-
ღირსეულად მიიჩნიეთ ღვთის მიერ დაფუძნებული ქორწინება!საგუშაგო კოშკი — 2018 | დეკემბერი
-
-
11. რატომ შეიძლება გადაწყვიტოს ქრისტიანმა ოჯახის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ განქორწინების ბიბლიური საფუძველი აქვს?
11 ყურადღება მიაქციეთ, იესოს არ უთქვამს, რომ ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან უზნეობის (პორნია) ჩადენას აუცილებლად განქორწინება უნდა მოჰყოლოდა. მაგალითად, ცოლმა შეიძლება ოჯახის შენარჩუნება გადაწყვიტოს, მიუხედავად იმისა, რომ ქმარმა სექსუალური უზნეობა ჩაიდინა. შეიძლება ცოლს მაინც უყვარს თავისი ქმარი და მზად არის, აპატიოს და მხარში ამოუდგეს მას, რათა ერთად განამტკიცონ ქორწინება. თუ ცოლი განქორწინებას გადაწყვეტს და ხელახლა არ დაქორწინდება, გარკვეულ სირთულეებს შეხვდება. ეს შეიძლება იყოს მატერიალური მხარე, სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მარტოობის გრძნობა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ბავშვების ფაქტორი და ის, თუ რამდენად შეძლებს მარტოხელა მშობელი შვილების ჭეშმარიტებაში აღზრდას (1 კორ. 7:14). აშკარაა, მარტოდ დარჩენილი უდანაშაულო მეუღლე სერიოზულ სირთულეებს შეხვდება.
-
-
ღირსეულად მიიჩნიეთ ღვთის მიერ დაფუძნებული ქორწინება!საგუშაგო კოშკი — 2018 | დეკემბერი
-
-
13 თუ ერთ-ერთი მეუღლე უზნეობას ჩაიდენს, უდანაშაულო მეუღლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. იესოს სიტყვების თანახმად, უდანაშაულო მეუღლეს აქვს განქორწინებისა და ხელახლა დაქორწინების საფუძველი. მეორე მხრივ, უდანაშაულო მეუღლემ შეიძლება პატიება გადაწყვიტოს. ამაში დასაძრახი არაფერია. ოსიამ აპატია გომერს,
-