ქრისტიანული ცხოვრება
შეგიძლია აუხსნა სხვებს შენი მრწამსი?
ვინმეს რომ ეკითხა, რატომ გწამს შემოქმედის არსებობის, რას უპასუხებდი? შენი პასუხი დამაჯერებელი რომ იყოს, ორი რამ უნდა გააკეთო: პირველი, თავად უნდა დარწმუნდე, რომ ყველაფერი შემოქმედმა შექმნა (რომ. 12:1, 2); მეორე, უნდა დაფიქრდე, როგორ აუხსნი ამას სხვას (იგავ. 15:28).
უყურე ვიდეორგოლებს „ქირურგი-ორთოპედი მოგვითხრობს თავის რწმენაზე“, „ზოოლოგი თავისი რწმენის შესახებ საუბრობს“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
რამ დაარწმუნა ირენ ჰოფ ლორენსო შემოქმედის არსებობაში?
რამ დაარწმუნა იაროსლავ დოვანიჩი შემოქმედის არსებობაში?
როგორ აუხსნიდი სხვას, რომ შემოქმედი არსებობს?
იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მომზადებული რა დამხმარე საშუალებებია ხელმისაწვდომი შენს ენაზე, რაც თავადაც დაგარწმუნებს შემოქმედის არსებობაში და სხვების დარწმუნებაშიც დაგეხმარება?