საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათემატიკოსი მოგვითხრობს თავის რწმენაზე
    გამოიღვიძეთ! — 2015 | ნოემბერი
    • მათემატიკოსი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

      ფილოსოფიისა და სტატისტიკის დოქტორი ჯინ ჰუანგი 1950 წელს დაიბადა ტაივანის ქალაქ ტაინანში. იგი მათემატიკის დარგში ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ (National Chung Cheng University). ის აგრეთვე ამერიკის შეერთებულ შტატებში კორნელის უნივერსიტეტის ემერიტუსი (საპატიო დოქტორი) გახლავთ. კორნელის უნივერსიტეტში დოქტორი ჯინ ჰუანგი მათემატიკურ სტატისტიკასა და ალბათობის თეორიას ასწავლიდა და ამავე მიმართულებით აწარმოებდა კვლევებს. წლების განმავლობაში სტატისტიკის დარგში ჩატარებული მისი კვლევები ერთ-ერთი იყო იმ მეცნიერთა ნაშრომებს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად იბეჭდებოდა. პროფესორი ჯინ ჰუანგი დღემდე ამ სფეროში მოღვაწეობს. ახალგაზრდობაში მას სჯეროდა, რომ სიცოცხლე ევოლუციის გზით გაჩნდა, მაგრამ მოგვიანებით აზრი შეიცვალა. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა თავის საქმიანობასა და რწმენაზე.

      რის რწმენა ჩაგინერგეს ახალგაზრდობაში?

      სკოლაში ევოლუციის თეორიას გვასწავლიდნენ, მაგრამ ვერ გვიხსნიდნენ, როგორ გაჩნდა სიცოცხლე.

  • მათემატიკოსი მოგვითხრობს თავის რწმენაზე
    გამოიღვიძეთ! — 2015 | ნოემბერი
    • რაც მეტად ვფიქრობდი სიცოცხლის საწყისზე, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ პირველი ცოცხალი ორგანიზმი საკმაოდ რთული აგებულების უნდა ყოფილიყო. მაგალითად, მას უნდა ჰქონოდა რეპროდუქციის უნარი, რისთვისაც საჭიროა გენეტიკური ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ზუსტი ასლის შექმნის მექანიზმი. გარდა ამისა, უმარტივეს ცოცხალ უჯრედსაც კი სჭირდება მოლეკულური მექანიზმები, რომლებიც წარმოქმნის ახალი უჯრედის შემადგენელ ყველა ნაწილს, და სისტემა, რომელიც შეძლებს ენერგიის მიღებასა და გამოყენებას. განა შეიძლება, რომ ასეთი რთული მექანიზმები უსიცოცხლო მატერიისგან შემთხვევით გაჩენილიყო? როგორც მათემატიკოსი, ამ ვარაუდს ვერაფრით დავიჯერებდი. რაღაც ძალიან ბევრს ველით შემთხვევითი პროცესებისგან.

  • მათემატიკოსი მოგვითხრობს თავის რწმენაზე
    გამოიღვიძეთ! — 2015 | ნოემბერი
    • ხომ არ ეწინააღმდეგება თქვენი მრწამსი თქვენს მეცნიერულ კვლევებს?

      სრულებითაც არა! ბოლო წლებში იმ მეცნიერებთან ვთანამშრომლობ, რომლებიც იკვლევენ გენის ფუნქციას. გენეტიკის კვლევამ სასიცოცხლო პროცესებში უფრო ღრმად ჩამახედა, რამაც ბრძენი შემოქმედისადმი მოწიწების გრძნობით ამავსო.

      შეგიძლიათ მაგალითი მოიყვანოთ?

      ავიღოთ გამრავლების უნარი. ზოგ ორგანიზმს, მაგალითად ამებას, არ გააჩნია მამრობითი და მდედრობითი სქესი. ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმები ძალიან მარტივად ახდენენ გენეტიკური ინფორმაციის დუბლირებას და იყოფიან. ამ პროცესს უსქესო გამრავლება ეწოდება. მაგრამ ცხოველებისა და მცენარეების უმეტესობა სქესობრივი გზით მრავლდება. ახალი ორგანიზმი გენეტიკურ ინფორმაციას იღებს როგორც მდედრი, ისე მამრი „მშობლისგან“. რით არის სქესობრივი გამრავლების უნარი განსაკუთრებული?

      რატომ გარდაიქმნებოდა რეპროდუქციული სისტემა, რომელიც მარტივი გაყოფის შედეგად ერთიდან ორ ორგანიზმს წარმოქმნის — და ვინ იცის, რამდენი ხანია ასე გრძელდება — ისეთ სისტემად, სადაც ერთის წარმოსაქმნელად საჭიროა ორის შერწყმა? ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია გენეტიკური ინფორმაციის ნახევრის მამრისგან აღება, ნახევრის — მდედრისგან და მათი შეერთება. ეს წარმოუდგენლად რთული პროცესია, რასაც ვერაფრით უძებნიან ახსნას ევოლუციის თეორიის მხარდამჭერი ბიოლოგები. ჩემი ღრმა რწმენით, სქესობრივი გამრავლება ცალსახად მიანიშნებს შემოქმედის სიბრძნეზე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება