საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • th გაკ. 8 გვ. 11
  • მაგალითებით სწავლება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მაგალითებით სწავლება
  • გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
  • მსგავსი მასალა
  • შესაფერისი თვალსაჩინო მაგალითები
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • „მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ“
    „მოდი და გამომყევი“
  • „მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • სწავლებისას გამოავლინე გონიერება და დამაჯერებლობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
th გაკ. 8 გვ. 11

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 8

მაგალითებით სწავლება

ბიბლიური მუხლი

მათე 13:34, 35

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: სწავლებისას მოიყვანე მარტივი მაგალითები, რათა მსმენელისთვის უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახდეს შენი მოსმენა და მნიშვნელოვანი რამ ისწავლოს.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • შეარჩიე მარტივი მაგალითები. შეეცადე, რომ მარტივი და უბრალო მაგალითებით რთული და მნიშვნელოვანი საკითხები განმარტო, როგორც ამას იესო აკეთებდა. ნუ გადატვირთავ მაგალითს არასაჭირო დეტალებით. დარწმუნდი, რომ ის, რასაც მაგალითში მოიხსენიებ, ნამდვილად მიესადაგება თემას, რომელზეც საუბრობ. შედეგად, მსმენელს არ გაუჭირდება მაგალითის საკითხთან დაკავშირება.

    პრაქტიკული რჩევა

    იყავი დაკვირვებული. თვალი ადევნე მიმდინარე მოვლენებს, გამოიკვლიე ჩვენი პუბლიკაციები და დააკვირდი გამოცდილ მასწავლებლებს. ჩაიწერე და შეინახე მაგალითები, რომელთა გამოყენებაც უფრო საინტერესოს გახდის შენს სწავლებას.

  • მხედველობაში მიიღე მსმენელი. მოიყვანე მაგალითები, რომლებიც მსმენელის საქმიანობასთან ან მისთვის საინტერესო საკითხებთან იქნება დაკავშირებული. ფრთხილად იყავი, რომ მაგალითმა მსმენელს თავი უხერხულად ან შეურაცხყოფილად არ აგრძნობინოს.

  • დაანახვე მთავარი აზრი. წვრილმანების ნაცვლად, აქცენტი მთავარ აზრზე გააკეთე. შეეცადე, რომ მსმენელს მარტო მაგალითი კი არ დაამახსოვრდეს, არამედ ის აზრი, რომლის თქმაც ამ მაგალითით გსურდა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება