საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lmd გაკ. 11
  • ასწავლე მარტივად

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ასწავლე მარტივად
  • გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • იესოს მაგალითი
  • რას ვსწავლობთ იესოსგან
  • მიჰბაძე იესოს
  • მოამზადეთ ბიბლიის შემსწავლელები ნათლობისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • როგორ ჩავატაროთ შესწავლები წიგნით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“
    გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
  • ყურადღება მიაქციეთ „სწავლების ხელოვნებას“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • კარგად მოემზადე შესწავლისთვის
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
იხილეთ მეტი
გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
lmd გაკ. 11

ᲛᲝᲬᲐᲤᲔᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ

იესო ტბასთან ახლოს შეკრებილ ხალხს ასწავლის. ისინი აბიბინებულ მინდორში სხედან, ცაში კი ფრინველები მიფრინავენ.

მათ. 6:25—27

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 11

ასწავლე მარტივად

ბიბლიური პრინციპი: „თუ გაუგებარ სიტყვებს წარმოთქვამთ, ვინ გაიგებს თქვენს ნათქვამს?!“ (1 კორ. 14:9).

იესოს მაგალითი

იესო ტბასთან ახლოს შეკრებილ ხალხს ასწავლის. ისინი აბიბინებულ მინდორში სხედან, ცაში კი ფრინველები მიფრინავენ.

ᲕᲘᲓᲔᲝ: იესო მაგალითის მეშვეობით გვაცნობს ზეციერ მამას

1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე მათეს 6:25—27 და დაფიქრდი:

  1. ა) როგორ დაანახვა იესომ მსმენელს, რომ იეჰოვა მზრუნველი ღმერთია?

  2. ბ) რაზე გაუმახვილა იესომ მსმენელს ყურადღება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ იცოდა ფრინველებზე? რატომ იყო ეს კარგი მიდგომა?

რას ვსწავლობთ იესოსგან

2) თუ გვინდა, რომ შემსწავლელმა დაიმახსოვროს ნასწავლი და მოქმედებისკენ აღიძრას, მარტივად უნდა ვასწავლოთ.

მიჰბაძე იესოს

3) ბევრს ნუ ილაპარაკებ. საჭირო არაა, განსახილველ საკითხზე ყველაფერი თქვა, რაც იცი. აჯობებს, ყურადღება სახელმძღვანელოში მოცემულ მასალაზე გაამახვილო. კითხვის დასმის შემდეგ საკმარისი დრო მიეცი შემსწავლელს, რომ გიპასუხოს. თუ მას არა აქვს პასუხი ან არასწორად მსჯელობს, დამატებითი კითხვები დაუსვი. თუ დაინახავ, რომ შემსწავლელი ჩასწვდა მთავარ აზრს, განაგრძე განხილვა.

4) დაეხმარე შემსწავლელს, ახალი ინფორმაცია მანამდე ნასწავლს დაუკავშიროს. მაგალითად, მკვდრეთით აღდგომის შესახებ გაკვეთილის განხილვამდე მოკლედ შეიხსენეთ, რაც მკვდრების მდგომარეობაზე ისწავლეთ.

5) კარგად შეარჩიე მაგალითები. მაგალითის მოყვანამდე დაფიქრდი:

  1. ა) მარტივია?

  2. ბ) ადვილად გასაგებია?

  3. გ) თვითონ მაგალითი დაამახსოვრდება შემსწავლელს თუ მთავარი აზრი?

ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔ ᲐᲒᲠᲔᲗᲕᲔ

მათ. 11:25; იოან. 16:12; 1 კორ. 2:1

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება