ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 49
გული გავუხაროთ იეჰოვას
ბეჭდური ვერსია
1. ჩვენ, ღმერთო, აღთქმა დაგიდეთ,
შენს ნებას რომ შევასრულებთ.
გვსურს, ვაკეთოთ შენი საქმე
და ასე გულს გაგიხარებთ.
2. დღეს შენი მონა აცხადებს
შენს ღირსებას, სიდიადეს.
ის მუდამ დროულად გვკვებავს,
რომ ვასრულებდეთ შენს ნებას.
3. გთხოვთ, შენი ძალა გვიბოძე,
გვსურს, გიძღვნათ მთელი სიცოცხლე.
სულის ნაყოფს გამოვიღებთ,
გულს ყოველდღე გაგიხარებთ.
(იხილეთ აგრეთვე მათ. 24:45–47; ლუკ. 11:13; 22:42)