ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 23
იეჰოვა იწყებს მმართველობას
1. სამეფო მმართველობს დღეს.
შევასხათ ხოტბა ღვთის ძეს,
ჩვენს მეფეს სიონში, და ქვაკუთხედს.
მაშ, ღმერთს ვუმღეროთ ერთხმად
და გავიხაროთ ყველამ.
უფალი, მხსნელი,
ქრისტე ტახტზე ზის უკვე.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
რას მოგვიტანს ჩვენ ღვთის სამეფო?
სიმართლეს, ჭეშმარიტებას.
კიდევ რას მოგვიტანს სამეფო?
სიცოცხლეს, ბედნიერებას.
მოსიყვარულე და ერთგულ
ღმერთს მივაგოთ დიდება.
2. დღეს ღვთის ძე, ქრისტე, მეფობს
და ველით არმაგედონს.
იწურება დრო ქვეყნიერების.
ახლაა სწორედ ის დრო,
რომ ყველგან ვიქადაგოთ,
რათა ღვთის მხარეს
დადგნენ დღეს თავმდაბლები.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
რას მოგვიტანს ჩვენ ღვთის სამეფო?
სიმართლეს, ჭეშმარიტებას.
კიდევ რას მოგვიტანს სამეფო?
სიცოცხლეს, ბედნიერებას.
მოსიყვარულე და ერთგულ
ღმერთს მივაგოთ დიდება.
3. მმართველს, „მშვიდობის მთავარს“,
ღვთის სახელით მომავალს,
ქედს ვუხრით საოცარ, ძლიერ მეფეს.
მაშ, ღმერთს ლოცვით მივმართოთ,
მის ტაძარს მივეახლოთ,
რადგან ყოველივეზე
მალე იმეფებს.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
რას მოგვიტანს ჩვენ ღვთის სამეფო?
სიმართლეს, ჭეშმარიტებას.
კიდევ რას მოგვიტანს სამეფო?
სიცოცხლეს, ბედნიერებას.
მოსიყვარულე და ერთგულ
ღმერთს მივაგოთ დიდება.
(იხილეთ აგრეთვე 2 სამ. 7:22; დან. 2:44; გამოცხ. 7:15)