საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • განმტკიცდით რწმენასა და იმედში!
    საგუშაგო კოშკი — 2016 | ოქტომბერი
    • 2 იმედი სხვა ადამიანებსაც აქვთ, თუმცა მათ შეიძლება ეჭვი ეპარებათ, რომ მათი მოლოდინი გამართლდება. მაგალითად, მილიონობით ადამიანი იმედოვნებს, რომ აზარტულ თამაშებში დიდ თანხას მოიგებს, თუმცა ისინი ამაში ბოლომდე დარწმუნებულები ვერ იქნებიან. ნამდვილი რწმენა კი იმ იმედის შესრულების „საფუძვლიანი მოლოდინია“, რომელიც ქრისტიანებს გვაქვს (ებრ. 11:1). როგორ შეგიძლიათ განმტკიცდეთ თქვენს იმედში და რაში დაგეხმარებათ მტკიცე რწმენა?

      3. რას ეფუძნება ქრისტიანული რწმენა?

      3 ცოდვილ ადამიანს რწმენა დაბადებიდან არ ჰყვება. ის არც თავისთავად ჩნდება. ქრისტიანული რწმენა მორჩილ ადამიანზე ღვთის წმინდა სულის ზემოქმედების შედეგად ვითარდება (გალ. 5:22). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ იეჰოვას რწმენა აქვს ან სჭირდება ის. იეჰოვა ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენია, ამიტომ ვერაფერი შეუშლის ხელს მისი განზრახვის შესრულებას. ჩვენი ზეციერი მამა იმდენად არის დარწმუნებული თავისი დანაპირების შესრულებაში, რომ უკვე შესრულებულად მიიჩნევს მას და ამბობს: „აღსრულდა!“ (წაიკითხეთ გამოცხადების 21:3—6). ქრისტიანული რწმენა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ იეჰოვა ერთგული ღმერთია და ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს (კან. 7:9).

      ისწავლეთ ძველად მცხოვრებ ერთგულთა რწმენის მაგალითებიდან

      4. რის იმედი ჰქონდათ ქრისტიანობამდე მცხოვრებ ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს?

      4 ებრაელების მე-11 თავში მოხსენიებულია 16 კაცისა თუ ქალის სახელი, რომელთაც ძლიერი რწმენა ჰქონდათ. ღვთივშთაგონებული დამწერი მათთან ერთად მოიხსენიებს სხვებსაც, რომელთაც „რწმენით მიეცათ დამოწმება“ (ებრ. 11:39). თითოეულს ჰქონდა იმის „საფუძვლიანი მოლოდინი“, რომ ღმერთი აღთქმულ შთამომავალს მოავლენდა სატანის ამბოხების ჩასახშობად და იეჰოვას თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად (დაბ. 3:15). ეს ერთგული ადამიანები მანამდე დაიხოცნენ, ვიდრე აღთქმული შთამომავალი, იესო ქრისტე, ზეციერი ცხოვრებისკენ გზას გახსნიდა (გალ. 3:16). მიუხედავად ამისა, იეჰოვას უტყუარი დაპირების წყალობით ისინი აღდგებიან სამოთხეში დედამიწაზე, რათა სრულყოფილი სიცოცხლით გაიხარონ (ფსალმ. 37:11; ეს. 26:19; ოს. 13:14).

  • განმტკიცდით რწმენასა და იმედში!
    საგუშაგო კოშკი — 2016 | ოქტომბერი
    • 7. რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენი რწმენის გასაძლიერებლად და ჩვენ რისი გაკეთება გვმართებს?

      7 რწმენის მტკიცედ შესანარჩუნებლად იეჰოვამ თავისი სიტყვა, ბიბლია მოგვცა. ბედნიერები და წარმატებულები რომ ვიყოთ, შეძლებისდაგვარად ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ღვთის სიტყვა (ფსალმ. 1:1—3; წაიკითხეთ საქმეების 17:11). ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურების მსგავსად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ღვთის დანაპირებზე და დავემორჩილოთ მის მოთხოვნებს. იეჰოვა იმითაც გვაკურთხებს, რომ „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით რეგულარულად გვაწვდის უხვ სულიერ საზრდოს (მათ. 24:45). თუ ყოველთვის ვიფიქრებთ ნასწავლზე, ძველად მცხოვრები ერთგულების მსგავსად ჩვენც გვექნება „საფუძვლიანი მოლოდინი“, რომ ღვთის სამეფო დამყარდება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება