წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
2—8 მაისი
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 1 ᲡᲐᲛᲣᲔᲚᲘ 27—29
დავითის საბრძოლო ტაქტიკა
it „აქიში“
როცა დავითი საულს გაურბოდა, მეფე აქიშის სამფლობელოს ორჯერ შეაფარა თავი. პირველად დავითმა იმის შიშით, რომ მტრად მიიჩნევდნენ, თავი მოიგიჟიანა, რის შედეგადაც აქიშმა ის უვნებელი გაუშვა (1სმ. 21:10—15; ფს. 34, ეპგ.; 54, ეპგ.). მეორედ დავითი თავის 600 მეომართან და მათ ოჯახებთან ერთად მივიდა მეფე აქიშთან. მან ისინი ციკლაგში დაასახლა. წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში, რაც დავითმა იმ მიწაზე დაჰყო, აქიში ფიქრობდა, რომ ის და მისი ხალხი იუდას ქალაქებში დათარეშობდნენ, სინამდვილეში კი ისინი „თავს ესხმოდნენ გეშურელებს, გიზრელებსა და ამალეკელებს“ (1სმ. 27:1—12). დავითი მოხერხებულად მოქმედებდა. გარკვეული ხნის შემდეგ აქიშმა ის თავის მცველად დანიშნა. მეფე საულზე თავდასხმის წინ ფილისტიმელმა მთავრებმა აქიშს დაჟინებით სთხოვეს, რომ დავითი და მისი ხალხი ციკლაგში დაებრუნებინა. ის ასეც მოიქცა (1სმ. 28:2; 29:1—11). მოგვიანებით, როცა დავითი გამეფდა და ქალაქ გათზე გაილაშქრა, როგორც ჩანს, აქიში ცოცხალი დატოვა. ის სოლომონის მეფობის პერიოდშიც ცოცხალი იყო (1მფ. 2:39—41).
16—22 მაისი
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 2 ᲡᲐᲛᲣᲔᲚᲘ 1—3
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ძმა“
„ძმები“ შეიძლება ეწოდოთ მათაც, ვისაც საერთო მიზნები და ღირებულებები აქვთ. მაგალითად, ტვიროსის მეფე ხირამმა მეფე სოლომონს ძმა არა მხოლოდ იმიტომ უწოდა, რომ ერთნაირი მდგომარეობა ეკავათ, არამედ იმიტომაც, რომ საერთო მიზანი ჰქონდათ — უნდა ეზრუნათ ხის მასალისა და სხვა ნივთების ტრანსპორტირებაზე, რაც ტაძრის ასაგებად იქნებოდა საჭირო (1მფ. 9:13; 5:1—12). მეფე დავითმა დაწერა: „რა კარგია და რა სასიამოვნო, შეხმატკბილებულად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფს. 133:1). მისი სიტყვებიდან ვხედავთ, რომ მხოლოდ სისხლით ნათესაობა როდი უწყობს ხელს ადამიანებს შორის მშვიდობასა და ერთობას. დავითი ძლიერმა სიყვარულმა აღძრა, რომ იონათანი ძმად ჩაეთვალა. მათ საერთო მიზნები და ღირებულებები ჰქონდათ (2სმ. 1:26). ადამიანებს, რომლებსაც ერთნაირი თვისებები და შეხედულებები აქვთ, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, შეიძლება „ძმები“ ეწოდოთ (იგ. 18:9).
23—29 მაისი
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 2 ᲡᲐᲛᲣᲔᲚᲘ 4—6
ღვთის სიტყვის სიღრმეები
„ყოველთვის ბოლომდე მიენდეთ იეჰოვას!“
დავითს, როგორც მეფეს, გარკვეულწილად ბრალი მიუძღოდა მომხდარში. მისი რეაქციიდან ვხედავთ, რომ მათაც კი, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს იეჰოვასთან, რთულ სიტუაციაში შეიძლება უმართებულოდ იმოქმედონ ან არასწორი რეაქცია ჰქონდეთ. თავდაპირველად დავითს გული მოუვიდა იეჰოვაზე, შემდეგ კი შეეშინდა მისი (2სმ. 6:8, 9). დავითი არ დაემორჩილა იეჰოვას მითითებას, რითაც ცხადყო, რომ ბოლომდე არ მიენდო მას. ასეთი რამ შეიძლება ჩვენც დაგვემართოს. უნდა დავფიქრდეთ: ხომ არ ვადანაშაულებთ იეჰოვას იმ პრობლემების გამო, რომლებსაც ჩვენი არასწორი გადაწყვეტილების შედეგად ვიმკით? (იგ. 19:3).
6—12 ივნისი
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 2 ᲡᲐᲛᲣᲔᲚᲘ 9, 10
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „წვერი“
ძველად აღმოსავლეთში მცხოვრებ ერებში, მათ შორის ისრაელში, მამაკაცები წვერს ატარებდნენ, რაც მათ ღირსებას უსვამდა ხაზს. ღვთის კანონი კრძალავდა თმის მოჭრას საფეთქლებთან და წვერის კიდეების დამახინჯებას (ლვ. 19:27; 21:5). ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ წარმართ ერებში ეს ერთ-ერთი რელიგიური წეს-ჩვეულება იყო.
27 ივნისი — 3 ივლისი
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 2 ᲡᲐᲛᲣᲔᲚᲘ 15—17
სიამაყემ აბესალომს აჯანყებისკენ უბიძგა
it „წინამორბედი“
აღმოსავლური ჩვეულების თანახმად, სამეფო ეტლს მორბენლები მიუძღოდნენ, რომლებიც მეფეს ეხმარებოდნენ და მის მოსვლას იუწყებოდნენ (1სმ. 8:11). თავი დიდებულებად რომ წარმოეჩინათ და მოჯანყეები დაეშინებინათ, აბესალომმა და ადონიამ ორმოცდაათ-ორმოცდაათი მცველი დაიყენეს, რათა მათ წინ ერბინათ (2სმ. 15:1; 1მფ. 1:5).
it „ხებრონი“
წლების შემდეგ დავითის ვაჟი აბესალომი ხებრონში დაბრუნდა. სწორედ იქ დაიწყო მან მოქმედება მამამისის ტახტის ხელში ჩასაგდებად (2სმ. 15:7—10). ხებრონი ერთ დროს იუდას დედაქალაქი და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქი იყო. გარდა ამისა, ეს ადგილი აბესალომის მშობლიური მხარე იყო. სავარაუდოდ, ამ მიზეზების გამო გადაწყვიტა აბესალომმა, რომ ტახტის ხელში ჩასაგდებად სწორედ ხებრონიდან დაეწყო ბრძოლა. მოგვიანებით ეს ქალაქი დავითის შვილიშვილმა, რობოამმა გაამაგრა (2მტ. 11:5—10). ბაბილონელების მიერ იუდას გაპარტახებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც გადასახლებული ებრაელები ტყვეობიდან დაბრუნდნენ, ზოგიერთი მათგანი ხებრონში (კირიათ-არბა) დასახლდა (ნემ. 11:25).