-
„მტკიცედ იდექით რწმენაში“!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 სექტემბერი
-
-
13. რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული, თუ აღმოვაჩენთ, რომ რწმენა შეგვსუსტებია?
13 თუ თვითგამოკვლევის შედეგად აღმოაჩენთ, რომ რწმენა შეგისუსტდათ, გულს ნუ გაიტეხთ. შიშმა და ეჭვებმა პეტრე მოციქულსაც დარია ხელი; დროდადრო „მცირე რწმენის“ გამო იესო ყველა მოციქულს შეაგონებდა (მათ. 16:8). ნურასდროს დაგავიწყდებათ, რა გააკეთა პეტრემ მას შემდეგ, რაც რწმენა შეუსუსტდა და ჩაძირვა დაიწყო; ეს ჩვენთვის მართლაც ფასდაუდებელი გაკვეთილია!
რწმენის განსამტკიცებლად „მზერა“ იესოს მიაპყარით
14, 15. ა) რა გააკეთა პეტრემ, როდესაც ჩაძირვა დაიწყო? ბ) როგორ შეგვიძლია „დავაკვირდეთ“ იესოს, იმისდა მიუხედავად, რომ ვერ ვხედავთ მას?
14 როდესაც პეტრე ქარიშხალმა შეაშინა და ჩაძირვა დაიწყო, მას შეეძლო უკან, ნავისკენ გაეცურა. ეს მისთვის ნამდვილად არ იქნებოდა რთული, ვინაიდან კარგად ცურავდა (იოან. 21:7). თუმცა პეტრე საკუთარ თავს არ დანდობია, მან მზერა კვლავ იესოს მიაპყრო და მისგან მიიღო დახმარება. თუ ჩვენც ვიგრძნობთ, რომ რწმენა გვისუსტდება, პეტრეს უნდა მივბაძოთ. მაგრამ, როგორ შევძლებთ ამას?
15 მოციქულის მსგავსად, ჩვენც უნდა „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს“ (წაიკითხეთ ებრაელების 12:2, 3). მართალია, პეტრესგან განსხვავებით, იესოს „დანახვა“ არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მასზე „დაკვირვებას“, თუ გამოვიკვლევთ მის სწავლებებს, ცხოვრებას და ფეხდაფეხ მივყვებით მის მაგალითს.
თუ „მზერას“ იესოს მივაპყრობთ და მის ნაკვალევს მივყვებით, ეს რწმენას განგვიმტკიცებს (იხილეთ მე-15 აბზაცი)
-
-
„მტკიცედ იდექით რწმენაში“!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 სექტემბერი
-
-
21. რას გვპირდება იეჰოვა?
21 ღვთისა და იესოს დახმარებით პეტრემ სძლია შიშსა და ეჭვებს; იგი პირველი საუკუნის ქრისტიანთა შორის რწმენის ერთ-ერთ ბურჯად იქცა. იეჰოვა ჩვენც დაგვეხმარება, მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:9, 10).
-