ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 5
გამართული კითხვა
1 ტიმოთე 4:13
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ზუსტად ისე წაიკითხე ტექსტი, როგორც წერია.
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:
კარგად მოემზადე. დაფიქრდი, რატომ დაიწერა ეს მონაკვეთი. ივარჯიშე არა მხოლოდ ცალკეული სიტყვების, არამედ რამდენიმე სიტყვის ერთად წარმოთქმაში. ნუ ჩაამატებ, ნუ ჩაყლაპავ და ნუ ჩაანაცვლებ სიტყვებს. ყურადღება მიაქციე სასვენ ნიშნებს.
სწორად წარმოთქვი თითოეული სიტყვა. თუ არ იცი, როგორ გამოთქვა ესა თუ ის სიტყვა, მოუსმინე ჩვენი პუბლიკაციების აუდიოჩანაწერებს ან სთხოვე დახმარება კარგ წამკითხველს.
ილაპარაკე გასაგებად. გარკვევით წარმოთქვი სიტყვები, თავი სწორად დაიჭირე და საკმარისად გააღე პირი. შეეცადე, სიტყვაში ყველა მარცვალი წარმოთქვა.