ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 6—8
ნოემ ზედმიწევნით გააკეთა ყველაფერი
წარმოიდგინე, რამხელა შრომა დასჭირდებოდათ ნოესა და მის ოჯახს კიდობნის ასაშენებლად, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დროს არ არსებობდა ისეთი სამუშაო იარაღები თუ სამშენებლო მეთოდები, როგორიც დღეს.
ნაგებობა უზარმაზარი იყო: სიგრძით — დაახლოებით 133 მეტრი, სიგანით — 22 მეტრი, სიმაღლით კი — 13 მეტრი.
საჭირო იყო ხეების მოჭრა, მორებისთვის სასურველი ზომისა და ფორმის მიცემა და ერთმანეთზე დაწყობა.
ეს მასიური ნაგებობა შიგნიდანაც და გარედანაც ფისით უნდა დაეფარათ.
საჭირო იყო ერთი წლის სამყოფი საკვების მომარაგება ნოეს ოჯახისა და ცხოველებისთვის.
კიდობნის აგებას, სავარაუდოდ, 40-50 წელი სჭირდებოდა.
როგორ გვმატებს ეს მონათხრობი ძალას, როცა იეჰოვასგან დავალებული საქმის შესრულება რთული გვეჩვენება?