-
იესო სასწაულებს ახდენს კაპერნაუმშიიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
სინაგოგაში ერთი მამაკაცი შემოდის, რომელიც დემონითაა შეპყრობილი. ის ყვირილს იწყებს: „რა გვაქვს შენთან საერთო, იესო ნაზარეთელო? ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ზუსტად ვიცი ვინცა ხარ — ღვთის წმინდა“. იესო შერისხავს დემონს, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს ეს კაცი, და ეუბნება: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“ (მარკოზი 1:24, 25).
ამის მოსმენაზე ბოროტი სული კრუნჩხვებში აგდებს ამ კაცს, რომელიც ძირს ვარდება და მთელი ხმით ყვირის. თუმცა მისგან ისე გამოდის, რომ არანაირ „ზიანს არ აყენებს“ (ლუკა 4:35). სინაგოგაში მყოფი ხალხი გაოცებულია. ისინი კითხულობენ: „ეს რა არის? . . არაწმინდა სულებსაც კი ისე უბრძანებს, როგორც ძალაუფლების მქონე, და ისინიც ემორჩილებიან“ (მარკოზი 1:27). ეს ამბავი მალე მთელ გალილეაში ვრცელდება.
-
-
იესო სასწაულებს ახდენს კაპერნაუმშიიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ჩვენ დავინახეთ, რომ იესო დემონებით შეპყრობილებსაც ათავისუფლებს. ბოროტი სულები, რომლებსაც იესო ამ ხალხისგან დევნის, ყვირიან: „შენა ხარ ღვთის ძე“ (ლუკა 4:41). დემონებმა იციან, რომ იესო მართლაც ქრისტეა. მაგრამ იესო განსჯის მათ და უკრძალავს ლაპარაკს. მას არ სურს, რომ დემონებმა თავიანთი განაცხადით ხალხს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნან, თითქოს ისინი ჭეშმარიტი ღვთის მსახურები არიან.
-