-
ერთი წინაპარი ჰყავს ყველა ცოცხალ არსებას?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
ცხოველთა ძირითადი ჯგუფების ნახევარი, როგორც ჩანს, დროის შედარებით მცირე მონაკვეთში გაჩნდა. რადგან ქანებში სიცოცხლის მრავალი ახალი და განსხვავებული ფორმა უეცრად ჩნდება, პალეონტოლოგებმა ამ პერიოდს „კამბრიული აფეთქება“ უწოდეს. რა პერიოდს ეწოდება კამბრიული პერიოდი?
დავუშვათ, მეცნიერთა ვარაუდები სწორია. ამ შემთხვევაში დედამიწის ისტორია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დროის დიაგრამის სახით, რომელიც (1) ფეხბურთის მოედნის სიგრძეზეა გადაჭიმული. ამ მოედნის სიგრძის 7/8 უნდა გაიაროთ, რომ მიადგეთ იმ მონაკვეთს, რომელსაც პალეონტოლოგები (2) კამბრიულ პერიოდს უწოდებენ. ცხოველთა ძირითადი ჯგუფების ნამარხები კამბრიული პერიოდის მცირე მონაკვეთს განეკუთვნება. რამდენად სწრაფად გამოჩნდნენ ისინი? ამ მონაკვეთს მიუახლოვდებით თუ არა, ერთი ნაბიჯიც არ გაქვთ გადადგმული, რომ უცებ სხვადასხვა სახის ყველა ცოცხალი ორგანიზმი ჩნდება.
სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმების შედარებით სწრაფმა გამოჩენამ ზოგიერთი ევოლუციონისტი დააფიქრა დარვინის თეორიის ტრადიციული ვერსიის სისწორეზე. მაგალითად, 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში ბიოლოგმა და ევოლუციონისტმა სტიუარტ ნიუმენმა ისაუბრა ახალი ევოლუციური თეორიის საჭიროებაზე, რომელიც უკეთ ახსნიდა სიცოცხლის ახალი ფორმების უეცრად გამოჩენას. მან აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რომ დარვინისეული მექანიზმი, რომლითაც ყველანაირი ევოლუციური ცვლილების ახსნას ცდილობენ, დაკარგავს თავის აქტუალურობას. ის მხოლოდ ერთ-ერთი იქნება სხვა მექანიზმებს შორის და შესაძლოა არცთუ ისე მნიშვნელოვანი, როცა საქმე მაკროევოლუციის ანუ ევოლუციის შედეგად ცოცხალ ორგანიზმთა სხეულის აგებულებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებების ახსნაზე მიდგება“.33
-