საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ევოლუცია — მცდარი შეხედულებები და ფაქტები
    თავისით გაჩნდა სიცოცხლე?
    • მცდარი შეხედულება 1. მუტაცია ქმნის მასალას ახალი სახეობების წარმოსაქმნელად. მაკროევოლუციის შესახებ მოძღვრება დაფუძნებულია თვალსაზრისზე, რომ მუტაციის ანუ მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკურ კოდში მომხდარი შემთხვევითი ცვლილებების შედეგად წარმოიქმნება არა მარტო ახალი სახეობები, არამედ სრულიად ახალი ოჯახები.19

      მუტანტი მცენარე დიდი ყვავილებით

      მუტაცია იწვევს ცვლილებებს მცენარეებში, მაგალითად, როგორც ამ დიდ ყვავილში, მაგრამ გარკვეულ საზღვრებში

      ფაქტები. მცენარისა და ცხოველის აგებულების შესახებ ინფორმაცია ჩადებულია გენეტიკურ კოდში, რომელიც თითოეული უჯრედის ბირთვშია მოთავსებული.c მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცხოველთა და მცენარეთა შთამომავლობამ მუტაციის შედეგად შეიძლება განიცადონ ცვლილებები. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მუტაციის შედეგად სრულიად ახალი სახეობები წარმოიქმნება? რას ამტკიცებს გენეტიკის დარგში საუკუნოვანი გამოკვლევები?

      მე-20 საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს მეცნიერებმა ახალი იდეა აიტაცეს. მანამდე ისინი ფიქრობდნენ, რომ ბუნებრივი გადარჩევის შემთხვევაში, ანუ როცა გარემოსთან უფრო უკეთ შეგუებული ორგანიზმები იმარჯვებენ არსებობისთვის ბრძოლაში და იძლევიან შთამომავლობას, შესაძლებელია ბუნებრივი მუტაციის შედეგად წარმოიშვას მცენარეთა ახალი სახეობები. აქედან გამომდინარე მათ დაასკვნეს, რომ ხელოვნური მუტაციის საშუალებით, ანუ ადამიანის ჩარევით, შესაძლებელი იქნებოდა იმავე შედეგის უფრო ეფექტურად მიღწევა. მაქს პლანკის სახელობის მცენარეთა სელექციის ინსტიტუტის (გერმანია) მეცნიერ-მუშაკმა, ვოლფ-ეკეჰარდ ლენიგმა აღნიშნა: „ბიოლოგთა უმეტესობა, განსაკუთრებით კი გენეტიკოსები და სელექციონერები, ეიფორიამ მოიცვა“.d რატომ? ლენიგმა, რომელიც მცენარეთა მუტაციას დაახლოებით 30 წლის განმავლობაში სწავლობდა, დასძინა: „ეს მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მცენარეთა და ცხოველთა სელექციაში რევოლუციური ცვლილებების დრო დადგა. მათ სჯეროდათ, რომ სასურველი მუტაციების სტიმულირებითა და გადარჩევით მცენარეთა და ცხოველთა ახალი, უკეთესი ჯიშების გამოყვანას შეძლებდნენ“.20 ზოგი კი იმედოვნებდა, რომ მომავალში სრულიად ახალ სახეობებს გამოიყვანდნენ.

      მუტაციის შედეგად დეფორმირებული დროზოფილა

      მუტაციის შედეგად დეფორმირებული დროზოფილა ისევ დროზოფილად რჩება

      შეერთებულ შტატებში, აზიასა და ევროპაში დაიწყეს ძვირადღირებული ექსპერიმენტების ჩატარება. სელექციონერები ისეთ მეთოდებს იყენებდნენ, რომელთა საშუალებითაც დააჩქარებდნენ მცენარეთა და ცხოველთა ევოლუციას. რა შედეგები გამოიღო 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინტენსიურმა მეცნიერულმა კვლევებმა? მეცნიერი პეტერ ფონ ზენგბუში ამბობს: „უზარმაზარი ხარჯების მიუხედავად, რადიაციული მეთოდით მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანის მცდელობა კრახით დასრულდა“.21 ლენიგი აღნიშნავს: „80-იანი წლებისთვის მეცნიერების იმედები და ეიფორია წარსულს ჩაბარდა. დასავლეთის ქვეყნებში უარი თქვეს მუტაციურ სელექციაზე, როგორც მეცნიერების ცალკეულ დარგზე. მუტანტთა უმეტესობა . . . კვდებოდა ან თავის წინაპრებთან შედარებით სუსტი იყო“.e

      ზოგადად მუტაციების დაახლოებით 100-წლიანი, ხოლო მუტაციური სელექციის 70-წლიანი კვლევის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ მეცნიერები გარკვეულ დასკვნამდე მიიყვანა, რომელიც მუტაციის შედეგად ახალი სახეობების წარმოქმნას ეხება. მაგალითად, ფაქტების გამოკვლევის შემდეგ ლენიგმა დაასკვნა: „შეუძლებელია მუტაციების შედეგად [მცენარისა თუ ცხოველის] ერთი სახეობა სრულიად ახალ სახეობად გარდაიქმნას. ამას ადასტურებს მე-20 საუკუნის განმავლობაში მიმდინარე ექსპერიმენტებისა და მუტაციების მეცნიერული კვლევის შედეგები და ალბათობის თეორია“.

      შესაძლებელია მუტაციის შედეგად ერთი სახეობიდან სრულიად ახალი ცოცხალი ორგანიზმი წარმოიქმნას? ფაქტები საწინააღმდეგოს მოწმობს. გამოკვლევების შედეგად ლენიგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „განსხვავებული გენეტიკური კოდის მქონე სახეობებს აქვთ დადგენილი საზღვრები, რომელთა გაუქმება ან გადალახვა შემთხვევითი მუტაციით შეუძლებელია“.22

      ვნახოთ, რაზე მეტყველებს ზემოთ მოყვანილი ფაქტები. თუ გამოცდილ სპეციალისტებს არ შეუძლიათ ახალი სახეობების მიღება ხელოვნური სტიმულირებითა და მუტანტების გადარჩევით, რამდენად რეალურია ბრმა პროცესით უკეთესი შედეგების მიღწევა? თუ გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მუტაციის შედეგად შეუძლებელია ერთი სახეობის მეორედ გარდაქმნა, მაშინ როგორღა მოხდა მაკროევოლუცია?

  • ევოლუცია — მცდარი შეხედულებები და ფაქტები
    თავისით გაჩნდა სიცოცხლე?
    • e მუტაციებთან დაკავშირებით მრავალმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ახალი მუტაციების რაოდენობა თანდათან იკლებდა და მხოლოდ ძველი მუტაციები მეორდებოდა. გარდა ამისა, შემდგომი გამოკვლევებისთვის მუტაციის შედეგად გამოყვანილ მცენარეთა ერთ პროცენტზე ნაკლები აირჩიეს, ხოლო ამ უკანასკნელთაგან კომერციული მიზნისთვის ვარგისი მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლები აღმოჩნდა. მეცნიერებმა ვერც ახალი სახეობის შექმნა შეძლეს. მცენარეების მუტაციასთან შედარებით ცხოველთა მუტაციამ საერთოდ ვერ გაამართლა, რის გამოც ამ მეთოდზე ხელი ჩაიქნიეს.

  • ევოლუცია — მცდარი შეხედულებები და ფაქტები
    თავისით გაჩნდა სიცოცხლე?
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება