საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სასიკეთო ცნობის მოყვარეობა
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივნისი
    • დადებითი მაგალითები

      ცნობისმოყვარეობას დადებითი შედეგებიც მოაქვს. განვიხილოთ XIX საუკუნის გერმანელი ბუნებისმეტყველისა და მკვლევარის ალექსანდერ ჰუმბოლდტის შემთხვევა, რომლის პატივსაცემადაც მისი სახელი ეწოდა სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ერთ დინებას.

      ერთხელ ჰუმბოლდტმა თქვა: „ბავშვობიდან იმ შორეულ ქვეყნებში მოგზაურობის დიდი სურვილი მქონდა, სადაც ევროპელები იშვიათად დადიოდნენ“. სამოგზაუროდ წასვლა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც „დაუოკებელმა ცნობისმოყვარეობამ მოსვენება დაუკარგა“. 29 წლის ასაკში მან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში იმოგზაურა; ექსპედიცია 5 წელს გაგრძელდა და მოგროვებულმა მასალებმა მას 30 ტომიანი ნაშრომი დააწერინა.

      ჰუმბოლდტს ყველაფერი აინტერესებდა — ოკეანის ტემპერატურა, მასში მობინადრე თევზები და ნებისმიერი მცენარე, რომელსაც გზად გადაეყრებოდა. ის ადიოდა მთებზე, იკვლევდა მდინარეებს და სერავდა ოკეანეებს. ჰუმბოლდტის კვლევებმა თანამედროვე მეცნიერების რამდენიმე დარგს ჩაუყარა საფუძველი. ყველაფერი კი მისი ცნობისმოყვარეობიდან და ცოდნის მიღების დაუცხრომელი სურვილიდან დაიწყო, რაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში არ განელებია. ამერიკელმა ესეისტმა რალფ უოლდო ემერსონმა თქვა, რომ „ჰუმბოლდტი იმ ერთ-ერთი მოაზროვნეთაგანი იყო . . . რომლისნაირებიც იშვიათად იბადებიან და თითქოს იმისთვის, რომ ადამიანის გონების შესაძლებლობები დაგვანახვონ“.

  • სასიკეთო ცნობის მოყვარეობა
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივნისი
    • [სურათი 19 გვერდზე]

      ალენქსანდერ ჰუმბოლდტი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება