წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
28 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ — 6 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 1 ᲡᲐᲛᲣᲔᲚᲘ 9—11
გამეფებისას საული თავმდაბალი და მოკრძალებული იყო
ამონელებმა იეჰოვას სიკეთეს ამჯერადაც მტრული დამოკიდებულებით უპასუხეს. იეჰოვამ უყურადღებოდ არ დატოვა მათი მუქარა. ნახაშის „სიტყვების მოსმენაზე ღვთის სული ამოქმედდა საულზე და გაცეცხლდა“. იეჰოვას სულის ხელმძღვანელობით საულმა 330 000 მეომარი შეკრიბა, რომლებმაც ამოწყვიტეს ამონელები. „გადარჩენილები ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდი“ (1 სამ. 11:6, 11).