სახელმძღვანელოებსა და მუზეუმებში წარმოდგენილი ადამიანის მსგავსი მაიმუნები
ფაქტი: სახელმძღვანელოებსა და მუზეუმებში ადამიანის ეგრეთ წოდებული წინაპრები თავისებური სახის ნაკვთებით, კანის ფერითა და თმის საფარით არიან წარმოდგენილი. ამ ნიმუშებში ადამიანის უფრო შორეულ „წინაპრებს“ ძლიერად აქვთ გამოხატული მაიმუნისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშან-თვისებები, ხოლო უფრო განვითარებულ ნიმუშებს ადამიანის მსგავსი სახის ნაკვთები, კანის ფერი და თმა აქვთ.
კითხვა: აღმოჩენილი ნამარხი ნაშთების საფუძველზე შეუძლიათ მეცნიერებს ეგრეთ წოდებული პირველყოფილი ადამიანის ზუსტი რეკონსტრუქცია?
პასუხი: არა. 2003 წელს სასამართლო ექსპერტმა, კარლ სტივენმა, რომელიც ადელაიდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) ანატომიის ფაკულტეტზე მუშაობს, დაწერა: „შეუძლებელია ადამიანთა პირველი წინაპრების სახეების ზუსტად აღდგენა ან შემოწმება“. როგორც ის ამბობს, თანამედროვე მაიმუნებზე დაკვირვების შედეგად შექმნილი ნიმუშები „ვარაუდებს ეფუძნება, საკმაოდ არაზუსტი და დაუსაბუთებელია“. რა დასკვნას აკეთებს ის? «პირველი ჰომინიდების სახის „რეკონსტრუქციამ“ ადვილად შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს».47