საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
    • 2008 წელს ბიოლოგიის პროფესორმა, ალექსანდრე მენეჟმა, ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში «დაკვირვებისა თუ ექსპერიმენტების შედეგად მიღებული არც ერთი მონაცემი არ უჭერს მხარს დედამიწაზე უბრალო მოლეკულური „ბულიონიდან“ სიცოცხლის სპონტანურად წარმოშობის იდეას. ამ დასკვნამდე არც უახლეს მეცნიერულ მიღწევებს მივყავართ».1

  • როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
    • ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ქიმიკოსი რობერტ შაპირო ამბობს: „ზოგიერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ირწმუნება, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ნაერთი ნაპოვნი იქნა მეტეორიტებში და ამ ნაერთების წარმოქმნა ადვილად შეიძლება ისეთივე ექსპერიმენტებით, როგორიც მილერმა ჩაატარა. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.2b

      ახლა ვისაუბროთ რნმ-ის მოლეკულაზე. ის შედგება უფრო მცირე ზომის მოლეკულებისგან, რომლებსაც ნუკლეოტიდები ეწოდება. ნუკლეოტიდი ამინომჟავისგან განსხვავებული და მასზე ოდნავ რთული მოლეკულაა. შაპირო ამბობს: „ელექტრული მუხტის გატარებით ჩატარებული ექსპერიმენტებისა თუ მეტეორების გამოკვლევის შედეგად ვერც ერთი ტიპის ნუკლეოტიდი ვერ მიიღეს“.3 ის დასძენს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ქიმიური ელემენტების ნაზავიდან თვითწარმოქმნის უნარის მქონე რნმ-ის მოლეკულის თავისთავად წარმოქმნის ალბათობა „იმდენად მცირეა, რომ მსგავსი რამ სამყაროში თუნდაც ერთხელ მხოლოდ საოცარი იღბლიანი შემთხვევის წყალობით თუ მოხდებოდა“.4

      რნმ, ცილები, და რიბოსომები

      (1) რნმ-ის საშუალებით ხდება (2) ცილების წარმოქმნა, თავის მხრივ ცილებიც მონაწილეობენ რნმ-ის შექმნაში. შესაძლებელია რომელიმე მათგანი შემთხვევით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაჩენილიყო? (3) რიბოსომები განხილული იქნება შემდეგ ნაწილში.

  • როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
    • დავუშვათ, უაღრესად მცირე შანსის მიუხედავად, ცილებიცა და რნმ-ის მოლეკულები შემთხვევით გაჩნდა ერთსა და იმავე ადგილას ერთსა და იმავე დროს. მაგრამ რამდენად რეალურია იმის შანსი, რომ ისინი ისე დაიწყებდნენ ურთიერთქმედებას, რომ შედეგად თვითწარმოქმნისა და დამოუკიდებლად არსებობის უნარის მქონე სიცოცხლის ფორმა წარმოიშობოდა? აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის ასტრობიოლოგიის ინსტიტუტის დოქტორი, კეროლ კლელანდიc აღნიშნავს: „იმის ალბათობა, რომ ეს შემთხვევით მოხდა (ცილებისა და რნმ-ის ქაოსურ ნარევში) თითქმის ნულის ტოლია“. ის დასძენს: „მიუხედავად ამისა, მკვლევარების უმეტესობა, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ თუ გაარკვევენ, პირველყოფილ პირობებში დამოუკიდებლად როგორ წარმოიქმნა ცილები და რნმ, მათ ურთიერთქმედებასაც როგორღაც მოეფინება ნათელი“. თანამედროვე თეორიების შესახებ, რომლებითაც ცდილობენ ახსნან, შემთხვევით როგორ გაჩნდა სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები, დოქტორი კლელანდი ამბობს: „ვერც ერთი მათგანი ვერ გვცემს დამაკმაყოფილებელ პასუხს, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი“.6

  • როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
    • b პროფესორ შაპიროს არ სჯერა, რომ სიცოცხლე ვინმემ შექმნა. მისი აზრით სიცოცხლე თავისით გაჩნდა დღემდე აუხსნელი პროცესების შედეგად. 2009 წელს მანჩესტერის (ინგლისი) უნივერსიტეტის მეცნიერები იტყობინებოდნენ, რომ ლაბორატორიულ პირობებში ზოგიერთი ნუკლეოტიდის შექმნა შეძლეს. მაგრამ, როგორც შაპირომ განაცხადა, მათი „რეცეპტი“ „სრულებითაც არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რნმ-ის სამყაროში შეღწევა“.

  • როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
    • c დოქტორი კლელანდი არ არის კრეაციონისტი. მისი აზრით სიცოცხლე თავისით გაჩნდა დღემდე აუხსნელი პროცესების შედეგად.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება