საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 5 გვ. 18-გვ. 19 აბზ. 5
  • ნოეს კიდობანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნოეს კიდობანი
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ნოეს კიდობანი
    ბიბლიური მოთხრობები
  • წარღვნა — ვინ მოუსმინა ღმერთს და ვინ არა?
    მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად
  • ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 5 გვ. 18-გვ. 19 აბზ. 5
ნოე ოჯახთან ერთად კიდობანს აშენებს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 5

ნოეს კიდობანი

დროთა განმავლობაში დედამიწაზე ადამიანების რიცხვმა მოიმატა. უმეტესობა ბოროტი იყო. ზოგიერთი ანგელოზიც ბოროტი გახდა. მათ დატოვეს ზეცაში თავიანთი ადგილი და დედამიწაზე ჩამოვიდნენ. იცი, რატომ მოიქცნენ ასე? იმიტომ რომ ადამიანის სხეული მიეღოთ და ქალები მოეყვანათ ცოლად.

ანგელოზებსა და ქალებს ვაჟები შეეძინათ. ისინი ძალიან ძლიერები და ბოროტები იყვნენ და ხალხს ჩაგრავდნენ. იეჰოვა არ დაუშვებდა, რომ ეს დიდხანს გაგრძელებულიყო. ამიტომ გადაწყვიტა, ბოროტები წარღვნით გაენადგურებინა.

ნოე ოჯახთან ერთად კიდობანს აშენებს და ამზადებს საკვებს

იმ დროს ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა. მას უყვარდა იეჰოვა. ამ კაცს ნოე ერქვა. ნოეს ჰყავდა ცოლი და სამი ვაჟი – სემი, ქამი და იაფეთი; მის შვილებსაც ჰყავდათ ცოლები. იეჰოვამ უთხრა ნოეს, აეშენებინა დიდი კიდობანი, რათა წარღვნის დროს ის და მისი ოჯახი ცოცხლები დარჩენილიყვნენ. კიდობანი არის უზარმაზარი ყუთი, რომელსაც შეუძლია წყალზე ტივტივი. იეჰოვამ ნოეს ისიც უთხრა, რომ კიდობანში ბევრი ცხოველი შეეყვანა, რათა ისინიც გადარჩენილიყვნენ.

ნოე მაშინვე შეუდგა კიდობნის მშენებლობას. ის და მისი ოჯახი დაახლოებით 50 წელი აშენებდნენ კიდობანს. მათ ზუსტად ისე ააგეს კიდობანი, როგორც იეჰოვამ უთხრა. მშენებლობის პერიოდში ნოე ხალხს აფრთხილებდა წარღვნის შესახებ, მაგრამ ყურს არავინ უგდებდა.

ბოლოს დადგა კიდობანში შესვლის დრო. მოდი ვნახოთ, რა მოხდა ამის მერე.

„როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოვა“ (მათე 24:37).

კითხვები: რატომ მოავლინა იეჰოვამ წარღვნა დედამიწაზე? რა დავალება მისცა იეჰოვამ ნოეს?

დაბადება 6:1–22; მათე 24:37–41; 2 პეტრე 2:5; იუდა 6

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება