-
როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
წლების შემდეგ ოპტიმიზმი განქარდა. გავიდა ათწლეულები, ხოლო სიცოცხლის საიდუმლოება ამოუცნობი დარჩა. თავისი ექსპერიმენტიდან დაახლოებით 40 წლის შემდეგ პროფესორმა მილერმა ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენის“ რედაქციას ინტერვიუს დროს უთხრა: „სიცოცხლის წარმოშობის პრობლემა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მე და სხვა მრავალს წარმოგვედგინა“.
-
-
როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
მილერისა და სხვების მიერ ამინომჟავების სინთეზის შემდეგ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, მიეღოთ ცილები და დნმ, რაც აუცილებელია სიცოცხლისთვის დედამიწაზე. რა შედეგები გამოიღო ათასობით ექსპერიმენტმა, რომლებიც ეგრეთ წოდებულ პრებიონტურ გარემოში ჩაატარეს? წიგნში „სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოება: თანამედროვე თეორიების გადასინჯვა“ შენიშნულია: „სასწაულებრივი სხვაობაა ამინომჟავების სინთეზის საკითხში მიღწეულ ღირსშესანიშნავ წარმატებასა და ცილისა და დნმ-ს სინთეზის მცდელობებში ერთმანეთზე მიყოლებულ წარუმატებლობას შორის“. ცილისა და დნმ-ის სინთეზის მცდელობები „მუდმივი წარუმატებლობით“ ხასიათდება.
-