-
არის ქორწინება ბედნიერების ერთადერთი გარანტი?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ოქტომბერი
-
-
ბიბლიის წიგნ „დაბადებიდან“ ვიგებთ, რომ „არ იყო კარგი“ პირველი კაცის, ადამის, მარტო ყოფნა. ამიტომ, ღმერთმა მას შეუქმნა ევა, „შემავსებელი“ (დაბადება 2:18). სიტყვა „შევსება“ სწორედ იმ ნაწილის დამატებას გულისხმობს, რაც ნაკლულს ერთ მთლიანობად, სისავსედ აქცევს.
-
-
არის ქორწინება ბედნიერების ერთადერთი გარანტი?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ოქტომბერი
-
-
გარდა იმისა, რომ ქორწინება საშუალებას აძლევდა შეუღლებულთ, გაეხარათ ერთმანეთთან სიახლოვით და მხარში ამოდგომოდნენ ერთმანეთს, დროდადრო წყვილის შეუღლება უფრო აღმატებულ მისიას ემსახურებოდა და უშუალო კავშირში იყო ღვთის ნების შესრულებასთან. მაგალითად, ადამისა და ევას შეუღლება პირდაპირ უკავშირდებოდა ღვთის განზრახვას: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 1:28). ამ დავალებას ადამი და ევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდნენ. მათ ნამდვილად სჭირდებოდათ ერთმანეთი და ღირსეულად ავსებდნენ ერთმანეთს.
-