-
როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
ახლა ვისაუბროთ რნმ-ის მოლეკულაზე. ის შედგება უფრო მცირე ზომის მოლეკულებისგან, რომლებსაც ნუკლეოტიდები ეწოდება. ნუკლეოტიდი ამინომჟავისგან განსხვავებული და მასზე ოდნავ რთული მოლეკულაა. შაპირო ამბობს: „ელექტრული მუხტის გატარებით ჩატარებული ექსპერიმენტებისა თუ მეტეორების გამოკვლევის შედეგად ვერც ერთი ტიპის ნუკლეოტიდი ვერ მიიღეს“.3 ის დასძენს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ქიმიური ელემენტების ნაზავიდან თვითწარმოქმნის უნარის მქონე რნმ-ის მოლეკულის თავისთავად წარმოქმნის ალბათობა „იმდენად მცირეა, რომ მსგავსი რამ სამყაროში თუნდაც ერთხელ მხოლოდ საოცარი იღბლიანი შემთხვევის წყალობით თუ მოხდებოდა“.4
(1) რნმ-ის საშუალებით ხდება (2) ცილების წარმოქმნა, თავის მხრივ ცილებიც მონაწილეობენ რნმ-ის შექმნაში. შესაძლებელია რომელიმე მათგანი შემთხვევით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაჩენილიყო? (3) რიბოსომები განხილული იქნება შემდეგ ნაწილში.
-
-
როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
ცილების წარმოსაქმნელად რნმ-ია საჭირო, თუმცა ვერც რნმ წარმოიქმნება ცილების გარეშე. დავუშვათ, უაღრესად მცირე შანსის მიუხედავად, ცილებიცა და რნმ-ის მოლეკულები შემთხვევით გაჩნდა ერთსა და იმავე ადგილას ერთსა და იმავე დროს. მაგრამ რამდენად რეალურია იმის შანსი, რომ ისინი ისე დაიწყებდნენ ურთიერთქმედებას, რომ შედეგად თვითწარმოქმნისა და დამოუკიდებლად არსებობის უნარის მქონე სიცოცხლის ფორმა წარმოიშობოდა? აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის ასტრობიოლოგიის ინსტიტუტის დოქტორი, კეროლ კლელანდიc აღნიშნავს: „იმის ალბათობა, რომ ეს შემთხვევით მოხდა (ცილებისა და რნმ-ის ქაოსურ ნარევში) თითქმის ნულის ტოლია“. ის დასძენს: „მიუხედავად ამისა, მკვლევარების უმეტესობა, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ თუ გაარკვევენ, პირველყოფილ პირობებში დამოუკიდებლად როგორ წარმოიქმნა ცილები და რნმ, მათ ურთიერთქმედებასაც როგორღაც მოეფინება ნათელი“. თანამედროვე თეორიების შესახებ, რომლებითაც ცდილობენ ახსნან, შემთხვევით როგორ გაჩნდა სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები, დოქტორი კლელანდი ამბობს: „ვერც ერთი მათგანი ვერ გვცემს დამაკმაყოფილებელ პასუხს, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი“.6
-