-
მან დაიცვა ღვთის ხალხისაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
-
-
ამის გამო დიდი წარმოდგენა ხომ არ შეექმნა ესთერს საკუთარ თავზე?
ესთერი თავისი მამობილის, მორდოქაის მორჩილი დარჩა. მას იუდეველ ხალხთან ფარულად ჰქონდა კავშირი. მოგვიანებით, როცა მორდოქაიმ შეიტყო, რომ მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვას აპირებდნენ, ესთერმა მორჩილად გადასცა მორდოქაის სიტყვები მეფეს და შეთქმულები დასაჯეს (ესთერი 2:20—23). თავმდაბალი და მორჩილი ესთერი კვლავაც ავლენდა თავისი ღვთის მიმართ რწმენას. დღევანდელ ქვეყნიერებაში ხალხს უჭირს მორჩილება; დაუმორჩილებლობა და დაპირისპირება ჩვეულებრივი რამაა. მაგრამ ვისაც ნამდვილი რწმენა აქვს, ესთერის მსგავსად აფასებს მორჩილებას.
-
-
მან დაიცვა ღვთის ხალხისაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
-
-
მან დედოფალს შეუთვალა, რომ მეფის წინაშე წარმდგარიყო და „თავისი ხალხი“ დაეცვა (ესთერი 4:4—8).
ესთერს ძალიან ააფორიაქებდა ამ ამბის გაგება. ახლა, ისე როგორც არასდროს, მისი რწმენა უნდა გამოცდილიყო. ესთერს ეშინოდა, რაც აშკარად გამოჩნდა იმ სიტყვებში, რომელიც მორდოქაის შეუთვალა. მან შეახსენა ბიძაშვილს მეფის კანონი. მეფის წინაშე წარდგომა მისი მოხმობის გარეშე ადამიანს სიკვდილს უქადდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებოდა დაუპატიჟებლად მისული, თუ მეფე მისკენ ოქროს კვერთხს გაიშვერდა. განა შეიძლებოდა ესთერს ჰქონოდა იმის იმედი, რომ მეფე შეიწყალებდა განსაკუთრებით, თუ გაითვალისწინებდა ვაშთის შემთხვევას? მან მორდოქაის შეუთვალა, რომ უკვე 30 დღე იყო, რაც მეფეს არ მოეხმო მისთვის. აქედან გამომდინარე, ესთერს ყველანაირი მიზეზი ჰქონდა, დაეჭვებულიყო, რომ მეფის კეთილგანწყობა დაკარგა, მეფისა, რომელიც საკმაოდ ფიცხი იყო (ესთერი 4:9—11).d
მორდოქაიმ ესთერს პასუხად ისეთი რამ შეუთვალა, რასაც მისი რწმენა უნდა განემტკიცებინა. ის არწმუნებდა დედოფალს, რომ თუ არ იმოქმედებდა, იუდეველთათვის ხსნა სხვა მხრიდან მოვიდოდა. მაგრამ რისი იმედი შეიძლება ჰქონოდა ესთერს, როცა იუდეველთა განადგურებას დაიწყებდნენ? მორდოქაიმ ძლიერი რწმენა გამოავლინა იეჰოვას მიმართ. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ღმერთი არასოდეს დაუშვებდა თავისი ხალხის განადგურებას და ყოველთვის შეასრულებდა თავის დანაპირებს (იესო ნავეს ძე 23:14). ბოლოს მორდოქაიმ უთხრა ესთერს: „ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ დროისთვის მოიპოვე სამეფო ღირსება?!“ (ესთერი 4:12—14). მორდოქაი სრულად იყო მინდობილი თავის ღმერთზე, იეჰოვაზე. ჩვენც ასევე ვენდობით მას? (იგავები 3:5, 6).
სიკვდილის შიშზე ძლიერი რწმენა
დადგა დრო, როცა ესთერს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მან შეუთვალა მორდოქაის, რომ იუდეველებისთვის ეთხოვა, სამი დღე ემარხულათ მისთვის. ბოლოს კი თქვა: „თუ დავიღუპები, დავიღუპო!“. ეს სიტყვები საუკუნეების მანძილზე რწმენისა და გაბედულების ეტალონად იქცა (ესთერი 4:15—17). ალბათ, ამ სამი დღის განმავლობაში ის ისე მხურვალედ ლოცულობდა, როგორც არასდროს. ბოლოს დადგა გადამწყვეტი დღე. ესთერი გამოეწყო საუკეთესო სამეფო სამოსელში და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მეფეს თვალში მოსვლოდა. შემდეგ კი სასახლისკენ გაემართა.
როგორც სტატიის დასაწყისში იყო მოხსენიებული, ესთერი სასახლის ეზოსკენ გაეშურა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რა ცეცხლი უტრიალებდა გულში და რა მხურვალედ ლოცულობდა ის. როგორც კი ეზოში შეაბიჯებდა, ტახტზე მჯდომ ახაშვეროშს დაინახავდა. ესთერი, ალბათ, შეეცდებოდა, მეფის ფიქრები მის სახეზე ამოეკითხა — სახეზე, რომელსაც კულულები და კარგად მოვლილი წვერი თითქმის უფარავდა. თუ ეზოში მოცდა მოუწევდა, წუთები საუკუნეებად მოეჩვენებოდა. მაგრამ მეფემ, მისმა ქმარმა, მაშინვე შეამჩნია ის. მეფეს თავიდან გაუკვირდებოდა მისი დანახვა; მაგრამ მალე სახის გამომეტყველება შეეცვალა და ესთერისკენ ოქროს კვერთხი გაიშვირა (ესთერი 5:1, 2).
ესთერმა მიზანს მიაღწია — მეფემ მოუსმინა მას. ესთერი მტკიცედ დადგა თავისი ღვთისა და ხალხის გვერდით, რითაც რწმენის საუკეთესო მაგალითი დაუტოვა ღვთის ყველა მსახურს.
-