საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ევოლუცია — მცდარი შეხედულებები და ფაქტები
    თავისით გაჩნდა სიცოცხლე?
    • შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ 1999 წელს გამოცემულ ბროშურაში არგუმენტად მოყვანილია „მთიულების 13 სახეობა, რომლებიც დარვინმა გალაპაგოსის კუნძულებზე შეისწავლა და დღეს დარვინის მთიულების სახელით არიან ცნობილნი“.23

      70-იან წლებში მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში პიტერ და როზმარი გრანტები ედგნენ, დაიწყო ამ მთიულების შესწავლა. მათ აღმოაჩინეს, რომ გვალვიან პერიოდში ის მთიულები გადარჩნენ, რომლებსაც სხვა მთიულებთან შედარებით დიდი ნისკარტი ჰქონდათ. ვინაიდან 13 სახეობის მთიულებს ძირითადად ნისკარტის ფორმითა და ზომით განასხვავებენ, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვნად ჩაითვალა. „გრანტების შეფასებით, — აღნიშნულია ბროშურაში, — თუ გვალვა დაახლოებით ყოველ 10 წელიწადში ერთხელ გამეორდება, მთიულების ახალი სახეობა მხოლოდ ორასი წლის შემდეგ წარმოიშვება“.24

      მაგრამ ამ ბროშურაში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ გვალვის შემდგომ წლებში კვლავ იმატა პატარანისკარტა მთიულების რიცხვმა და გრძელნისკარტა მთიულების რიცხვს გადააჭარბა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად გრძელნისკარტა მთიულების რიცხვმა მხოლოდ ერთ წელს იმატა, მაგრამ მოგვიანებით რიცხობრივად კვლავ პატარანისკარტა მთიულებმა იმძლავრეს. მეცნიერებმა აგრეთვე შენიშნეს, რომ ზოგი ეგრეთ წოდებული განსხვავებული „სახეობის“ მთიულები ერთმანეთთან ჯვარდებოდნენ და წარმოშობდნენ შთამომავლობას, რომლებსაც მშობლებთან შედარებით მეტი ამტანობა ჰქონდათ. აქედან გამომდინარე მათ დაასკვნეს, რომ, თუ შეჯვარება კვლავაც გაგრძელდებოდა, მთიულების ორი „სახეობის“ ერთმანეთთან შერწყმის შედეგად მხოლოდ ერთი წარმოიშობოდა.25

      დარვინის მთიულები

      დარვინის მთიულების მაგალითიდან ჩანს, რომ სახეობებს შეუძლიათ შეეგუონ კლიმატურ ცვლილებებს

  • ევოლუცია — მცდარი შეხედულებები და ფაქტები
    თავისით გაჩნდა სიცოცხლე?
    • მართლაც, დარვინის მთიულებიდან რაიმე ახალი არ წარმოშობილა. ისინი დღემდე მთიულებად დარჩნენ. ის ფაქტი, რომ ეს მთიულები ერთმანეთთან ჯვარდებიან, ეჭვქვეშ აყენებს კლასიფიკაციას, რომელსაც ზოგი ევოლუციონისტი სახეობის განსასაზღვრავად იყენებს. ეს აღმოჩენები იმასაც ცხადყოფს, რომ პრესტიჟული სამეცნიერო აკადემიებიც კი არ გვაწვდიან ობიექტურ მონაცემებს.

  • ევოლუცია — მცდარი შეხედულებები და ფაქტები
    თავისით გაჩნდა სიცოცხლე?
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება