-
ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
რა აჩვენა გამოკვლევებმა? 1999 წელს ბიოლოგი მალკოლმ გორდონი წერდა: „როგორც ჩანს, სიცოცხლეს არაერთი საწყისი ჰქონდა. სიცოცხლის ხე ერთი ფესვიდან არ აღმოცენებულა“. არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ სიცოცხლის ხის მთავარი ტოტები ერთ მთავარ ღეროს უკავშირდება, როგორც ეს დარვინს ეგონა? გორდონი დასძენს: „ეს ტრადიციული შეხედულება საერთო წინაპრის შესახებ ვერ ესადაგება დღეს არსებულ სამეფოებს. მას არათუ მრავალ, არამედ თითქმის ვერც ერთ ფილუმს ვერ მივუსადაგებთ. ამის გაკეთება შესაძლოა ფილუმებში შემავალი მრავალი კლასის შემთხვევაშიც გაგვიჭირდეს“.29a
ბოლოდროინდელი გამოკვლევებიც ეჭვქვეშ აყენებს საერთო წინაპრის შესახებ დარვინისეულ თეორიას. მაგალითად, 2009 წელს ერთ სამეცნიერო ჟურნალში (New Scientist) დაიბეჭდა მეცნიერ-ევოლუციონისტის, ერიკ ბაფტესტეს, სიტყვები: „არანაირი მტკიცება არ გაგვაჩნია იმისა, რომ სიცოცხლის ხე ნამდვილად არსებობს“.30 იმავე სტატიაში მოყვანილი იყო ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტის, მაიკლ როუზის სიტყვები: „ყველამ კარგად ვიცით, რომ სიცოცხლის ხე, რბილად რომ ვთქვათ, დავმარხეთ. ახლა იმის აღიარება უფრო გვიჭირს, რომ ბიოლოგიაზე მთელი ჩვენი ფუნდამენტური შეხედულება შესაცვლელია“.31b
-
-
ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
მაგალითად, 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში ბიოლოგმა და ევოლუციონისტმა სტიუარტ ნიუმენმა ისაუბრა ახალი ევოლუციური თეორიის საჭიროებაზე, რომელიც უკეთ ახსნიდა სიცოცხლის ახალი ფორმების უეცრად გამოჩენას. მან აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რომ დარვინისეული მექანიზმი, რომლითაც ყველანაირი ევოლუციური ცვლილების ახსნას ცდილობენ, დაკარგავს თავის აქტუალურობას. ის მხოლოდ ერთ-ერთი იქნება სხვა მექანიზმებს შორის და შესაძლოა არცთუ ისე მნიშვნელოვანი, როცა საქმე მაკროევოლუციის ანუ ევოლუციის შედეგად ცოცხალ ორგანიზმთა სხეულის აგებულებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებების ახსნაზე მიდგება“.33
-
-
ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
b აღსანიშნავია, რომ არც ამ სამეცნიერო ჟურნალში მოყვანილი სტატია, არც ბაფტესტე და არც როუზი იმას არ ამტკიცებდნენ, რომ ევოლუციის თეორია მცდარია. ისინი მხოლოდ იმას გულისხმობდნენ, რომ დარვინის სიცოცხლის ხის იდეა, რომელსაც მისი თეორია ეყრდნობა, ფაქტებით არ დასტურდება. ეს მეცნიერები სხვა გზებით ცდილობენ ევოლუციის თეორიის ახსნას.
-
-
ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
-
ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
აღმოჩენილ ნამარხებს შორის არსებული დროის შუალედების შესახებ, ზოოლოგი ჰენრი ჯი ამბობს: „ამ ნამარხებს შორის არსებული დროის ინტერვალი იმდენად დიდია, რომ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით მათი სავარაუდო ნათესაური კავშირის შესახებ“.34c
თევზებისა და ამფიბიების ნამარხი ნაშთების შესახებ ბიოლოგმა მალკოლმ გორდონმა აღნიშნა, რომ აღმოჩენილი ნამარხები საკმაოდ მცირე და „არაშთამბეჭდავი ნიმუშებია იმ ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა, რომელიც იმ დროს არსებობდა ამ ჯგუფებს შორის“. შემდეგ მან დასძინა: „რთულია იმის განსაზღვრა, საერთოდ განიცადეს თუ არა ამ ორგანიზმებმა შემდგომი სახეცვლილება ან რა ნათესაური კავშირი არსებობდა მათ შორის“.35d
-
-
ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
-
ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
ევოლუციური პალეონტოლოგიის სპეციალისტი, დეივიდ რაუფი, აღნიშნავს: „დარვინის თანამედროვე თუ ჩვენი დროის გეოლოგების მიერ მოპოვებული მონაცემები საკმაოდ არასტაბილურია და ვერ გვიდასტურებს სიცოცხლის თანდათანობით განვითარების იდეას. როგორც ეს მონაცემები ადასტურებს, ნამარხებში აღმოჩენილი სახეობები უეცრად ჩნდებიან, თავიანთი არსებობის განმავლობაში თითქმის არ განიცდიან ცვლილებებს და ქანებიდან უცებ ქრებიან“.32
-