საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr18 სექტემბერი გვ. 1-6
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2018)
  • ქვესათაურები
  • 3—9 სექტემბერი
  • 10—16 სექტემბერი
  • 17—23 სექტემბერი
  • 24—30 სექტემბერი
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2018)
mwbr18 სექტემბერი გვ. 1-6

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

3—9 სექტემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 1, 2

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

იოან. 1:1 — nwtsty დამატებითი მასალა

„სიტყვა“: იგივე „ლოგოს“; ბერძნ. ო ლოგოს. ამ მუხლში გამოყენებულია, როგორც ტიტული. ის აგრეთვე გვხვდება იოანეს 1:14-სა და გამოცხადების 19:13-ში. როგორც იოანემ აღნიშნა, ეს ტიტული იესოს ეკუთვნოდა. ის გამოიყენება იესოსთან მიმართებით მის განკაცებამდე, როცა სულიერი ქმნილება იყო, დედამიწაზე მისი მსახურების დროს, როცა იგი სრულყოფილი ადამიანი იყო, და ზეცად ამაღლების შემდეგ. იესო იყო ღვთის სიტყვა ანუ მისი წარმომადგენელი, რომელიც სხვადასხვა მითითებასა თუ ცნობას აწვდიდა სხვა სულიერ ქმნილებებსა და ადამიანებს. ამიტომ გონივრულია, დავასკვნათ, რომ, ვიდრე ეს მაცნე, „სიტყვა“ ანუ იესო დედამიწაზე მოვიდოდა, იეჰოვა სწორედ მისი მეშვეობით ურთიერთობდა ადამიანებთან (დაბ. 16:7—11; 22:11; 31:11; გამ. 3:2—5; მსაჯ. 2:1—4; 6:11, 12; 13:3).

„-თან“: იგივე -კენ. ბერძნულ ტექსტში გამოყენებული თანდებული პროს მიუთითებს როგორც პირდაპირი გაგებით ახლოს ყოფნაზე, ისე ახლო ურთიერთობაზე. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ის იმაზეც მიუთითებს, რომ საუბარი მიდის ორ ცალკეულ პიროვნებაზე, კერძოდ, „სიტყვაზე“ და ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე.

„სიტყვა იყო ღმერთი“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „სიტყვა იყო ღვთაებრივი [ან ღვთის მსგავსი]“. ამ სიტყვებით იოანე აღწერს „სიტყვის“ ანუ იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას (ბერძნ. ო ლოგოს). მას, როგორც ღვთის პირმშოს, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა შექმნა ყველაფერი, აღმატებული მდგომარეობა უკავია, რაც საფუძველს იძლევა, მას „ღმერთი“, „ღვთაებრივი“ ან „ღვთის მსგავსი“ ეწოდოს. ბევრ მთარგმნელს მიაჩნია, რომ ეს ფრაზა ისე უნდა იყოს გადმოტანილი, რომ „სიტყვა“ ყოვლისშემძლე ღმერთთან იყოს გაიგივებული. თუმცა არაერთი მიზეზი გვაქვს, დავასკვნათ, რომ იოანეს „სიტყვაში“ ყოვლისშემძლე ღმერთი არ უგულისხმია. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სიტყვებიდან, რომლებიც წინ უძღვის ამ ფრაზას და რომლებიც მოსდევს მას, აშკარად ჩანს, რომ „სიტყვა“ იყო ღმერთ-თან. საგულისხმოა ისიც, რომ პირველ და მეორე მუხლებში ბერძნული სიტყვა თეოს სამჯერ გვხვდება. აქედან პირველ და მესამე შემთხვევაში მას წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, მეორე შემთხვევაში კი საერთოდ არა აქვს არტიკლი, რაც ბევრი სწავლულის აზრით, საყურადღებოა. როცა თეოსს წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, ყოვლისშემძლე ღმერთი იგულისხმება. მეორე მხრივ, ამ ფრაზის გრამატიკული კონსტრუქცია, კერძოდ, ის, რომ თეოს უარტიკლოდ არის გამოყენებული, მას თვისებრივ მნიშვნელობას სძენს და მიუთითებს „სიტყვის“ თვისებრივ მხარეზე. შესაბამისად, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შესრულებულ ბიბლიის არაერთ თარგმანში ეს ფრაზა გადმოსცემს აზრს, რომ „სიტყვა“ იყო „ღვთაებრივი“ ან „ღვთის მსგავსი“. იგივე მიდგომაა გამოყენებული კოპტური ენის ორ დიალექტზე (საჰიდური და ბოჰაირული) შესრულებულ იოანეს სახარების უძველეს თარგმანებში, რომლებიც სავარაუდოდ, ახ. წ. მესამე და მეოთხე საუკუნითაა დათარიღებული. ორივე ადგილას, სადაც თეოს გვხვდება იოანეს 1:1-ში, ეს სიტყვა სხვადასხვანაირადაა გადმოტანილი. ასეთი თარგმანები „სიტყვის“ თვისებრივ მხარეს ანუ მის ღვთაებრივ ბუნებას უსვამს ხაზს და არა იმას, რომ „სიტყვა“ იგივე მამა, ყოვლისშემძლე ღმერთია. ამ მუხლთან თანხმობაშია კოლოსელების 2:9, სადაც ნათქვამია, რომ ქრისტეშია „დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე“. 2 პეტრეს 1:4-ის თანახმად, ქრისტეს თანამემკვიდრეებიც „ღვთის ბუნების მოზიარენი“ გახდებიან. მეტიც, სეპტუაგინტაში ღვთის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვები ʼელ და ʼელოჰიმ, რომელთა ძირითადი მნიშვნელობაა „ძლიერი“, გადმოტანილია, როგორც თეოს. ეს ებრაული სიტყვები გამოიყენება ყოვლისშემძლე ღმერთთან, სხვა ღვთაებებთან და ადამიანებთან მიმართებით. „სიტყვის“ „ღმერთად“ ან „ძლიერად“ მოხსენიება შეესაბამება ესაიას 9:6-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას, რომლის თანახმადაც, მესიას „ძლიერი ღმერთი“ (და არა „ყოვლისშემძლე ღმერთი“) ეწოდებოდა და, რომ ის „მარადიული მამა“ იქნებოდა მათთვის, ვინც მისი ქვეშევრდომი გახდებოდა. ამას მისივე მამის „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას“ მოშურნეობა გააკეთებდა (ეს. 9:7).

იოან. 1:29 — nwtsty დამატებითი მასალა

„ღვთის კრავი“: იოანე ნათლისმცემელმა ასე წარუდგინა ხალხს იესო მას შემდეგ, რაც ის მოინათლა და სატანის მიერ გამოიცადა. ეს გამოთქმა გვხვდება მხოლოდ აქ და იოანეს 1:36-ში (იხ. sgd ნაწილი 4). იესოს კრავთან შედარება მართებულია. როგორც არაერთი მუხლიდან ჩანს, ცხვარს იმის ნიშნად სწირავდნენ, რომ ეღიარებინათ თავიანთი ცოდვილი მდგომარეობა და ღმერთთან ურთიერთობა აღედგინათ. ცხვრის შეწირვა განასახიერებდა კაცობრიობისთვის იესოს მიერ სრულყოფილი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებას. გამოთქმა „ღვთის კრავი“ შეიძლება წმინდა წერილების არაერთ მონაკვეთთან იყოს დაკავშირებული. ვინაიდან იოანე ნათლისმცემელმა კარგად იცოდა ებრაული წერილები, შეიძლება მისი სიტყვები მიუთითებდეს ვერძზე, რომელიც აბრაამმა ისაკის ნაცვლად შესწირა (დაბ. 22:13), ისრაელების მიერ ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების აღსანიშნავად დაკლულ საპასექო კრავზე (გამ. 12:1—13) ან ვერძზე, რომელიც იერუსალიმში ღვთის სამსხვერპლოზე ყოველ დილა-საღამოს იწირებოდა (გამ. 29:38—42). ამასთან, იოანეს შესაძლოა მხედველობაში ჰქონდა ესაიას წინასწარმეტყველებაც, სადაც მასზე, ვისაც იეჰოვა თავის მსახურს უწოდებს, ნათქვამია, რომ „ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად“ (ეს. 52:13; 53:5, 7, 11). კორინთელებისთვის მიწერილ პირველ წერილში მოციქული პავლე იესოს მოიხსენიებს, როგორც „პასექს“, რაშიც საპასექო კრავს გულისხმობს (1 კორ. 5:7). მოციქული პეტრე ქრისტეს „ძვირფას სისხლს“ „უმანკო და უმწიკვლო კრავის“ სისხლს ადარებს (1 პეტ. 1:19). წიგნ „გამოცხადებაში“ განდიდებული იესო სიმბოლური ენით 25-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული, როგორც „კრავი“ (მაგალითისთვის იხილეთ: გამოცხ. 5:8; 6:1; 7:9; 12:11; 13:8; 14:1; 15:3; 17:14; 19:7; 21:9; 22:1).

10—16 სექტემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 3, 4

იესო სამარიელ ქალს უქადაგებს

იოან. 4:6 — nwtsty დამატებითი მასალა

„დაქანცული“: ბიბლიაში ეს ერთადერთი მუხლია, სადაც იესოზე ნათქვამია, რომ დაქანცული იყო. როგორც ჩანს, იესოს გავლილი ჰქონდა საკმაოდ დამღლელი გზა იუდეაში მდებარე იორდანეს ველიდან სიქარამდე. სამარიის ეს ქალაქი იორდანეს ველთან შედარებით, სულ მცირე, 900 მეტრით მაღლა მდებარეობდა. როცა იესო სიქარში მივიდა, დაახლოებით დღის 12 საათი იქნებოდა (იოან. 4:3—5; იხ. sgd ნაწილი 4).

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

იოან. 3:29 — nwtsty დამატებითი მასალა

„ნეფის მეგობარი“: ბიბლიურ დროში ნეფის ოფიციალური წარმომადგენლის როლს მისი ერთ-ერთი მეგობარი ასრულებდა. ქალ-ვაჟის დაქორწინებამდე მას სხვადასხვა საკითხის მოგვარება ევალებოდა; ის მათ შუამავლად მიიჩნეოდა. ქორწილის დღეს მექორწილეები ნეფის მამის ან ნეფის სახლში მიდიოდნენ, სადაც საქორწინო ნადიმი იმართებოდა. როცა ნეფის მეგობარს ნადიმის დროს ესმოდა, როგორ ელაპარაკებოდა ნეფე პატარძალს, გული სიხარული ევსებოდა, რადგან თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა. იოანე ნათლისმცემელმა საკუთარი თავი „ნეფის მეგობარს“ შეადარა. ამ შემთხვევაში ნეფე იესო იყო, მისი მოწაფეები კი — პატარძალი. იოანე ნათლისმცემელმა „პატარძლის“ პირველი წევრები წარუდგინა იესო ქრისტეს, რაც მესიისთვის გზის მომზადების ნაწილი იყო (იოან. 1:29, 35; 2 კორ. 11:2; ეფეს. 5:22—27; გამოცხ. 21:2, 9). მას შემდეგ, რაც ნეფის მეგობარი თავის მისიას შეასრულებდა, მეტად აღარ იყო წამყვანი ფიგურა. მსგავსი რამ მოხდა იოანეს შემთხვევაშიც. მან იესოზე თქვა: „ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“ (იოან. 3:30).

იოან. 4:10 — nwtsty დამატებითი მასალა

„სიცოცხლის წყალი“: სიტყვასიტყვით „ცოცხალი წყალი“. ეს გამოთქმა, რომელიც „სიცოცხლის წყლად“ ითარგმნა, პირდაპირი გაგებით გამდინარე წყალზე, წყაროს წყალზე ან ჭის წყალზე მიუთითებს, რომელიც წყაროდან მარაგდება. ასეთი წყალი განსხვავდება ავზში არსებული მდგარი წყლისგან. ლევიანების 14:5-ში „ახალ წყლად“ ნათარგმნი ებრაული გამოთქმა სიტყვასიტყვით „ცოცხალ წყალს“ ნიშნავს. იერემიას 2:13-სა და 17:13-ში იეჰოვა მოხსენიებულია „ცოცხალი წყლის [ანუ სიცოცხლის მომცემი სიმბოლური წყლის] წყაროდ“. სამარიელ ქალთან საუბრის დროს იესომ ეს გამოთქმა გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენა, თუმცა ქალმა თავიდან, როგორც ჩანს, ის პირდაპირი გაგებით გაიგო (იოან. 4:11).

17—23 სექტემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 5, 6

მიჰყევი ქრისტეს და გქონდეს სწორი მოტივები

იოან. 6:10 — nwtsty დამატებითი მასალა

„ხალხიც დასხდა, დაახლოებით ხუთი ათასი კაცი“: მხოლოდ მათეს სახარებაშია ნახსენები, რომ, როცა იესომ ეს სასწაული მოახდინა, იქ კაცების გარდა ქალები და ბავშვებიც იყვნენ (მათ. 14:21). სავსებით შესაძლებელია, სასწაულებრივად დაპურებულთა რიცხვი 15 000-ზე მეტი ყოფილიყო.

იოან. 6:14 — nwtsty დამატებითი მასალა

„წინასწარმეტყველი“: ახ. წ. პირველ საუკუნეში მრავალ იუდეველს იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ კანონის 18:15-სა და 18-ში მოხსენიებული მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი მოევლინებოდა ქვეყნიერებას, როგორც მესია. სიტყვები „ქვეყნიერებაში რომ უნდა მოსულიყო“ იმაზე მიუთითებს, რომ მესიის გამოჩენას ელოდნენ. მხოლოდ იოანე აღწერს ამ მუხლში ჩაწერილ შემთხვევას.

იოან. 6:27, 54 — nwtsty დამატებითი მასალა

„საზრდო . . . რომელიც ფუჭდება . . . [საზრდო], რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“: იესომ იცოდა, რომ ზოგი მას და მის მოწაფეებს მხოლოდ გამორჩენის მიზნით დაჰყვებოდა. ფიზიკური საზრდო გვეხმარება, დღიდან დღემდე სიცოცხლე შევინარჩუნოთ, ღვთის სიტყვიდან მიღებული სულიერი საზრდო კი მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს. იესომ მსმენელებს მოუწოდა, ეშრომათ საზრდოსთვის, „რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“ ანუ ძალ-ღონე არ დაეშურებინათ, რომ სულიერი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინათ და ერწმუნათ მოსმენილი (მათ. 4:4; 5:3; იოან. 6:28—39).

„ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს“: ამ მუხლის კონტექსტიდან ჩანს, რომ ჭამა და სმა გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული და მიუთითებს იესო ქრისტეს მიმართ რწმენის გამოვლენაზე (იოან. 6:35, 40). ვინაიდან იესომ ეს ახ. წ. 32 წელს თქვა, მას არ უგულისხმია უფლის ვახშამი, რომელიც ერთი წლის შემდეგ დააწესა. მან ეს სიტყვები წარმოთქვა, როცა ახლოვდებოდა „პასექი, იუდეველთა დღესასწაული“ (იოან. 6:4). აქედან გამომდინარე, მსმენელებს ალბათ გაახსენდებოდათ, რომ ეს დღესასწაული კარს იყო მომდგარი და აგრეთვე ის, თუ როგორ იხსნა კრავის სისხლმა ისრაელთა სიცოცხლე იმ ღამით, როცა ეგვიპტიდან გამოვიდნენ (გამ. 12:24—27). ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი სისხლიც სხვების კეთილდღეობას მოემსახურებოდა, კერძოდ, მის მოწაფეებს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა.

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

იოან. 6:44 — nwtsty დამატებითი მასალა

„მიიზიდა“: ბერძნული ზმნა, რომელიც ამ მუხლში ითარგმნა, როგორც „მიიზიდა“, აგრეთვე ნიშნავს „ამოთრევას“ და გვხვდება იმ კონტექსტებში, სადაც ლაპარაკია თევზით სავსე ბადის ამოთრევაზე (იოან. 21:6, 11). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანებს თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებს, მას ემსახურონ. იესოს ეს სიტყვები შეიძლება მიანიშნებდეს იერემიას 31:3-ზე, სადაც იეჰოვა ისრაელებს ეუბნება: „მოგიზიდე სიკეთით“ (სეპტუაგინტაში იგივე ზმნაა გამოყენებული, რაც იოანეს 6:44-ში). იოანეს 12:32-დან ჩანს, რომ იესოც იზიდავს თავისკენ ყველანაირ ადამიანს. როგორც წმინდა წერილებიდან ვიგებთ, იეჰოვამ ნების თავისუფლება გვიბოძა. ყველა საკუთარი ნებით ვირჩევთ, ვემსახურებით თუ არა მას (კან. 30:19, 20). ღმერთი დიდი სიფრთხილით იზიდავს თავისკენ გულმართალ ადამიანებს (ფსალმ. 11:5; იგავ. 21:2; საქ. 13:48). ის ამას ბიბლიისა და წმინდა სულის მეშვეობით აკეთებს. ესაიას 54:13-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომელიც იოანეს 6:45-შია ციტირებული, ეხება მათ, ვისაც მამა იზიდავს (შდრ. იოან. 6:65).

იოან. 6:64 — nwtsty დამატებითი მასალა

„[იესომ] იცოდა . . . ვინ გასცემდა მას“: იესო აქ იუდა ისკარიოტელს გულისხმობდა. სანამ 12 მოციქულს აირჩევდა, მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა (ლუკ. 6:12—16). ასე რომ, თავიდან იუდა ღვთის ერთგული მსახური იყო. მაგრამ იესომ ებრაულ წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებებიდან იცოდა, რომ მას ახლობელი გასცემდა (ფსალმ. 41:9; 109:8; იოან. 13:18, 19). როცა იუდაში ორგულობის ნიშნებმა იჩინა თავი, იესომ, რომელსაც შეეძლო ფიქრების წაკითხვა, ეს ცვლილება მაშინვე შეამჩნია (მათ. 9:4). ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა, რომ გამცემი გახდებოდა მათგან ერთ-ერთი, ვისაც იესო ენდობოდა. თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ იეჰოვას ბუნებას და იმას, თუ როგორ ეპყრობა ის ადამიანებს, ყოვლად დაუშვებელია, მას წინასწარ განესაზღვრა, რომ იუდა გასცემდა იესოს.

„თავიდანვე“: ეს სიტყვა არ მიუთითებს იმ დროზე, როცა იუდა დაიბადა ან როცა იესომ ის მოციქულად აირჩია მას შემდეგ, რაც მთელი ღამე ლოცვაში გაატარა (ლუკ. 6:12—16). სინამდვილეში ეს სიტყვა დროის იმ მონაკვეთზე მიუთითებს, როცა იუდამ ვერაგულად დაიწყო მოქმედება, რაც იესომ უმალვე შეამჩნია (იოან. 2:24, 25; გამოცხ. 1:1; 2:23). ამ სიტყვიდან ისიც ჩანს, რომ იუდას ერთ დღეში კი არ შეუცვლია იესოსადმი დამოკიდებულება, არამედ ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და შეგნებულად მოქმედებდა. სიტყვას „თავიდანვე“ (ბერძნულად არქე) ბერძნულ წერილებში კონტექსტის გათვალისწინებით ფარდობითი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად 2 პეტრეს 3:4-ში „დასაწყისიდან“ მიუთითებს შემოქმედების დასაწყისზე. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს სიტყვა უფრო ვიწრო გაგებით გამოიყენება. მაგალითად, პეტრემ თქვა, რომ უცხოტომელებზე წმინდა სული ისე გადმოვიდა, როგორც „თავდაპირველად“ მათზე (საქ. 11:15). ის იმ დროს კი არ გულისხმობდა, როცა დაიბადა ან როცა იესომ მოციქულად აირჩია, არამედ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს, როცა „თავდაპირველად“ გადმოვიდა მოწაფეებზე წმინდა სული (საქ. 2:1—4). ის, თუ კონტექსტი როგორ განსაზღვრავს ამ სიტყვის მნიშვნელობას, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მუხლებში: ლუკ. 1:2; იოან. 15:27; 1 იოან. 2:7.

24—30 სექტემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 7, 8

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

იოან. 8:58 — nwtsty დამატებითი მასალა

„მე უკვე ვიყავი“: მტრულად განწყობილ იუდეველებს იესოს ჩაქოლვა უნდოდათ, რადგან ის ამბობდა, რომ ნანახი ჰყავდა აბრაამი, არადა მათი თქმით, იესო „ჯერ ორმოცდაათი წლისაც არ“ იყო (იოან. 8:57). სინამდვილეში იესოს იმის თქმა სურდა, რომ ის აბრაამის დაბადებამდე უკვე ზეცაში იყო, როგორც ძლევამოსილი სულიერი ქმნილება. ზოგის მტკიცებით, ამ მუხლში იესო ღმერთთანაა გაიგივებული. ამის არგუმენტად მათ მოჰყავთ ბერძნული ფრაზა ეგო ემი (ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ის გადმოტანილია, როგორც „მე ვარ“), რომელიც გვხვდება სეპტუაგინტაშიც, კერძოდ გამოსვლის 3:14-ში, სადაც ღმერთი საკუთარ თავს აცნობს ისრაელს. მათი თქმით, ორივე მუხლი ერთნაირად უნდა ითარგმნოს და გამოყენებული უნდა იქნას აწმყო დრო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იოანეს 8:58-ის კონტექსტს, ბერძნული ზმნა ემი მიუთითებს დროის ისეთ მონაკვეთზე, რომელიც დაიწყო მანამ, სანამ „აბრაამი გაჩნდებოდა“ და ამ სიტყვების წარმოთქმის დროსაც გრძელდებოდა. ბევრ ძველ თუ თანამედროვე თარგმანში იმის მაგივრად, რომ ამ მუხლში აწმყო დრო იყოს გამოყენებული, ზმნა ზემოთქმულის გათვალისწინებით არის გადმოტანილი (იმის სხვა მაგალითები, როცა ბერძნული ზმნა აწმყო დროშია, მაგრამ მიუთითებს მოქმედებაზე, რომელიც წარსულში დაიწყო და მოცემულ მომენტშიც გრძელდება, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მუხლებში: ლუკ. 2:48; 13:7; 15:29; იოან. 1:9; 15:27; საქ. 15:21; 2 კორ. 12:19; 1 იოან. 3:8). ამასთან, იოანეს 8:54-სა და 55-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ის არ ცდილობდა, საკუთარი თავი ზეციერ მამასთან გაეიგივებინა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება