საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხანგრძლივი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • „დასამოწმებლად“

      იმის დასამტკიცებლად, რომ მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების აკრძალვა უკანონო იყო, 2004 წლის დეკემბერში, ჩვენმა ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართეს (იხილეთ ჩარჩო „რატომ განიხილეს რუსეთის ვერდიქტი საფრანგეთში“, მე-6 გვერდზე). ექვსი წლის შემდეგ, 2010 წლის 10 ივნისს, სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ იეჰოვას მოწმეები სრულიად გაემართლებინათ.e სასამართლომ განიხილა ჩვენ წინააღმდეგ აღძრული ყველა ბრალდება და აღნიშნა, რომ ისინი ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო. სასამართლო გადაწყვეტილებაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ რუსეთს დაეკისრა ვალდებულება „აღმოეფხვრა სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები და შეძლებისდაგვარად გამოესწორებინა შედეგები“ (იხილეთ ჩარჩო „სასამართლოს გადაწყვეტილება“, მე-8 გვერდზე).

      სასამართლომ ნათლად ჩამოაყალიბა გადაწყვეტილება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციამ უნდა დაიცვას იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა. ამ გადაწყვეტილების დაცვა სავალდებულოა არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ევროპის საბჭოში შემავალი სხვა 46 ქვეყნისთვისაც. უფრო მეტიც, ვინაიდან კანონები და ფაქტები საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული, ამ გადაწყვეტილების წაკითხვა საინტერესო იქნებოდა მთელი მსოფლიოს იურისტებისთვის, მოსამართლეებისთვის, კანონმდებლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალისტებისთვის. რატომ? ეს გადაწყვეტილება რომ მიეღო, სასამართლომ გაითვალისწინა, არა მარტო წინა რვა საქმე, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ გადაწყდა, არამედ, სხვა ცხრა საქმეც, რომლებიც არგენტინისა და კანადის, იაპონიისა და რუსეთის, სამხრეთ აფრიკისა და ესპანეთის, დიდ ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოებში იეჰოვას მოწმეების გამარჯვებით დასრულდა. ეს ინფორმაცია და სასამართლოს მიერ კატეგორიულად უარყოფილი მოსკოვის პროკურატურის ბრალდებები, მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებისთვის მძლავრი დამხმარე საშუალებაა, რათა დაიცვან თავიანთი მრწამსი და საქმიანობა.

  • ხანგრძლივი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • e 2010 წლის 22 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დიდი პალატის ხუთმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა, საქმე განსახილველად გადაეცათ სასამართლოს დიდი პალატისთვის. ასე რომ, 2010 წლის 10 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო იყო და მისი შესრულება — სავალდებულო.

  • ხანგრძლივი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • [ჩარჩო 8 გვერდზე]

      სასამართლოს გადაწყვეტილება

      ქვემოთ მოცემულია სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სამი მოკლე ციტატა.

      ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, იეჰოვას მოწმეები ოჯახებს ანგრევენ. სასამართლომ კი სულ სხვა რამ დაადგინა. მის გადაწყვეტილებაში ნათქვამია:

      „კონფლიქტს იწვევენ ისინი, ვინც არ იზიარებენ თავიანთი ოჯახის წევრების რელიგიურ შეხედულებებს, არ სურთ ამის მიღება და არ სცემენ პატივს მორწმუნე ოჯახის წევრის თავისუფლებას, გამოხატოს თავისი მრწამსი და მონაწილეობა მიიღოს რელიგიურ საქმიანობაში“ (პუნქტი 111).

      სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო ბრალდება, რომ მოწმეები „იდეოლოგიურ ზეწოლას“ ახდენენ:

      „ევროპის სასამართლო გაოცებული დარჩა, რომ [რუსეთის] სასამართლოებს არც ერთი კონკრეტული პირი არ დაუსახელებიათ, რომელთა სინდისის თავისუფლება შეილახა იმით, რომ მათ მიმართ მსგავსი მეთოდები გამოიყენეს“ (პუნქტი 129).

      იეჰოვას მოწმეებს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს. თითქოს ისინი თანამორწმუნეებს აიძულებდნენ, უარი ეთქვათ სისხლის გადასხმაზე და ამით მათ ჯანმრთელობას ზიანს აყენებდნენ. სასამართლომ საპირისპირო რამ დაასკვნა:

      „კონკრეტული მკურნალობის მეთოდზე თანხმობის თუ უარის თქმა ან მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის არჩევის უფლება მნიშვნელოვანია თვითგამორკვევისა და პირადი ავტონომიისთვის. საღ აზრზე მყოფ ზრდასრულ პაციენტს უფლება აქვს, გადაწყვიტოს, გაიკეთოს ქირურგიული ოპერაცია თუ არა, დათანხმდეს მკურნალობის გარკვეულ მეთოდზე თუ არა; იგივე პრინციპი მოქმედებს სისხლის გადასხმასთან დაკავშირებითაც“ (პუნქტი 136).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება