საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ახლოვდება თქვენი ხსნა“!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
    • 10 ეს ყველაფერი ჩვენს მტრებს შეუმჩნეველი არ დარჩება. ღვთივშთაგონებით წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ახსნა, თუ რას მოიმოქმედებს „გოგ მაგოგელი“, ერთა კოალიცია: «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დღეს რაღაცას გაივლებ გულში, ბოროტებას განიზრახავ და იტყვი: გამოვალო უგალავნო, გაშლილი დაბის წინააღმდეგ; თავს დავესხმებიო უშფოთველად და უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხს, უგალავნოდ რომ ცხოვრობს, რომელსაც არც ურდულები აქვსო და არც კარები. დიდძალი ნაძარცვის წამოსაღებად და ბევრის დასატაცებლად წახვალ, რათა ხელი აღმართო ერთ დროს განადგურებულ და კვლავ დასახლებულ ადგილებზე და ხალხებიდან გამოკრებილ ხალხზე, რომელნიც სიმდიდრესა და ქონებას აგროვებენ და დედამიწის შუაგულში ცხოვრობენ“» (ეზეკ. 38:10—12). ღვთის ხალხი, მართლაც ყველასგან გამორჩეული იქნება ანუ ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, ისინი „დედამიწის შუაგულში“ იქნებიან. ეს ერებს განარისხებს; ღვთის მტრები იეჰოვას ცხებულებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გაილაშქრებენ!

  • „ახლოვდება თქვენი ხსნა“!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
    • 14, 15. რა შეკრება უნდა მოხდეს „გოგ მაგოგელის“ თავდასხმის დაწყების შემდეგ და როგორ მოხდება ეს?

      14 რა მოხდება მას შემდეგ, რაც „გოგ მაგოგელი“ ღვთის ხალხზე მიიტანს იერიშს? ამ კითხვაზე პასუხს ვკითხულობთ როგორც მათეს, ისე მარკოზის სახარებებში: „[კაცის ძე] გაგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს ქარის ოთხივე მიმართულებიდან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე“ (მარ. 13:27; მათ. 24:31). აქ მოხსენიებულ სიტყვა „შეკრებაში“ არც ცხებულთა თავდაპირველი შეკრება იგულისხმება და არც — მათი დარჩენილი ნაწილის საბოლოო ბეჭედდასმა (მათ. 13:37, 38). ცხებულებს საბოლოო ბეჭედი დიდი გასაჭირის დაწყებამდე დაესმებათ (გამოცხ. 7:1—4). მაშ, რომელ „შეკრებაზე“ საუბრობს იესო? იგი საუბრობს იმ დროზე, როცა 144 000-ის დარჩენილი ნაწილი თავის ზეციურ ჯილდოს მიიღებს (1 თეს. 4:15—17; გამოცხ. 14:1). ეს მოვლენა ღვთის ხალხზე „გოგ მაგოგელის“ თავდასხმის დაწყების შემდეგ, რაღაც ეტაპზე, მოხდება (ეზეკ. 38:11).

  • „ახლოვდება თქვენი ხსნა“!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
    • როგორც გვახსოვს, 144 000-ის დარჩენილი ნაწილის ზეცად ასვლამდე ცოტა ხნით ადრე „გოგი“ თავს ესხმის ღვთის ხალხს (ეზეკ. 38:16). რას აკეთებს ამ დროს ღვთის ხალხი დედამიწაზე? მართალია, ისინი, ერთი შეხედვით, სრულიად დაუცველნი არიან, მაგრამ მიჰყვებიან მითითებას, რომელიც თავის დროზე ღმერთმა მეფე იეჰოშაფატს მისცა: „ამჯერად თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა. დადექით, იდექით და იხილეთ, როგორ გიხსნით იეჰოვა! იუდა და იერუსალიმო, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით!“ (2 მატ. 20:17). თუმცა ამ დროს ზეცაში განსხვავებული სურათია. სწორედ ამ დროის შესახებ, როდესაც ყველა ცხებული ზეცაშია შეკრებილი, გამოცხადების 17:14-ში ღვთის მტრებზე ვკითხულობთ: „შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი სძლევს მათ, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე. სძლევენ ისინიც, რომლებიც მასთან არიან — მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“. ამრიგად, ქრისტე, თავის 144 000 თანამმართველთან ერთად, დედამიწაზე მცხოვრები ღვთის ხალხის სახსნელად გამოემართება.

      17 ამას არმაგედონის ომი მოჰყვება, რაც იეჰოვას წმინდა სახელის განდიდებას მოემსახურება (გამოცხ. 16:16).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება