საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „სამოთხეში შევხვდებით!“
    საგუშაგო კოშკი — 2018 | დეკემბერი
    • ბიბლიის ზოგ თარგმანში ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“. ყურადღება მიაქციეთ სიტყვას „დღეს“. რას გულისხმობდა იესო ამ სიტყვაში? ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

      17 დღეს ბევრ ენაში სასვენ ნიშნებს წინადადებაში აზრის ნათლად გადმოსაცემად სვამენ, თუმცა ძველ ბერძნულ ხელნაწერებში პუნქტუაციას ყოველთვის არ იყენებდნენ. ამიტომ ლოგიკურია ვიკითხოთ, რა თქვა იესომ: „ჭეშმარიტებას გეუბნები: დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ თუ „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“? მთარგმნელებმა შეიძლება ამ მუხლში პუნქტუაცია თავიანთ რელიგიურ შეხედულებებს მოარგონ. ამიტომ ბიბლიის თარგმანებში ორივე ვერსიას შეხვდებით.

      18, 19. რა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა იგულისხმა იესომ?

      18 გაიხსენეთ, რა უთხრა მანამდე იესომ თავის მიმდევრებს: „კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში“. მან აგრეთვე თქვა: „კაცის ძე ადამიანებს უნდა გადაეცეს ხელში, მას მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს აღდგება“ (მათ. 12:40; 16:21; 17:22, 23; მარ. 10:34). მოციქულმა პეტრემ დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდა (საქ. 10:39, 40). ასე რომ, იესო სიკვდილის დღესვე არ მოხვედრილა სამოთხეში. ის რამდენიმე დღე სამარეში [ჰადესში] იყო, სანამ ღმერთმა არ აღადგინა (საქ. 2:31, 32, სქ.).a

      19 აქედან გამომდინარე, იესომ დაპირების მიცემამდე ბოროტმოქმედს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს“. აზრის გამოხატვის ასეთ მეთოდს მოსეს დროსაც ხშირად მიმართავდნენ. მაგალითად, მან თქვა: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ“ (კან. 6:6; 7:11; 8:1, 19; 30:15).

      20. რა ამყარებს იესოს სიტყვების ჩვენეულ გაგებას?

      20 იესოს მიერ ბოროტმოქმედისთვის გაცემულ პასუხზე ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ერთი მთარგმნელი ამბობს: «ამ სიტყვებში აქცენტი კეთდება სიტყვაზე „დღეს“ და ასე უნდა წავიკითხოთ: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“. ეს იმას ნიშნავს, რომ იესომ დაპირება იმ დღეს მისცა, თუმცა მომავალში შეასრულებდა». მთარგმნელი დასძენს, რომ აღმოსავლელი ხალხი პირობის მიცემისას დღემდე იყენებს სიტყვა „დღეს“, რითაც ხაზს უსვამენ იმას, რომ პირობას კონკრეტულ დღეს დებენ და მას მომავალში შეასრულებენ. მე-5 საუკუნით დათარიღებულ სირიულ თარგმანში იესოს სიტყვები ასეა ნათარგმნი: „ამინ, გეუბნები შენ დღეს, რომ ჩემთან ერთად იქნები ედემის ბაღში“. ამ დაპირებამ თითოეული უნდა გაგვამხნეოს.

  • „სამოთხეში შევხვდებით!“
    საგუშაგო კოშკი — 2018 | დეკემბერი
    • a თეოლოგ მარვინ პატის აზრით, ბევრ სწავლულს მიაჩნია, რომ იესომ სიტყვა „დღეში“ 24-საათიანი პერიოდი იგულისხმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოკვდებოდა და იმ დღესვე სამოთხეში წავიდოდა. მარვინ პატის აზრით, ეს ეწინააღმდეგება სხვა ბიბლიურ ფაქტებს. მაგალითად, ბიბლიის თანახმად, იესო სიკვდილის შემდეგ სამარეში იყო, მოგვიანებით კი ზეცად ამაღლდა (მათ. 12:40; საქ. 2:31; რომ. 10:7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება