საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
    • რას ადასტურებს ნამარხი ნაშთები?

      მრავალი მეცნიერი პალეონტოლოგიურ მონაცემებს იშველიებს იმ მოსაზრების მხარდასაჭერად, რომ სიცოცხლეს ერთი საწყისი ჰქონდა. მაგალითად, ისინი ირწმუნებიან, რომ პალეონტოლოგიური მონაცემების თანახმად თევზები ამფიბიებად გადაიქცნენ, ქვეწარმავლები კი ძუძუმწოვრებად. მაგრამ სინამდვილეში რას ამტკიცებს ეს მონაცემები?

      ევოლუციური პალეონტოლოგიის სპეციალისტი, დეივიდ რაუფი, აღნიშნავს: „დარვინის თანამედროვე თუ ჩვენი დროის გეოლოგების მიერ მოპოვებული მონაცემები საკმაოდ არასტაბილურია და ვერ გვიდასტურებს სიცოცხლის თანდათანობით განვითარების იდეას. როგორც ეს მონაცემები ადასტურებს, ნამარხებში აღმოჩენილი სახეობები უეცრად ჩნდებიან, თავიანთი არსებობის განმავლობაში თითქმის არ განიცდიან ცვლილებებს და ქანებიდან უცებ ქრებიან“.32

      სინამდვილეში ნამარხების უმეტესობა ადასტურებს, რომ დროის დიდ მონაკვეთშიც კი ორგანიზმებს საგრძნობი ცვლილებები არ განუცდიათ. ფაქტები არც იმას მოწმობს, რომ ევოლუციის შედეგად სიცოცხლის ერთი ფორმა სხვა ფორმად იქცა. ისინი თავიანთი ჩამოყალიბებული აგებულებითა და ნიშან-თვისებებით უეცრად გაჩნდნენ. მაგალითად, ქანებში ვერ ვპოულობთ სონარისა და საექოლოკაციო სისტემის მქონე ღამურების პრიმიტიულ წინაპრებს.

      ცხოველთა ძირითადი ჯგუფების ნახევარი, როგორც ჩანს, დროის შედარებით მცირე მონაკვეთში გაჩნდა. რადგან ქანებში სიცოცხლის მრავალი ახალი და განსხვავებული ფორმა უეცრად ჩნდება, პალეონტოლოგებმა ამ პერიოდს „კამბრიული აფეთქება“ უწოდეს. რა პერიოდს ეწოდება კამბრიული პერიოდი?

      დავუშვათ, მეცნიერთა ვარაუდები სწორია. ამ შემთხვევაში დედამიწის ისტორია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დროის დიაგრამის სახით, რომელიც (1) ფეხბურთის მოედნის სიგრძეზეა გადაჭიმული. ამ მოედნის სიგრძის 7/8 უნდა გაიაროთ, რომ მიადგეთ იმ მონაკვეთს, რომელსაც პალეონტოლოგები (2) კამბრიულ პერიოდს უწოდებენ. ცხოველთა ძირითადი ჯგუფების ნამარხები კამბრიული პერიოდის მცირე მონაკვეთს განეკუთვნება. რამდენად სწრაფად გამოჩნდნენ ისინი? ამ მონაკვეთს მიუახლოვდებით თუ არა, ერთი ნაბიჯიც არ გაქვთ გადადგმული, რომ უცებ სხვადასხვა სახის ყველა ცოცხალი ორგანიზმი ჩნდება.

      დროის ხანგრძლივობა დედამიწის ისტორიის დასაწყისიდან ეგრეთ წოდებულ „კამბრიულ აფეთქებამდე“

      სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმების შედარებით სწრაფმა გამოჩენამ ზოგიერთი ევოლუციონისტი დააფიქრა დარვინის თეორიის ტრადიციული ვერსიის სისწორეზე. მაგალითად, 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში ბიოლოგმა და ევოლუციონისტმა სტიუარტ ნიუმენმა ისაუბრა ახალი ევოლუციური თეორიის საჭიროებაზე, რომელიც უკეთ ახსნიდა სიცოცხლის ახალი ფორმების უეცრად გამოჩენას. მან აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რომ დარვინისეული მექანიზმი, რომლითაც ყველანაირი ევოლუციური ცვლილების ახსნას ცდილობენ, დაკარგავს თავის აქტუალურობას. ის მხოლოდ ერთ-ერთი იქნება სხვა მექანიზმებს შორის და შესაძლოა არცთუ ისე მნიშვნელოვანი, როცა საქმე მაკროევოლუციის ანუ ევოლუციის შედეგად ცოცხალ ორგანიზმთა სხეულის აგებულებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებების ახსნაზე მიდგება“.33

      პრობლემები, რომლებიც კვლევისას იჩენს თავს

      სახელმძღვანელოში სავარაუდო თანმიმდევრობით წარმოდგენილი ნამარხი ნაშთების ზომა

      რატომ არის შეცვლილი ზოგ სახელმძღვანელოში სავარაუდო თანმიმდევრობით წარმოდგენილი ნამარხი ნაშთების ზომა?

      მარცხნივ ზემოთ: სახელმძღვანელოებში მოცემული ზომები

      მარჯვნივ ზემოთ: რეალური შეფარდებითი ზომა

      რა შეიძლება ითქვას იმ ნამარხ ნაშთებზე, რომლებსაც იმის დასამტკიცებლად იყენებენ, როგორ გადაიქცა თევზი ამფიბიად და ქვეწარმავალი ძუძუმწოვრად? არის ეს სანდო მტკიცება იმისა, თუ როგორ განვითარდა ევოლუციის პროცესი? ნამარხი ნაშთების უფრო გულდასმით გამოკვლევისას რამდენიმე პრობლემა იჩენს თავს.

      პირველი პრობლემა ეს არის სახელმძღვანელოებში არასწორად წარმოდგენილი ქვეწარმავლებსა და ძუძუმწოვრებს შორის გარდამავალი ფორმების შეფარდებითი ზომა. სინამდვილეში ერთი ჯგუფის წარმომადგენლებიდან ზოგი ძალიან დიდია, ზოგი ძალიან პატარა და არა ისეთი, როგორიც სახელმძღვანელოებშია აღწერილი.

      მეორე უფრო სერიოზული პრობლემა ამ ორგანიზმებს შორის რაიმე ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ფაქტების არქონაა. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, წარმოდგენილ ნიმუშებს შორის დროის ინტერვალი მილიონობით წელია. აღმოჩენილ ნამარხებს შორის არსებული დროის შუალედების შესახებ, ზოოლოგი ჰენრი ჯი ამბობს: „ამ ნამარხებს შორის არსებული დროის ინტერვალი იმდენად დიდია, რომ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით მათი სავარაუდო ნათესაური კავშირის შესახებ“.34c

      თევზებისა და ამფიბიების ნამარხი ნაშთების შესახებ ბიოლოგმა მალკოლმ გორდონმა აღნიშნა, რომ აღმოჩენილი ნამარხები საკმაოდ მცირე და „არაშთამბეჭდავი ნიმუშებია იმ ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა, რომელიც იმ დროს არსებობდა ამ ჯგუფებს შორის“. შემდეგ მან დასძინა: „რთულია იმის განსაზღვრა, საერთოდ განიცადეს თუ არა ამ ორგანიზმებმა შემდგომი სახეცვლილება ან რა ნათესაური კავშირი არსებობდა მათ შორის“.35d

      გრაფა, რომელშიც ნაჩვენებია სავარაუდო ნათესაური კავშირი სხვადასხვა ცხოველს შორის

      სინამდვილეში რას ვიგებთ „ფილმიდან“?

      2004 წელს „ნეშნლ ჯიოგრეფიკში“ დაბეჭდილ სტატიაში ნამარხი ნაშთები შედარებული იყო „ევოლუციის შესახებ ფილმს, რომლის 1 000 კადრიდან 999 ამოჭრილი და დაკარგულია სამონტაჟო ოთახში“.36 განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს მაგალითი.

      კინოფირი და კინოფირიდან ამოჭრილი რამდენიმე კადრი

      თუკი ნამარხი ნაშთების „95 კადრი“ ადასტურებს, რომ ევოლუციის შედეგად ცხოველთა ერთი სახეობა სხვა სახეობად არ გარდაქმნილა, მაშ რატომ აწყობენ პალეონტოლოგები დარჩენილ „5 კადრს“ ისე, რომ საპირისპირო დაამტკიცონ?

      წარმოიდგინეთ, რომ იპოვეთ 100 000-კადრიანი მხატვრული ფილმის 100 კადრი. როგორ განსაზღვრავთ ფილმის სიუჟეტს? შეიძლება წინასწარ უკვე გაქვთ წარმოდგენილი ფილმის შინაარსი. როგორ მოიქცევით, თუკი აღმოაჩენთ, რომ 100 კადრიდან მხოლოდ 5 ერგება თქვენ მიერ წარმოდგენილ სიუჟეტს, დარჩენილი 95 კადრის მიხედვით კი ფილმის შინაარსი სულ სხვაგვარად ვითარდება? გონივრული იქნება, თუ ხუთი კადრის საფუძველზე იმის მტკიცებას დაიწყებთ, რომ თქვენ მიერ წინასწარ წარმოდგენილი სიუჟეტი სწორია? ან შეეცდებით ეს ხუთი კადრი ისე დააწყოთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ფილმის შინაარს მოერგოს? განა უფრო გონივრული არ იქნება, თუ სიუჟეტზე წარმოდგენას 95 კადრის საფუძველზე შეიქმნით?

      როგორ უკავშირდება ეს მაგალითი ევოლუციონისტების შეხედულებას ნამარხ ნაშთებზე? წლების განმავლობაში მეცნიერები არ აღიარებდნენ, რომ ნამარხი ნაშთების უმეტესობა ანუ ფილმის 95 კადრი იმაზე მოწმობდა, რომ დროთა განმავლობაში სახეობებში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა. რატომ არაფერს ამბობენ მეცნიერები ამ სერიოზულ მტკიცებაზე? სამეცნიერო წიგნის ავტორი, რიჩარდ მორისი, აღნიშნავს: „როგორც ჩანს, პალეონტოლოგები მტკიცედ იდგნენ თავიანთ აზრზე და ვერ ელეოდნენ ტრადიციულ იდეას ეტაპობრივი ევოლუციური განვითარების შესახებ მაშინაც კი, როცა ფაქტები საპირისპიროს მოწმობდა. ისინი პალეონტოლოგიური მონაცემების გაშიფვრას ტრადიციული ევოლუციური იდეების საფუძველზე ცდილობდნენ“.37

      „ნამარხი ნაშთების საფუძველზე იმის მტკიცება, რომ ესა თუ ის გვარი გარკვეული თანმიმდევრობით განვითარდა, მეცნიერულ ჰიპოთეზას კი არა, საბავშვო ზღაპარს უფრო ჰგავს, რომელიც გართობს, შესაძლოა რამესაც გასწავლის, მაგრამ მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს“ (ჰენრი ჯი, In Search of Deep Time — Beyond the Fossil Record to a New History of Life, გვ. 116, 117).

      რა შეიძლება ითქვას თანამედროვე ევოლუციონისტებზე? რატომ აწყობენ ისინი ნამარხებს გარკვეული თანმიმდევრობით — იმიტომ, რომ ეს გენეტიკური კვლევებით დასტურდება და ამ თანმიმდევრობას თავად ნამარხების უმეტესობა კარნახობს თუ იმიტომ, რომ ტრადიციულ ევოლუციურ იდეებს მოარგონ?e

  • ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
    • სინამდვილეში რას გვიჩვენებს ნამარხი ნაშთები?

      ფაქტი: მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებული ნამარხი ნაშთები, რომელთა მეშვეობითაც ამტკიცებდნენ თეორიას ადამიანისა და მაიმუნის საერთო წინაპრის შესახებ, ერთი ბილიარდის მაგიდაზე დაეტეოდა. მას შემდეგ ნამარხების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ დღეს შეიძლება მთელი ვაგონიც კი გაავსოს.38 ნამარხი ნაშთების უმრავლესობა მხოლოდ ცალკეული ძვლებისა და კბილებისგან შედგება. მთლიანი თავის ქალებიც კი იშვიათად გვხვდება, რომ აღარაფერი ვთქვათ მთლიან ჩონჩხზე.39

      კითხვა: დაეხმარა ევოლუციონისტებს ნამარხი ნაშთების სიმრავლე, რომლებიც თითქოსდა ადამიანთა „გენეალოგიურ ხეს“ ეკუთვნის, იმის დადგენაში, როდის და როგორ განვითარდნენ ადამიანები მაიმუნისმაგვარი არსებებისგან?

      პასუხი: არა. 2009 წელს ნამარხი ნაშთების კლასიფიკაციის შესახებ ახალი სამხრეთ უელსის (ავსტრალია) უნივერსიტეტის დოქტორმა რობინ დერიკორტმა დაწერა: „არანაირი კონსენსუსი — ეს არის ერთადერთი კონსენსუსი, რასაც მივაღწიეთ“.40 2007 წელს სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში დაიბეჭდა სტატია იმ მეცნიერთა შესახებ, რომლებმაც სავარაუდოდ ევოლუციური ხის კიდევ ერთი რგოლი აღმოაჩინეს. როგორც მათ აღნიშნეს, არაფერია ცნობილი, როდის ან როგორ განშტოვდა ადამიანთა სახეობა მაიმუნებისგან.41 2002 წელს ეტვეშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტის (უნგრეთი) ბიოლოგიური ანთროპოლოგიის ფაკულტეტის მეცნიერ-მუშაკი, დიულა დიენეში წერდა: „ჰომინიდთა ნამარხი ნაშთების კლასიფიკაცია და ის, თუ რომელ პერიოდს განეკუთვნება ესა თუ ის ნამარხი, მუდმივი კამათის საგნად არის ქცეული“.g დიენეში დასძენს, რომ დღემდე მოპოვებული ნამარხი ნაშთები არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის, სად და როგორ მოხდა მაიმუნისმაგვარი არსებებისგან ადამიანების განვითარება.42

  • ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება