ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 3—5
რა სავალალო შედეგები მოჰყვა პირველ ტყუილს
ედემის ბაღიდან მოყოლებული სატანას შეცდომაში შეჰყავს ადამიანები (გამოცხ. 12:9). როგორ უშლის ხალხს იეჰოვასთან დაახლოებაში ხელს სატანის მიერ გავრცელებული შემდეგი ტყუილები?
არ არსებობს ყოვლისშემძლე ღმერთი.
ღმერთი იდუმალებით მოცული სამების ნაწილია.
ღმერთს არა აქვს სახელი.
ღმერთი მარადიულად ტანჯავს ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში.
ყველაფერი ღვთის განგებით ხდება.
ღმერთს არ ანაღვლებს ადამიანთა ბედი.
რა გრძნობა გეუფლება, როცა ღმერთზე ასეთ სიცრუეს ისმენ?
როგორ შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო ღვთის სახელის განწმენდაში?