება, რომ იოსები ოჯახთან ერთად ღვთის თაყვანსაცემად ყოველთვის დადიოდა ნაზარეთის სინაგოგაში. მოგვიანებით იესოზე ასეთი სიტყვებიც კი ჩაიწერა ბიბლიაში: „ჩვეულებისამებრ, შაბათს სინაგოგაში შევიდა“ (ლუკა 4:16). ამ ოჯახს აგრეთვე ჩვევად ჰქონდა იერუსალიმის ტაძარში სიარული, სადაც თაყვანს სცემდნენ იეჰოვას და ეს მათ უდიდეს სიხარულს ანიჭებდა.

  • სულ მცირე, რამდენი და-ძმა ჰყავს იესოს?

  • რა ხელობას ეუფლება იესო და როგორ?

  • ყველაზე მეტად ოჯახის წევრების რომელ მოთხოვნილებაზე ზრუნავს იოსები და როგორ აკეთებს ამას?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება