წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
1—7 მარტი
ღვთის სიტყვის საუნჯე | რიცხვები 7, 8
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „პირმშო, პირველმოგებული“
ვინაიდან ისრაელი პირმშოები ოჯახისთავები ხდებოდნენ, ისინი მთელ ერს წარმოადგენდნენ. აბრაამთან დადებული შეთანხმების საფუძველზე იეჰოვა ისრაელ ერს თავის პირმშოს უწოდებდა (გმ. 4:22). თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ იეჰოვამ პირმშოებს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ისინი მისთვის უნდა ყოფილიყვნენ მიძღვნილები. ღმერთი ისრაელებისგან მოითხოვდა: „მომიძღვენით ისრაელებიდან ყოველი პირმშო მამრი, აგრეთვე ყოველი პირველმოგებული მამრი, მე მეკუთვნიან ისინი“ (გმ. 13:2). ამგვარად, პირმშოები იეჰოვას ეკუთვნოდნენ.
22—28 მარტი
ღვთის სიტყვის საუნჯე | რიცხვები 13, 14
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „მიწა, რომელიც ღმერთმა ისრაელს მისცა“
იეჰოვამ ნაყოფიერი მიწა დაამკვიდრებინა ისრაელს. როცა მოსემ აღთქმულ მიწაზე მზვერავები გაგზავნა, მათ იქიდან მისი დავალებით ლეღვი, ბროწეული და ვაზის მტევნიანი რქა გამოიყოლეს, რომელიც იმხელა იყო, რომ ორმა კაცმა კეტით წამოიღო. მართალია, რწმენის ნაკლებობის გამო მზვერავები შიშმა დაჯაბნა, მაგრამ ერს ასეთი ამბავი მიუტანეს: „იქ მართლა რძე და თაფლი მოედინება“ (რც. 13:23, 27).
19—25 აპრილი
ღვთის სიტყვის საუნჯე | რიცხვები 22—24
იეჰოვა წყევლას კურთხევად აქცევს
it „სიგიჟე“
იეჰოვას მოწინააღმდეგეთა სიგიჟე. წინასწარმეტყველ ბალაამს სულელური აზრი გაუჩნდა, რომ ფულის სანაცვლოდ, რომელსაც მოაბის მეფე ბალაკი სთავაზობდა, ისრაელი ერის წინააღმდეგ ეწინასწარმეტყველებინა. მაგრამ იეჰოვამ ჩაშალა მისი ჩანაფიქრი. ბალაამის შესახებ პეტრე მოციქული წერდა: „ადამიანივით ალაპარაკდა პირუტყვი და ალაგმა წინასწარმეტყველის სიგიჟე“. როცა ბალაამის სიგიჟე მოიხსენია, პეტრემ გამოიყენა ბერძნული სიტყვა პარაფრონია, რაც „ჭკუიდან გადასვლას“ გულისხმობს (2პტ. 2:15, 16; რც. 22:26—31).
26 აპრილი — 2 მაისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | რიცხვები 25, 26
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „საზღვარი“
ისრაელში სამკვიდროს წილისყრით და ტომის სიდიდის მიხედვით ანაწილებდნენ. წილისყრის დროს იმ მიწის მიახლოებითი ადგილმდებარეობა დგინდებოდა, რომელსაც ისრაელის ტომები დაიმკვიდრებდნენ. მაგალითად, ირკვეოდა, რომელი მხარე ერგებოდა ამა თუ იმ ტომს: ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი; გარდა ამისა, დგინდებოდა, დაბლობს დაიმკვიდრებდნენ თუ მთიან რეგიონს. სამკვიდროსთვის კენჭისყრა იეჰოვამ დააწესა, რაც ისრაელ ტომებს შურისა და დავისგან იცავდა (იგ. 16:33). ამგვარად, ღმერთმა იზრუნა, რომ მოვლენები იმ წინასწარმეტყველების მიხედვით წარმართულიყო, რომელიც ღვთივშთაგონებით სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა წარმოთქვა. ამის შესახებ დაბადების 49:1—33-ში ვკითხულობთ.
მას შემდეგ, რაც ტომებს მხარეებს დაუნაწილებდნენ, ტერიტორიის ფართობი აუცილებლად ტომის სიდიდის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო. „მიწა შტოებმა წილისყრით დაინაწილეთ. დიდმა შტომ დიდი სამკვიდრო მიიღოს და პატარამ — პატარა. ვისაც სად შეხვდება წილისყრით მიწა, იქ დამკვიდრდეს. მიწა თქვენ-თქვენი ტომების მიხედვით დაინაწილეთ“ (რც. 33:54). წილისყრით განაწილებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა არ იცვლებოდა, თუმცა ტერიტორიის ფართობი შეიძლება ტომების სიდიდის მიხედვით შეცვლილიყო. მაგალითად, როცა გაირკვა, რომ იუდას კუთვნილი წილი ძალიან დიდი იყო, ტერიტორია სიმონის ტომს გაუნაწილეს (იეს. 19:9).