საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღმერთმა მას „დიდგვაროვანი ქალბატონი“ უწოდა
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 5
    • აღსანიშნავია, რა დაწერა პავლე მოციქულმა ღვთივშთაგონებით დაახლოებით 2 000 წლის შემდეგ აბრაამსა და სარაზე: „თუ ეხსომებოდათ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ უკან დაბრუნების შესაძლებლობა“ (ებრაელები 11:8, 11, 15). არც აბრაამი მისტიროდა წარსულს და არც სარა. თუ ისინი გამუდმებით იფიქრებდნენ იმაზე, რაც უკან მოიტოვეს, დიდი ალბათობით სახლში დაბრუნდებოდნენ. თუმცა ამ შემთხვევაში ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას ღვთის განზრახვის შესრულებაში, რაც დიდი პატივი იყო. მეტიც, ნაცვლად იმისა, რომ მილიონობით ადამიანისთვის რწმენის მაგალითები ყოფილიყვნენ, მათი სახელები დავიწყებას მიეცემოდა.

      უკან ყურების ნაცვლად, სარა წინ იყურებოდა. ის უცხო მიწაზე ხიზნობის დროს მხარში ედგა თავის ქმარს — ეხმარებოდა კარვების დადგმასა თუ დაშლაში და ცხვარ-ძროხის გადარეკვაში. მას არაერთ ცვლილებასთან შეგუება და სხვადასხვა სირთულის ატანა უწევდა. როცა იეჰოვამ კიდევ ერთხელ გაუმეორა აბრაამს თავისი დაპირება, სარა ამჯერადაც არ მოუხსენიებია (დაბადება 13:14—17; 15:5—7).

      ერთხელაც სარამ გადაწყვიტა, ქმრისთვის თავისი ჩანაფიქრი გაენდო. წარმოიდგინეთ, როგორი გაორებული იქნებოდა სარა ამ დროს. მან საუბარი ასე დაიწყო: „მომისმინე. წამართვა იეჰოვამ შვილების შობის უნარი“. შემდეგ აბრაამს სთხოვა, თავის მოახლესთან, აგართან დაწოლილიყო, რათა მისგან ჰყოლოდა შვილები. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამხელა ემოციური ტკივილის ფასად დაუჯდებოდა სარას მეუღლისთვის ამის თქმა. დღევანდელი გადასახედიდან მისი თხოვნა საკმაოდ უცნაური ჩანს, თუმცა იმ დროს ჩვეულებრივი რამ იყო ხარჭის ყოლა, რათა მისგან მემკვიდრე ჰყოლოდათ.b ხომ არ ფიქრობდა სარა, რომ ამგვარად ხელს შეუწყობდა ღვთის განზრახვის შესრულებას, რომლის თანახმადაც, აბრაამის შთამომავლებისგან ერი უნდა წარმოქმნილიყო? ასე იყო თუ ისე, სარა მზად იყო, ასეთ მსხვერპლზე წასულიყო. როგორ მიიღო აბრაამმა სარას წინადადება? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მან ყურად იღო მისი სიტყვები (დაბადება 16:1—3).

      ისე ხომ არ ჩანს ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, თითქოს იეჰოვამ აღძრა სარა, ასეთი რამ შეეთავაზებინა აბრაამისთვის? რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში სარა შექმნილ ვითარებას ადამიანური გადასახედიდან აფასებდა. მას ეგონა, რომ ღმერთმა დაუხშო საშვილოსნო და ვერც კი წარმოედგინა, რომ სხვა გამოსავალიც მოიძებნებოდა. მაგრამ ის, რაშიც სარა ხედავდა გამოსავალს, პირადად მას დიდ ტკივილს მიაყენებდა. და მაინც, ამ ქალმა საოცარი უანგარობა გამოავლინა! თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანები ხშირად საკუთარ სურვილებს ყველაფერზე წინ აყენებენ, სარას უანგარო საქციელი მართლაც რომ აღმაფრთოვანებელია. სარას მსგავს რწმენას იმ შემთხვევაში გამოვავლენთ, თუ ღვთის ნებას საკუთარზე წინ დავაყენებთ.

  • ღმერთმა მას „დიდგვაროვანი ქალბატონი“ უწოდა
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 5
    • როცა ამ ანგელოზთაგან ერთ-ერთმა აბრაამს ღვთის დანაპირები გაუმეორა, რომ სარას ვაჟი შეეძინებოდა, სარა თავის კარავში იდგა და ისმენდა. მის ასაკში ბავშვის ყოლა იმდენად დაუჯერებელი ჩანდა, რომ თავი ვერ შეიკავა, გულში გაეცინა და თქვა: „დაუძლურებულს რა სიამე მექნება, თანაც უკვე მოხუცია ჩემი ბატონი?!“. ამაზე ანგელოზმა უთხრა: „არის რამე იეჰოვასთვის შეუძლებელი?!“. სარა შეცბა და თავის მართლება დაიწყო. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქცია იყო. მან იუარა, რომ გაიცინა, რაზეც ანგელოზმა მიუგო: „არა, გაიცინე!“ (დაბადება 18:9—15).

      რწმენის ნაკლებობაზე ხომ არ მეტყველებდა სარას რეაქცია? სულაც არა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენით სარამ, თუმცა ხანგადასული იყო, ძალა მიიღო თესლის გასანაყოფიერებლად, რადგან ერთგულად მიაჩნდა ის, ვინც დაჰპირდა“ (ებრაელები 11:11). სარა კარგად იცნობდა იეჰოვას და ისიც იცოდა, რომ ღმერთს ნებისმიერი დანაპირების შესრულება შეეძლო. ვის არ გვჭირდება მსგავსი რწმენა?! ყველას გვმართებს, უკეთ გავიცნოთ ბიბლიის ავტორი. ამგვარად დავრწმუნდებით, რომ სარას მართლაც ჰქონდა რწმენის საფუძველი. იეჰოვა ერთგულია და ყველა თავის დანაპირებს ასრულებს, თანაც ზოგჯერ ისე, რომ გაოცებას ვერ ვმალავთ და ეს იმდენად დაუჯერებლად გვეჩვენება, რომ შეიძლება გაგვეცინოს კიდეც!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება