საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გველისთვის თავის გაჭეჭყვა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • იოანე განაგრძობს: „აგრეთვე ვიხილე იესოს შესახებ დამოწმებისა და ღვთის შესახებ ლაპარაკის გამო სიკვდილით დასჯილები [ცულით დახოცილები, სქოლიო], რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ქანდაკებას და არც ნიშანი მიიღეს თავიანთ შუბლსა და ხელზე“ (გამოცხადება 20:4ბ). ამ მეფეებს შორის არიან ცხებული წამებული ქრისტიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მეხუთე ბეჭდის ახსნის დროს ეკითხებოდნენ იეჰოვას, როდემდე შეიკავებდა ის თავს და როდემდე არ იძიებდა შურს მათი სისხლისთვის. მაშინ მათ თეთრი გრძელი სამოსელი მისცეს და ცოტა ხნით მოცდა სთხოვეს. ახლა კი უკვე იძიეს შური მათი სისხლისთვის — განადგურდა დიდი ბაბილონი, მეფეთა მეფემ და უფალთა უფალმა მოსპო ერები და სატანა უფსკრულში ჩააგდო (გამოცხადება 6:9—11; 17:16; 19:15, 16).

      11. ა) რას ნიშნავს გამოთქმა „ცულით დახოცილები“? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ 144 000 ცხებულის სიკვდილი მსხვერპლია?

      11 ცულით დახოცეს 144 000-ვე მეფე და მოსამართლე? როგორც ჩანს, მხოლოდ რამდენიმე მათგანი თუ დახოცეს ასე. ამგვარად აღიწერება ყველა იმ ცხებული ქრისტიანის სიკვდილი, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით, მაგრამ მაინც წამებით მოკლესb (მათე 10:22, 28). სატანის დიდი სურვილის მიუხედავად, რომ ყველანი ცულით დაეხოცა, იესოს ყველა ცხებული ძმა წამებით არ მომკვდარა; მრავალი მათგანი ავადმყოფობისა და სიბერის გამო დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ისინიც იოანეს მიერ ნანახ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათი სიკვდილი გარკვეულწილად მსხვერპლია (რომაელები 6:3—5). გარდა ამისა, არც ერთი მათგანი არ ყოფილა ამ ქვეყნიერების ნაწილი, რის გამოც სძულდა ისინი ქვეყნიერებას; ისინი მისთვის მკვდრები იყვნენ (იოანე 15:19; 1 კორინთელები 4:13). ისინი თაყვანს არ სცემდნენ მხეცსა და მის ქანდაკებას და ისე დაიხოცნენ, რომ მხეცის ნიშანი არ მიუღიათ. ყველანი ისე დაიხოცნენ, როგორც „მძლეველები“ (1 იოანე 5:4; გამოცხადება 2:7; 3:12; 12:11).

  • გველისთვის თავის გაჭეჭყვა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • b რომში ტრადიციულად სიკვდილით დასჯის დროს ცულს (ბერძ. პელეკუს) ხმარობდნენ, თუმცა იოანეს დროს მახვილს უფრო ფართოდ იყენებდნენ (საქმეები 12:2). ამგვარად, აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა პეპელეკისმენონ (ცულით დახოცვა), უბრალოდ სიკვდილით დასჯას ნიშნავს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება