წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
© 2023 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
11—17 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲔᲡᲗᲔᲠᲘ 3—5
„დაეხმარეთ სხვებს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები“
it „მორდოქაი“
მუხლს არ იყრის ჰამანის წინაშე. მეფე ახაშვეროშმა აგაგელი ჰამანი სამეფოში მეორე კაცად დანიშნა, რომელმაც ბრძანა, რომ კარიბჭესთან მყოფ მეფის მსახურებს მის წინაშე მუხლი მოეყარათ და განედიდებინათ. მორდოქაიმ მტკიცე უარი განაცხადა და მიზეზად წარმომავლობა დაასახელა (ესთ. 3:1—4). როცა თავისი იუდეველობა მოიხსენია, ხაზი გაუსვა იმას, რომ როგორც ღმერთზე მიძღვნილი მსახური, ასეთი საქციელით მასთან ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნიდა. მორდოქაის ესმოდა, რომ ჰამანის წინაშე დაჩოქება იმაზე მეტი იქნებოდა, ვიდრე მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანის მიმართ პატივისცემის გამომხატველი ჟესტი, რაც ისრაელში მიღებული იყო (2სმ. 14:4; 18:28; 1მფ. 1:16). მორდოქაის საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, რომ ჰამანის წინაშე მუხლი არ მოეყარა. როგორც ჩანს, ჰამანი ამალეკელი იყო, იმ ერის შვილი, რომლის შესახებაც იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, რომ მათთან გამუდმებული ბრძოლა ექნებოდა (გმ. 17:16). ასე რომ, მორდოქაის მტკიცე პოზიციის მიზეზი ღვთისადმი ერთგულება იყო და არა პოლიტიკური ინტერესები.
it „მორდოქაი“
იეჰოვა მისი მეშვეობით იხსნის ისრაელს. როცა მორდოქაიმ მეფის ბრძანების შესახებ შეიტყო, რომელიც იუდეველების განადგურებას განიზრახავდა, ესთერს მოქმედებისკენ მოუწოდა. მან დაარწმუნა ის, რომ დედოფალი სწორედ იმიტომ გახდა, რომ იეჰოვას მისი ხელით დაეხსნა თავისი ხალხი. მორდოქაიმ დაანახვა ესთერს, რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრა და შეუთვალა, თავისი ხალხის შეწყალება ეთხოვა მეფისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ესთერის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მან შეასრულა მორდოქაის თხოვნა (ესთ. 4:7—5:2).