მესამე ნაწილი
„გამოგკრებთ ხალხებიდან“ — დაპირება წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ
თემა: ეზეკიელი წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაზე წინასწარმეტყველებს
განდგომილების შედეგად ისრაელი დაქსაქსულია. ებრაელები, რომლებმაც წმინდა თაყვანისმცემლობა შებღალეს და ღვთის სახელი შეურაცხყვეს, თავიანთი საქციელის შედეგებს იმკიან. მართალია, მდგომარეობა უიმედო ჩანს, მაგრამ იეჰოვა ეზეკიელის პირით წარმოთქვამს წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მის ხალხს იმედს უსახავს. შთამბეჭდავი შედარებებისა და ხილვების მეშვეობით იეჰოვა ანუგეშებს როგორც ებრაელ ტყვეებს, ისე მათ, ვისაც დღეს სურთ, იხილონ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა.