საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr22 ნოემბერი გვ. 1-3
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2022)
  • ქვესათაურები
  • 7—13 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ
  • 14—20 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ
  • 12—18 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ
  • 19—25 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ
  • 26 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ — 1 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2022)
mwbr22 ნოემბერი გვ. 1-3

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

7—13 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 2 ᲛᲔᲤᲔᲔᲑᲘ 5, 6

„ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან!“

it „სიბრმავე“

ელისეს სიტყვებით გამოწვეული სირიელთა ჯარის სიბრმავე, როგორც ჩანს, პირდაპირი გაგებით სიბრმავეზე კი არ მიუთითებს, არამედ ნანახის აღქმის უუნარობაზე. ისინი პირდაპირი გაგებით რომ დაბრმავებულიყვნენ, გადაადგილებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ. მაგრამ როცა ელისემ უთხრა, რომ სხვა ქალაქში მოხვდნენ და ის აჩვენებდა სწორ გზას, ისინი გაჰყვნენ მას. ასეთი სიბრმავის შესახებ უილიამ ჯეიმზი თავის წიგნში წერს: „მისი გამომწვევია თავის ტვინის ქერქის ფუნქციის მოშლა. ის სინათლის შეგრძნების სრული დარღვევა კი არა, ნანახის აღქმის უუნარობაა. ფსიქოლოგიაში ეს არის ნანახისა და მისი მნიშვნელობის ერთმანეთთან დაკავშირების უნარის დაკარგვა. მას იწვევს მხედველობის ცენტრებსა და სხვა ასოციაციების წარმომქმნელ ცენტრებს შორის ნებისმიერი კავშირის გაწყვეტა“ (Principles of Psychology, 1981, ტ. 1, გვ. 59). დიდი ალბათობით, სწორედ ასეთი სიბრმავე მოჰგვარა იეჰოვამ სირიელ ჯარისკაცებს, რომლებსაც სამარიაში მისვლის შემდეგ თვალი აუხილა (2მფ. 6:18—20). როგორც ჩანს, ასეთ სიბრმავეზეა საუბარი სოდომელებთან მიმართებითაც, რადგან მართლა რომ დაეკარგათ თვალისჩინი, საკუთარი საწუხარი იმდენად მოიცავდა, რომ ლოტის სტუმრების დარდი აღარ ექნებოდათ. მაგრამ როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მათი საფიქრალი ის იყო, რომ როგორმე სახლის შესასვლელი ეპოვათ (დბ. 19:11).

14—20 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 2 ᲛᲔᲤᲔᲔᲑᲘ 7, 8

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „ლამპარი“

მეფეები დავითის საგვარეულო ხაზიდან. იეჰოვამ ისრაელის მეფედ დავითი სცხო. ის ბრძენი მმართველი იყო, რადგან ზედმიწევნით მიჰყვებოდა ღვთის ხელმძღვანელობას. სწორედ ამის გამო ეწოდა მას „ისრაელის ლამპარი“ (2სმ. 21:17). როცა შეთანხმება დაუდო სამეფოსთვის, იეჰოვა დაჰპირდა დავითს: „მარადიულად განმტკიცდება შენი ტახტი!“ (2სმ. 7:11—16). აქედან გამომდინარე, სამეფო საგვარეულო ხაზში შემავალი ყველა მეფე, დავითიდან და სოლომონიდან დაწყებული, „ისრაელის ლამპარი“ იყო (1მფ. 11:36; 15:4; 2მფ. 8:19; 2მტ. 21:7).

როცა მეფე ციდკია ტახტიდან ჩამოაგდეს და ბაბილონში გადაასახლეს, სადაც სიკვდილამდე მოუწევდა ყოფნა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ჩაქრა „ისრაელის ლამპარი“. მაგრამ იეჰოვას არ დავიწყებია თავისი შეთანხმება. მან დროებით შეაჩერა დავითის სამეფო ხაზის მმართველობა, სანამ არ მოვიდოდა უფლებამოსილი (ეზკ. 21:27). მესია, იესო ქრისტე, „დავითის ძე“ სამეფო ტახტის მარადიული მემკვიდრეა. ამიტომ დავითის „ლამპარი“ არასოდეს ჩაქრება. სწორედ იესოა მარადიული „ლამპარი“, რომელიც არასოდეს შეწყვეტს მმართველობას (მთ. 1:1; ლკ. 1:32).

12—18 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 2 ᲛᲔᲤᲔᲔᲑᲘ 16, 17

იეჰოვას მოთმინებას საზღვარი აქვს

it „სალმანასარი“

ისრაელზე ბატონობა. ისრაელში მეფე ჰოშეას მმართველობის დროს (დაახლ. ძვ. წ. 758—740 წწ.) სალმანასარ V პალესტინაში შეიჭრა. მეფე ჰოშეა მისი ვასალი გახდა და ყოველწლიური ხარკი დაეკისრა (2მფ. 17:1—3). თუმცა მოგვიანებით უარი თქვა ხარკის გადახდაზე და ეგვიპტის მეფე სოსთან შეითქვა. ამ შეთქმულების გაგების შემდეგ სალმანასარ V-მ ჰოშეა საპყრობილეში ჩააგდო და ალყა შემოარტყა სამარიას. სამწლიანი ალყის შემდეგ სალმანასარის ჯარმა გამაგრებული ქალაქი მიწასთან გაასწორა და ისრაელები გადაასახლა (2მფ. 17:4—6; 18:9—12; შდრ. ოს. 7:11; ეზკ. 23:4—10).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „სამარიელი“

სიტყვა „სამარიელი“ წმინდა წერილებში პირველად მას შემდეგ ჩნდება, რაც ძვ. წ. 740 წელს ისრაელის ათტომიანი სამეფო ასურეთმა დაიპყრო. თავიდან სამარიელებად მათ მოიხსენიებდნენ, ვინც დაპყრობამდე ჩრდილოეთ სამეფოში ცხოვრობდა, რათა განერჩიათ მათგან, ვინც მოგვიანებით ასურეთის იმპერიის სხვადასხვა ნაწილიდან ჩაასახლეს (2მფ. 17:29). როგორც ჩანს, ასურელებმა ყველა ისრაელი არ გადაასახლეს, რადგან როგორც 2 მატიანის 34:6—9-დან ვიგებთ, მეფე იოშიას მმართველობის დროს ისრაელები იმ ტერიტორიაზე კვლავაც მკვიდრობდნენ (შდრ. 2მფ. 23:19, 20). მოგვიანებით სამარიელები სამარიაში დარჩენილებსაც ეწოდებოდათ, ასურელების მიერ ჩასახლებულებსაც და მათ საერთო შთამომავლობასაც. საუკუნეების შემდეგ „სამარიელი“ ეროვნულ ან პოლიტიკურ კუთვნილებას კი არ აღნიშნავდა, არამედ იმ რელიგიური სექტის კუთვნილებას, რომელიც ძველი შექემისა და სამარიის ტერიტორიაზე არსებობდა. ამ რელიგიური ჯგუფის შეხედულებები რადიკალურად განსხვავდებოდა იუდაიზმისგან (ინ. 4:9).

19—25 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 2 ᲛᲔᲤᲔᲔᲑᲘ 18, 19

მოწინააღმდეგეები ცდილობენ, სულით დაგვცენ

yb74 177 ¶1

ნაწილი 2 — გერმანია

ესესელები ხშირად ბინძურ მეთოდებს მიმართავდნენ, რომ როგორმე ქრისტიანებს საბუთზე ხელი მოეწერათ. თუმცა თუ ვინმე ხელს მოაწერდა, მას ამის შემდეგ უფრო მეტად ავიწროებდნენ. ამას ძმა კარლ კირშთიც ადასტურებს: „საკონცენტრაციო ბანაკებში იეჰოვას მოწმეები ყველაზე დიდ წნეხს განვიცდიდით. ესესელები ფიქრობდნენ, რომ ამ გზით კომპრომისზე წავიდოდით და გამუდმებით ცდილობდნენ, რომ დავეყოლიებინეთ. ზოგმა მოაწერა ხელი საბუთს, მაგრამ მათ წელიწადზე მეტხანს მოუწიათ ლოდინი, სანამ გაათავისუფლებდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ყველას თვალწინ ამცირებდნენ, ლაჩრებს უწოდებდნენ და ეგრეთ წოდებულ სირცხვილის კორიდორებს უწყობდნენ“.

26 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ — 1 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 2 ᲛᲔᲤᲔᲔᲑᲘ 20, 21

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „თარაზო“

თარაზოს იყენებდნენ როგორც შენობების სწორად ასაგებად, ისე იმის დასადგენად, ღირდა თუ არა ამა თუ იმ ნაგებობის შენარჩუნება. იეჰოვამ ორგულ იერუსალიმზე თქვა: „იმავე ლარს გადავჭიმავ იერუსალიმზე, სამარიაზე რომ გადავჭიმე, და იმავე თარაზოს გამოვიყენებ, ახაბის სახლეულობაზე რომ გამოვიყენე“. ღმერთმა „გაზომა“ ანუ შეამოწმა სამარიისა და მეფე ახაბის სახლეულობის საქმეები და დაინახა, რომ ზნეობრივად გახრწნილები იყვნენ და განადგურებას იმსახურებდნენ. იეჰოვა ამავე საზომით გაასამართლებდა იერუსალიმსა და მის მმართველებს, მათ ბოროტ საქმეებს გამოააშკარავებდა და ქალაქს გაანადგურებდა. ეს სიტყვები ძვ. წ. 607 წელს შესრულდა (2მფ. 21:10—13; 10:11). ღმერთმა „მკვეხარები და ხალხის მმართველები“ ესაიას პირით გააფრთხილა მოსალოდნელი განადგურების შესახებ და უთხრა: „ლარად მექნება სამართალი და შვეულად — სიმართლე“. იეჰოვა სიმართლისა და სამართლიანობის საზომით განსაზღვრავდა, ვინ იყო მისი ერთგული და ვინ არა; ვინ იმსახურებდა გადარჩენას და ვინ — განადგურებას (ეს. 28:14—19).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება