საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • th გაკ. 2 გვ. 5
  • ბუნებრიობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბუნებრიობა
  • გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
  • მსგავსი მასალა
  • ენთუზიაზმი
    გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
  • ბუნებრიობა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • დამაჯერებლობა
    გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
  • სითბო და თანაგრძნობა
    გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
იხილეთ მეტი
გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
th გაკ. 2 გვ. 5

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 2

ბუნებრიობა

ბიბლიური მუხლი

2 კორინთელები 2:17

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ილაპარაკე ბუნებრივად და გულწრფელად, რითაც დაანახვებ მსმენელს როგორც საკითხის, ისე მათ მიმართ შენს დამოკიდებულებას.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • ილოცე და საგულდაგულოდ მოემზადე. ილოცე, რომ საკუთარ თავზე კი არ იყო კონცენტრირებული, არამედ იმ ცნობაზე, რომელსაც გადასცემ. გონებაში გქონდეს მთავარი აზრები. სათქმელი საკუთარი სიტყვებით გადმოეცი და სიტყვასიტყვით ნუ დაიზეპირებ დაბეჭდილ ტექსტს.

    პრაქტიკული რჩევა

    თუ ბიბლიის ან რომელიმე პუბლიკაციის წაკითხვას აპირებ, კარგად მოამზადე შერჩეული მონაკვეთი, რათა გამართულად წაიკითხო. თუ ტექსტში ვინმეს სიტყვებია ციტირებული, მეტი გრძნობით წაიკითხე, თუმცა მოერიდე ზედმეტ თეატრალურობას.

  • ილაპარაკე გულითადად. იფიქრე, რატომ სჭირდება ხალხს ამ ცნობის მოსმენა. თუ ყურადღებას ადამიანებზე გადაიტან, შენს ჟესტებში, ჯდომისა თუ დგომის მანერასა და სახის გამომეტყველებაში გულწრფელობა და მეგობრული დამოკიდებულება აირეკლება.

    პრაქტიკული რჩევა

    ბუნებრიობა ზედმეტ თავისუფლებაში ნუ აგერევა. ილაპარაკე გასაგებად და გამართულად, რათა სათქმელი ღირსეულად გადასცე.

  • დაამყარე მხედველობითი კონტაქტი. თუ შენს კულტურაში მიღებულია, მხედველობითი კონტაქტი შეინარჩუნე მსმენელთან. მოხსენების დროს უბრალოდ თვალი კი არ მოავლო მსმენელებს, არამედ დროდადრო ცალკეულ ადამიანს შეხედე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება