წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
11—17 იანვარი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლევიანები 20, 21
იეჰოვა აცალკევებს თავის ხალხს
it „ფრინველები“
წარღვნის შემდეგ ნოემ ცხოველებთან ერთად ღმერთს მსხვერპლად წმინდა ფრინველებიც შესწირა (დბ. 8:18—20). მას მერე ადამიანებს საკვებად ფრინველებიც მიეცათ, თუმცა სისხლიანად არ უნდა ეჭამათ (დბ. 9:1—4; შდრ. ლვ. 7:26; 17:13). როგორც ჩანს, წმინდად ის ფრინველები ითვლებოდა, რომლებიც ღვთისთვის მსხვერპლშესაწირად იყო მისაღები. რაც შეეხება საკვებთან მიმართებით, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მოსეს კანონის დაწესებამდე არც ერთი ფრინველი არ ითვლებოდა უწმინდურად (ლვ. 11:13—19, 46, 47; 20:25; კნ. 14:11—20). ბიბლია არ აკონკრეტებს, რატომ ითვლებოდა ესა თუ ის ფრინველი უწმინდურად. უმეტესად უწმინდურ ფრინველებს განეკუთვნებოდნენ მტაცებლები ან ლეშიჭამიები, თუმცა უწმინდურად სხვა ფრინველებიც ითვლებოდნენ. როგორც პეტრესთვის ნაჩვენები ხილვიდან გამოჩნდა, ახალი შეთანხმების დადების შემდეგ მოსეს კანონით გათვალისწინებული ეს აკრძალვები გაუქმდა (სქ. 10:9—15).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „თავის დასერვა“
ღვთის კანონი კრძალავდა მკვდრის გამო სხეულის დასერვას (ლვ. 19:28; 21:5; კნ. 14:1). მიზეზი ის იყო, რომ ისრაელი იეჰოვას წმინდა ხალხად, მის განსაკუთრებულ საკუთრებად ითვლებოდა (კნ. 14:2). ამიტომ ისრაელები არ უნდა ჩაბმულიყვნენ კერპთაყვანისმცემლობაში. გლოვის ნიშნად ასეთი უკიდურესი ზომების მიღება და საკუთარი სხეულისთვის ზიანის მიყენება სრულიად შეუფერებელი იყო იმ ხალხისთვის, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რა მდგომარეობაში იყვნენ მკვდრები და რა იმედი არსებობდა მათთვის (დნ. 12:13; ებ. 11:19). გარდა ამისა, თვითდასახიჩრების შესახებ აკრძალვა ისრაელს შეახსენებდა, რომ უდიერად არ უნდა მოპყრობოდნენ ღვთის მიერ შექმნილ ადამიანის სხეულს.
1—7 თებერვალი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლევიანები 26, 27
როგორ მივიღოთ იეჰოვას კურთხევები
it „მოწიწება“
იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობის წყალობით მოსე ღვთის ხალხის წინაშე შიშის მომგვრელ (ებრაულად მოჰრა’) საქმეებს იქმოდა (კნ. 34:10, 12; გმ. 19:9). რწმენის მქონე ისრაელებს მოსესადმი, როგორც თავიანთი წინამძღოლისადმი, ჯანსაღი შიში ჰქონდათ. მათ ესმოდათ, რომ ღმერთი მოსეს პირით ელაპარაკებოდა. ისრაელებს აგრეთვე მოწიწება უნდა ჰქონოდათ ღვთის წმინდა ადგილის მიმართ (ლვ. 19:30; 26:2). ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ დიდი კრძალვა და მოწიწება უნდა გამოევლინათ ამ ადგილის მიმართ, ისე უნდა ეცათ იეჰოვასთვის თაყვანი, როგორც ის მოითხოვდა და მისი მითითებები დაეცვათ.
w91 3/1 17 ¶10
დაე ღვთის მშვიდობამ დაიცვას თქვენი გულები!
10 იეჰოვამ უთხრა თავის ერს: „თუ დაიცავთ ჩემს წესებსა და მცნებებს, დროულად მოგივლენთ წვიმას, მიწა მოგცემთ მოსავალს და ხე — ნაყოფს . . . მშვიდობიანად გაცხოვრებთ იმ მიწაზე, მშვიდად დაიძინებთ და არავის შიში არ გექნებათ; მოგაშორებთ მტაცებელ ცხოველებს და არავინ აღმართავს მახვილს თქვენ წინააღმდეგ . . . თქვენთან ვიქნები და თქვენი ღმერთი ვიქნები, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით“ (ლვ. 26:3, 4, 6, 12). თუ ისრაელები იეჰოვას კანონს დაემორჩილებოდნენ, მშვიდობიანად იცხოვრებდნენ: მტრები არ შეავიწროებდნენ, მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნებოდნენ და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობით გაიხარებდნენ (ფს. 119:165).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ჭირი“
რა მოჰყვებოდა ღვთის კანონის უგულებელყოფას. ღმერთმა ისრაელი გააფრთხილა, რომ მისი შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ჭირს შეჰყრიდა (ლვ. 26:14—16, 23—25; კნ. 28:15, 21, 22). წმინდა წერილებში ჯანმრთელობა, ფიზიკური თუ სულიერი გაგებით, ღვთის კურთხევებთან არის დაკავშირებული (კნ. 7:12, 15; ფს. 103:1—3; იგ. 3:1, 2, 7, 8; 4:21, 22; გმც. 21:1—4). ავადმყოფობა კი — ცოდვასა და არასრულყოფილებასთან (გმ. 15:26; კნ. 28:58—61; ეს. 53:4, 5; მთ. 9:2—6, 12; ინ. 5:14). ზოგ შემთხვევაში იეჰოვა ღმერთი პირდაპირი გაგებით ასნეულებდა ადამიანებს. მაგალითად, მირიამს, უზიასა და გეხაზს კეთრი შეჰყარა (რც. 12:10; 2მტ. 26:16—21; 2მფ. 5:25—27). მაგრამ ხშირად ესა თუ ის დაავადება გარდაუვალი შედეგი იყო იმ არასწორი ცხოვრების წესისა, რომელსაც ცალკეული ადამიანი თუ მთლიანი ერი მიჰყვებოდა. ისინი იმკიდნენ იმას, რასაც თესავდნენ. მათი ცუდი საქციელი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახებოდა (გლ. 6:7, 8). მათთან მიმართებით, ვინც აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა, პავლე მოციქულმა თქვა: „ღმერთმა ისინი ნებაზე მიუშვა, რათა თავიანთ უწმინდურებას დამონებოდნენ სხეულების წასაბილწავად . . . და სასჯელსაც ბოლომდე იწვნევენ თავიანთი დანაშაულისთვის“ (რმ. 1:24—27).