საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 8/15 გვ. 30-31
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • მსგავსი მასალა
  • ნიშნობა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ქორწინება — მოსიყვარულე ღვთის საჩუქარი
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • ბედნიერი ქორწინებისთვის მომზადება
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 8/15 გვ. 30-31

მკითხველთა შეკითხვები

რამდენად სერიოზულ რამედ უნდა თვლიდნენ ქრისტიანები დანიშვნას?

დანიშვნას დიდი სიხარული მოაქვს, მაგრამ, ამავე დროს, ძალზე სერიოზული საქმეა. სულიერად მოწიფულმა ქრისტიანმა არ უნდა უყუროს ამას ზედაპირულად და არ უნდა იფიქროს, რომ ნებისმიერ დროს უმნიშვნელო რამის გამო შეუძლია მისი გაუქმება. სანამ დანიშულები არიან, წყვილს შეუძლია უკეთესად გაიცნოს ერთმანეთი.

ამ თემის განხილვისას, უნდა გვახსოვდეს, რომ დაქორწინებასთან და მანამდე გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებული ადათ-წესები ქვეყანასა და დროის პერიოდზეა დამოკიდებული. ეს კარგად ჩანს ბიბლიიდანაც.

ლოტის ორი ქალიშვილი, ‘რომელთაც მამაკაცი არ იცოდნენ’, თავიანთ ქალაქში მცხოვრებ მამაკაცებზე იყვნენ დანიშნულები. გარდა იმისა, რომ ‘ლოტის სასიძოებს მისი ქალიშვილები უნდა ეთხოვათ’, ბიბლია სხვა არაფერს გვატყობინებს იმის შესახებ, რატომ ან რანაირად შედგა ეს ნიშნობა. იყვნენ ეს ქალიშვილები სრულწლოვანები? თვითონ აირჩიეს საქმროები? აღნიშნეს რაიმენაირად თავიანთი ნიშნობა? ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცით (დაბადება 19:8–14). ვიცით, რომ იაკობი თვითონ მოელაპარაკა რახელის მამას, შვიდი წელი ემუშავა მასთან, რომ ცოლად შეერთო მისი ქალიშვილი. მართალია იაკობმა რახელი ‘თავის ცოლად’ მოიხსენია, მაგრამ ამ წლების განმავლობაში მათ არ ჰქონდათ სქესობრივი კავშირი (დაბადება 29:18–21). დავითს კი, საულის ასული რომ შეერთო, ფილისტიმელები უნდა დაემარცხებინა. მეფის მიერ წაყენებული პირობის შესრულების შემდეგ, დავითს შეეძლო საულის ასულზე, მიქალზე, დაქორწინება (პირველი მეფეთა 18:20–28). დანიშვნის ეს შემთხვევები განსხვავდება როგორც ერთიმეორისგან, ისე დღეს მრავალ ქვეყანაში არსებული წესისგანაც.

მოსეს რჯულში დაქორწინებასა და დანიშვნასთან დაკავშირებული კანონებიც შედიოდა. მაგალითად, კაცს შეეძლო ერთზე მეტი ცოლი ჰყოლოდა; მას შეეძლო სხვადასხვა მიზეზის გამო გაყროდა მას, თუმცა ქალს, როგორც ჩანს, არ ჰქონდა ამის უფლება (გამოსვლა 22:15, 16; მეორე რჯული 24:1–4). კაცს, რომელიც დაუნიშნავ ქალს შეაცდენდა, ცოლად უნდა მოეყვანა ის, თუ ქალის მამა თანახმა იქნებოდა, და არასოდეს ექნებოდა მისი გაშვების უფლება (მეორე რჯული 22:28, 29). ისეთი კანონებიც არსებობდა, რომლებიც ცოლ-ქმარს ეხებოდა და მასში ნათქვამი იყო, როდის უნდა მორიდებოდნენ სქესობრივ კავშირს (ლევიანნი 12:2, 5; 15:24; 18:19). რა კანონები არსებობდა დანიშვნასთან დაკავშირებით?

დანიშნული ქალის მდგომარეობა ისრაელში განსხვავდებოდა დაუნიშნავის მდგომარეობისგან; ზოგ შემთხვევაში ის გათხოვილადაც ითვლებოდა (მეორე რჯული 22:23–29; მათე 1:18, 19). ისრაელებს ახლო ნათესავებზე დანიშვნა და დაქორწინება არ შეეძლოთ. ჩვეულებრივ, ასეთები სისხლით ნათესავები იყვნენ; ზოგჯერ დანიშვნა და დაქორწინება კი თაობიდან თაობაში იკრძალებოდა (ლევიანნი 18:6–20, იხილეთ 1978 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 25–28, [ინგლ.]. ნათელია, რომ ღვთის მსახურებისთვის დანიშვნა სერიოზული რამ უნდა იყოს.

ისრაელები რჯულის ასეთ კანონებს იცავდნენ, ქრისტიანებს კი არ სჭირდებათ რჯულის დაცვა მის დანიშვნასთან და დაქორწინებასთან დაკავშირებულ კანონებთან ერთად (რომაელთა 7:4, 6; ეფესელთა 2:15; ებრაელთა 8:6, 13). იესო ასწავლიდა, რომ დაქორწინებასთან დაკავშირებული ქრისტიანული ნორმები განსხვავდება რჯულის კანონებისგან (მათე 19:3–9). მაგრამ ის არ ამცირებდა არც დაქორწინებისა და არც დანიშვნას მნიშვნელოვნებას. მაშ, რამდენად სერიოზული რამეა ქრისტიანებისთვის დანიშვნა?

მრავალ ქვეყანაში ყველა თვითონ ირჩევს ცხოვრების თანამგზავრს. როდესაც ქალ-ვაჟი დაქორწინებას გადაწყვეტს, ისინი დანიშნულებად ითვლებიან. საერთოდ არავითარი ოფიციალური ნაბიჯები არ მოითხოვება დანიშვნისთვის. ზოგ ქვეყანაში კაცი, ჩვეულებრივ, ბეჭედს უკეთებს თავის საცოლეს დანიშნვნის ნიშნად ან მიღებულია, რომ თავისი გადაწყვეტილება პატარა სუფრაზე ნათესავებსა და მეგობრებს შორის განაცხადოს. ეს ყველას პირადი არჩევანია და არა ბიბლიური მოთხოვნა. ნიშნობისთვის მთავარი ქალ-ვაჟის თანხმობააa.

ქრისტიანი არ უნდა ჩქარობდეს საპირისპირო სქესთან მეგობრობის დაწყებას, დანიშვნას ან დაქორწინებას. ჩვენ გვაქვს ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები, რომლებიც დაუქორწინებლებს ეხმარება იმის გადაწყვეტაში, გონივრულია თუ არა მეგობრობის დაწყება, დანიშვნა და დაქორწინებაb. ამ რჩევის არსი ის არის, რომ ქრისტიანული ცოლქმრობა მარადიულია (დაბადება 2:24; მარკოზი 10:6–9).

ქრისტიანებმა დანიშვნამდე საკმაოდ კარგად უნდა გაიცნონ ერთმანეთი. მათ თავინთ თავს შემდეგი კითხვები უნდა დაუსვან: „დარწმუნებული ვარ, რომ ის სულიერი და ღვთის ერთგული პიროვნებაა? შემიძლია მასთან ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ვემსახურო ღმერთს? საკმარისად დავინახეთ ერთმანეთის ხასიათი და თვისებები? დარწმუნებული ვარ, რომ სრულად შევეთვისებით ერთმანეთს? გაცნობილი ვართ თუ არა საკმარისად ერთმანეთის წარსულსა და ახლანდელ მდგომარეობას?

როდესაც ორი ქრისტიანი დაინიშნება, ეს უკვე იმას ნიშნავს მათთვის და სხვებისთვისაც, რომ ისინი დაქორწინდებიან. იესომ გვირჩია: „იყოს თქვენი სიტყვა: ჰო — ჰო, არა — არა“ (მათე 5:37). ქრისტიანები, რომლებიც ინიშნებიან, ასე უნდა აზროვნებდნენ. მართალია იშვიათად ხდება, მაგრამ დანიშნულმა ქრისტიანმა შეიძლება გაიგოს, რომ ნიშნობამდე რაღაც სერიოზული არ ითქვა ან დაიმალა. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი რამ ადამიანის წარსულიდან, შესაძლოა კრიმინალთან ან უზნეობასთან დაკავშირებულიც. ქრისტიანმა, რომელიც მეორეზე ამას შეიტყობს, უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. დანიშნულებმა შეიძლება კარგად განიხილონ ეს საკითხი და ურთიერთობის გაგრძელება ან შეწყვეტა გადაწყვიტონ. მართალია ეს ყველას პირადი საქმეა, რომელშიც სხვები არ უნდა ჩაერიონ, არც პირადი დასკვნების გამოტანა და გასამართლება დაიწყონ, მაგრამ ძალზე სერიოზული გადაწყვეტილებაა. სხვა მხრივ, ის, ვინც სერიოზულ რამეს გებულობს მეორეზე, შეიძლება იძულებული იყოს, შეწყვიტოს მეგობრობა, მაშინაც კი, თუ მეორეს არ ენდომება ამის გაკეთება (იხილე „მკითხველთა შეკითხვები“ 1975 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“, [ინგლ.]).

ასეთი საკითხების გადაწყვეტა საჭიროა დაქორწინებამდე მოხდეს. იესომ თქვა, რომ გაყრის ერთადერთი მიზეზი, რომელიც ადამიანს ხელმეორედ დაქორწინების უფლებას აძლევს, არის „პორნეია“ — მეუღლის მიერ ჩადენილი აშკარა უზნეო საქციელი (მათე 5:32; 19:9). მას არ უთქვამს, შეიძლება განქორწინება, თუ ვინმე შეიტყობს, რომ მეორემ დაქორწინებამდე რაიმე სერიოზული დააშავა ან ცოდვა ჩაიდინაო.

მაგალითად იესოს დღეებში შესაძლებელი იყო, კეთრით დაავადებულიყო ადამიანი. შეეძლო იუდაელ მამაკაცს, გაყროდა ცოლს, თუ გაიგებდა, რომ ცოლი (მნიშვნელობა არ აქვს, მან ეს თვითონ იცოდა თუ არა) დაქორწინებისას კეთრით იყო დაავადებული? იუდეველები შეიძლება აკეთებდნენ ამას, მაგრამ იესოს არ უთქვამს, ასეთი რამ ჩემი მიმდევრებისთვისაც მისაღებიაო. განვიხილოთ მსგავსი სიტუაციის თანამედროვე მაგალითები. კაცი, რომელსაც სიფილისი, სასქესო ორგანოების ჰერპესი, აივ-ი ან სხვა სერიოზული გადამდები დაავადება სჭირს, შესაძლოა ისე დაქორწინდა, რომ არ გაამჟღავნა ეს ამბავი. ეს დაავადება შეიძლება დანიშვნამდე ან დანიშვნის შემდეგ თავისი უზნეო ცხოვრების შედეგი იყოს. ცოლს, რომელიც მოგვიანებით შეიტყობს მისი დაავადების ან წარსულში უზნეო ცხოვრების შესახებ (უშვილობას და სქესობრივ უძლურებასაც კი), არ შეუძლია განქორწინება. ასევე წარსული არ წარმოადგენს გაყრის ბიბლიურ მიზეზს, მაშინაც კი, თუ ცოლს რაიმე დაავადება ჰქონდა ან სხვა კაცისგან დაფეხმძიმდა ქორწინებამდე. ისინი ახლა ცოლ-ქმარი არიან და ერთმანეთს ეკუთვნიან.

საბედნიეროდ ასეთი სამწურხარო შემთხვევები იშვიათია, მაგრამ ეს მაგალითები ხაზს უსვამს იმას, რომ დანიშვნა სერიოზული საქმეა. დანიშვნამდე და მის შემდეგ, ქრისტიანები უნდა ცდილობდნენ, კარგად გაიცნონ ერთმანეთი. როდესაც ერთს სურს ან აქვს უფლება იცოდეს რაიმე, მეორე გულწრფელი უნდა იყოს (ზოგ ქვეყანაში წყვილს კანონით მოეთხოვება სამედიცინო შემოწმების გავლა დაქორწინებამდე. ზოგი კი ამას საკუთარი სურვილით აკეთებს). ამგვარად, დანიშვნასთან დაკავშირებული სიხარული და სერიოზულობა კეთილშობილურ მიზანს მოემსახურება, თუ წყვილს მიზნად ექნება დაქორწინება, რაც უფრო მეტად სასიხარულო და სერიოზულია (იგავნი 5:18, 19; ეფესელთა 5:33).

[სქოლიოები]

a ზოგან ჯერაც მშობლები ზრუნავენ შვილების დანიშვნაზე. ეს შეიძლება მანამდეც კეთდება, სანამ შვილები სრულწლოვანები გახდებიან. ისინი ითვლებიან დანიშნულებად, რომლებმაც პირობა მისცეს ერთმანეთს, მაგრამ ჯერ არ არიან დაქორწინებულები.

b იხილე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული წიგნები: „ახალგაზრდების შეკითხვები — სასარგებლო რჩევები“, თავები 28—32 (რუს.) და „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, თავი 2.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება