საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „გამბედაობა“
  • გამბედაობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამბედაობა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იყავ გაბედული!
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-6
  • „გამაგრდით და განმტკიცდით“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • თქვენ შეძლებთ გაბედულად მოქმედებას!
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • „მოიკრიბე გამბედაობა და გამაგრდი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „გამბედაობა“

გამბედაობა

სითამამე, მამაცობა, გულადობა, გაბედულობა; შიშის, მორცხვობისა და სიმხდალის საპირისპირო თვისება (მრ. 6:49, 50; 2ტმ. 1:7).

გამბედაობის აზრის გადმოსაცემად ყველაზე ხშირად გამოიყენება ებრაული ზმნა ხაზაკ, რომელიც ძირითადად გამაგრებას, ძლიერად ყოფნას ნიშნავს (2სმ. 13:28; 2მტ. 19:11; ეზკ. 3:14). ხშირად ხაზაკ გამოიყენება ზმნა ʼამაცთან ერთად, რომელიც აგრეთვე ძლიერად ყოფნას ნიშნავს. ორივე ზმნა ერთად გვხვდება იესო ნავეს ძის 10:25-სა და ფსალმუნის 31:24-ში: „გამბედაობა მოიკრიბეთ და გამაგრდით“, „გამბედაობა მოიკრიბეთ და გული გაიმაგრეთ“.

ძალის დაკარგვისა და დაუძლურების აზრს ებრაული რაფაჰ გადმოსცემს. ზოგჯერ ეს სიტყვა ითარგმნება გამბედაობის დაკარგვად (იერ. 49:24) და გულის გატეხვად (იგ. 24:10). ზოგჯერ გვხვდება როგორც იდიომი „ხელების ჩამოყრა“, რაც ნიშნავს გამბედაობის, მოქმედების უნარის დაკარგვას (სფ. 3:16; ეს. 13:7; ეზკ. 7:17).

ბერძნულში გამბედაობის აღსანიშნავად გამოყენებულია ზმნები თარრეო (2კრ. 5:8) და თარსეო (მთ. 9:2). ზმნა ტოლმაო აქცენტს აკეთებს საქმეში გამოვლენილ გაბედულებაზე და ითარგმნება, როგორც გაბედვა, გაბედულება და გაბედულად კეთება (იუდ. 9; მრ. 12:34; რმ. 15:18; 2კრ. 11:21).

ღვთის ერთგულების შესანარჩუნებლად ღვთის მსახურებს ყოველთვის სჭირდებოდათ გამბედაობა. ვიდრე აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ, მოსემ ისრაელ ერს მიმართა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი!“. ეს სიტყვები მოსემ თავისი საქმის გამგრძელებელს, იესო ნავეს ძესაც გაუმეორა (კნ. 31:6, 7). მოგვიანებით მოსეს ნათქვამი იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი“ (იეს. 1:6, 7, 9). გამბედავები რომ ყოფილიყვნენ, ისრაელებს უნდა მოესმინათ, ესწავლათ და შეესრულებინათ იეჰოვას კანონი (კნ. 31:9—12). იესო ნავეს ძე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიკრებდა გამბედაობას და გამაგრდებოდა, თუ ყოველთვის წაიკითხავდა ღვთის კანონს და შეასრულებდა მას (იეს. 1:8).

ბიბლია არაერთხელ მოგვიწოდებს გამბედაობისკენ და იმასაც გვიხსნის, როგორ გავხდეთ გამბედავები (ფს. 31:24). მაგალითად, ერთ-ერთი საშუალება თანამორწმუნეებთან ურთიერთობაა (სქ. 28:15). ფსალმუნის 27:14-ში გაბედული კაცი, დავითი წერდა: „გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე“. ამავე თავში ის გვიხსნის, რამ შესძინა გამბედაობა: ის იეჰოვას მიიჩნევდა სიცოცხლის ბურჯად (მუხლ. 1), ახსოვდა, როგორ მოეპყრო იეჰოვა მის მტრებს (მუხლ. 2, 3), აფასებდა იეჰოვას ტაძარს (მუხლ. 4), სწამდა, რომ იეჰოვა დაიცავდა და დაეხმარებოდა (მუხლ. 5—10), სწავლობდა იეჰოვას სიმართლის გზებით სიარულს (მუხლ. 11) და რწმენასა და იმედს ინარჩუნებდა (უხლ. 13, 14).

ჭეშმარიტ ქრისტიანებს გამბედაობა სჭირდებათ, რათა იეჰოვა ღმერთის მტერმა, ქვეყნიერებამ არ წაბილწოს მათი გონება, და ღვთის ერთგულები დარჩნენ ქვეყნიერების მხრიდან სიძულვილის მიუხედავად. იესო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს: „ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (ინ. 16:33). ღვთის ძე არასოდეს მოქცეულა ქვეყნიერების გავლენაში; ის გახდა ქვეყნიერების მძლეველი, რადგან არაფრით დამსგავსებია მას. იესო ქრისტეს, როგორც ქვეყნიერების მძლეველის ბრწყინვალე მაგალითი, გამბედაობას მატებს მათ, ვინც ცდილობს მასავით გამოეყოს ქვეყნიერებას და მისგან შეურყვნელი დარჩეს (ინ. 17:16).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება