საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ არიან სინამდვილეში ანგელოზები?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 5
    • როგორ არიან ანგელოზები ორგანიზებულნი?

      მთავარანგელოზი მიქაელი სხვა ანგელოზებისგან ძალითა და ძალაუფლებით გამოირჩევა. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იესო ქრისტე იგივე მიქაელია (1 თესალონიკელები 4:16; იუდა 9).

      სერაფიმები, თუ გავითვალისწინებთ მათ მდგომარეობასა და პასუხისმგებლობებს, უმაღლესი რანგის ანგელოზები არიან. ისინი ღვთის ტახტთან მსახურობენ (ესაია 6:1—3).

      ქერუბიმებსაც მაღალი მდგომარეობა უკავიათ. ისინი ყოვლისშემძლე და დიდებული ღვთის ამალაში არიან და განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აკისრიათ. ბიბლიის არაერთი მონაკვეთიდან ჩანს, რომ ქერუბიმები ღმერთს ემსახურებიან (დაბადება 3:24; ეზეკიელი 9:3; 11:22).

      დანარჩენი ანგელოზები, რომელთა რიცხვიც აურაცხელია, უზენაესი ღვთის შუამავლები და მისი ნების შემსრულებლები არიანa (ებრაელები 1:7, 14).

  • გყავთ მფარველი ანგელოზი?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 5
    • მთავარი თემა | სიმართლე ანგელოზების შესახებ

      გყავთ მფარველი ანგელოზი?

      ბიბლიაში ვერსად ნახავთ იმ აზრს, რომ ყველა ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს. ერთხელ იესომ ასეთი რამ თქვა: „გაფრთხილდით, არ დაამციროთ არც ერთი ამ მცირეთაგანი [ანუ ქრისტეს არც ერთი მოწაფე], რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“ (მათე 18:10). მაგრამ ამით იესოს იმის თქმა არ სურდა, რომ ყველა მის მიმდევარს მფარველი ანგელოზი ჰყავდა. სინამდვილეში ის იმას გულისხმობდა, რომ ანგელოზები დაინტერესებული არიან ქრისტეს თითოეული მოწაფით. აქედან გამომდინარე, ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დაუდევრად არ იქცევიან და განზრახ არ იგდებენ საკუთარ თავს საფრთხეში იმ იმედით, რომ ღვთის ანგელოზები დაიცავენ.

      ნიშნავს ეს იმას, რომ ანგელოზები საერთოდ არ ეხმარებიან ადამიანებს? რასაკვირველია, არა (ფსალმუნი 91:11). ბევრი დარწმუნებულია, რომ ღმერთმა ანგელოზების მეშვეობით უხელმძღვანელა მათ და დაიცვა. სწორედ ასე ფიქრობს შესავალ სტატიაში მოხსენიებული კენეთიც. მართალია, დოგმატურები ვერ ვიქნებით, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ კენეთის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდეს. იეჰოვას მოწმეები არაერთხელ დარწმუნებულან, რომ ქადაგების დროს ანგელოზები ხელმძღვანელობდნენ. ვინაიდან ანგელოზები უხილავი ქმნილებები არიან, ზუსტად არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რა და რა სახით ეხმარება ღმერთი ადამიანებს მათი მეშვეობით. როგორც უნდა იყოს, ნამდვილად არ შევცდებით, თუ ყოვლისშემძლე ღმერთს მადლობას გადავუხდით გაწეული მხარდაჭერისთვის (კოლოსელები 3:15; იაკობი 1:17, 18).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება