-
25—31 იანვარიქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — 2016 | იანვარი
-
-
ეზრ. 7:10 — ეზრამ გული განაწყო.
ეზრ. 7:12—28 — ეზრამ იერუსალიმში დასაბრუნებლად სამზადისი დაიწყო.
ეზრ. 8:21—23 — ეზრა დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა დაიცავდა თავის მსახურებს.
-
-
იეჰოვას სურს, რომ მისი მსახურები მზადყოფნის სულით გამოირჩეოდნენქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — 2016 | იანვარი
-
-
ეზრამ იერუსალიმში დასაბრუნებლად სამზადისი დაიწყო
ეზრას მეფე არტაქსერქსე ნებას რთავს, დაბრუნდეს იერუსალიმში და იეჰოვას თაყვანისმცემლობა აღადგინოს.
მეფემ ეზრას „ყველა სათხოვარი შეუსრულა“ და იეჰოვას სახლისთვის გაატანა ოქრო-ვერცხლი, ხორბალი, ღვინო, ზეთი და მარილი; ამ ყოველივეს საერთო ღირებულება დღესდღეობით 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარია.
ეზრა დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა დაიცავდა თავის მსახურებს
იერუსალიმში დაბრუნება არ იყო იოლი საქმე.
დაახლოებით 1 600-კილომეტრიანი გზა, რომლითაც ისრაელები, დიდი ალბათობით, სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, მეტად სახიფათო იყო.
მგზავრობამ თითქმის 4 თვეს გასტანა.
იერუსალიმში დაბრუნებულთ მტკიცე რწმენა, იეჰოვას მსახურებისადმი მოშურნეობა და გაბედულება სჭირდებოდათ.
ეზრას იერუსალიმში მიჰქონდა . . .
750 ტალანტზე მეტი ოქრო-ვერცხლი, რაც დაახლოებით სამი აფრიკული ზრდასრული მამრი სპილოს წონას შეადგენს!
სირთულეები გზაზე . . .
მძარცველები, უდაბნო, ველური ბუნება
-