საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან ტალანტებზე?
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მარტი
    • „ბოროტი და ზარმაცი მონა“

      14, 15. ტალანტების იგავის წარმოთქმისას, ის ხომ არ უგულისხმია იესოს, რომ ბევრი ცხებული ძმა „ბოროტი და ზარმაცი“ იქნებოდა? ახსენით.

      14 იგავში მოხსენიებულმა მესამე მონამ ნაცვლად იმისა, რომ ტალანტი ბრუნვაში გაეშვა და მოგება ენახა, ის მიწაში დამალა. მონა არასწორად მოიქცა, რადგან მან ბატონის დავალება განგებ არ შეასრულა. ამიტომაც იყო, რომ ბატონმა მას „ბოროტი და ზარმაცი“ უწოდა. ბატონმა მას ტალანტი წაართვა და ათი ტალანტის მქონეს მისცა. რა მოხდა შემდეგ? როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ეს უვარგისი მონა გარეთ, სიბნელეში გადააგდეს, სადაც მას ტირილი და კბილთა ღრჭენა მოუწევდა (მათ. 25:24—30; ლუკ. 19:22, 23).

      15 რამდენადაც ბატონის სამი მონიდან ერთმა ტალანტი მიწაში დამალა, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ იესოს ცხებული მიმდევრების ერთი მესამედი გაბოროტდებოდა და გაზარმაცდებოდა? არავითარ შემთხვევაში! ამის დასტურად მოვიშველიოთ კონტექსტი. მაგალითად, ერთგული და გონიერი მონის იგავში იესომ ისაუბრა ბოროტ მონაზე, რომელიც სასტიკად გაუსწორდა თავისნაირ მონებს. თუმცა იესოს ამით იმის თქმა არ უნდოდა, რომ „ბოროტი მონა“ გამოჩნდებოდა. მან უბრალოდ გონიერი მონა გააფრთხილა, რომ არ გამოევლინა ბოროტი მონისთვის დამახასიათებელი თვისებები. ამის მსგავსად, იესოს არც ათი ქალწულის იგავით სურდა იმის თქმა, რომ თავისი ცხებული მიმდევრების ნახევარი 5 უგუნური ქალწულივით მოიქცეოდა. ამ შემთხვევაშიც მან თავისი სულიერი ძმები გააფრთხილა, რა მოჰყვებოდა შედეგად იმას, თუ ისინი თადარიგს არ დაიჭერდნენ და სიფხიზლეს დაკარგავდნენ.f ამ კონტექსტის გათვალისწინებით, გონივრულია დავასკვნათ: ტალანტების იგავით იესოს არ უგულისხმია, რომ მისი ცხებული ძმებიდან ბევრი ბოლო დღეების განმავლობაში „ბოროტი და ზარმაცი“ იქნებოდა. ამგვარად, იესომ კეთილი განზრახვით გააფრთხილა თავისი ცხებული მიმდევრები, რომ ყოფილიყვნენ გულმოდგინენი ანუ „ფული ბრუნვაში გაეშვათ“ და არ დამსგავსებოდნენ ბოროტ მონას (მათ. 25:16).

  • რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან ტალანტებზე?
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მარტი
    • „ბოროტი და ზარმაცი მონა“

      ბატონი ბრძანებს, რომ ბოროტი მონა გარეთ გადააგდონ

      ძველი ახსნა: „ზარმაც და ბოროტ მონას“ განასახიერებენ ის ცხებულები, რომლებიც 1914 წლამდე და მის შემდგომ პერიოდში ქადაგებაზე უარს აცხადებდნენ.

      ახალი ახსნა: იესოს არ უთქვამს, რომ თავისი ცხებული მიმდევრებიდან ზოგი „ბოროტ მონად“ იქცეოდა. მან ამ იგავით თავისი მიმდევრები გააფრთხილა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი „ბოროტ და ზარმაც მონას“ დაემსგავსებოდნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება