-
გწამდეთ იეჰოვას დაპირებების!საგუშაგო კოშკი — 2016 | ოქტომბერი
-
-
4. რატომ მოიცავს რწმენა ღვთის განზრახვის ცოდნაზე მეტს?
4 რწმენა ღვთის განზრახვის ცოდნაზე გაცილებით მეტს მოიცავს. ის აღმძვრელი ძალაა, რომელიც ადამიანს ღვთის ნების თანახმად მოქმედებისკენ უბიძგებს. ადამიანთა სახსნელად ღვთის მიერ გატარებული ღონისძიებებისადმი რწმენა აღგვძრავს, რომ სხვებს სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ. ამის შესახებ მოციქული პავლე წერდა: «თუ სახალხოდ აღიარებ „სიტყვას, რომელიც შენს ბაგეზეა“, რომ იესო უფალია, და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები, ვინაიდან გულით სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ გადასარჩენად» (რომ. 10:9, 10; 2 კორ. 4:13).
-
-
გწამდეთ იეჰოვას დაპირებების!საგუშაგო კოშკი — 2016 | ოქტომბერი
-
-
6. ებრაელების 11:1-ის თანახმად, რას მოიცავს რწმენა?
6 ებრაელების 11:1-ში (წაიკითხეთ) აღწერილია, რა არის რწმენა. ამ მუხლის თანახმად, რწმენა მოიცავს ორ რამეს, რაც ჩვენთვის უხილავია. პირველი არის ის, „რასაც ვიმედოვნებთ“. ამაში შედის ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული და ახალი ქვეყნიერების დადგომა, რასაც იეჰოვა სამომავლოდ გვპირდება. მეორეა, „უხილავი სინამდვილე“. ბერძნული სიტყვა, რომელიც ამ კონტექსტში „აშკარა მტკიცებად“ ითარგმნა, მიუთითებს უხილავი სინამდვილის, მაგალითად, იეჰოვა ღმერთის, იესო ქრისტესა და ანგელოზების არსებობისა და ზეციერი სამეფოს საქმიანობის დამადასტურებელ ნიშანზე (ებრ. 11:3).
-