საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შენ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ოქტომბერი
    • შენ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა

      სარა-ჯეინი ცხრამეტი წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ საკვერცხის კიბო ჰქონდა. ოპერაციის შემდეგ, ყველაფერი კარგად მიდიოდა და მომავალს უკვე იმედის თვალით უყურებდა. იმდენად კარგად იყო რომ, როდესაც 20 წლის გახდა დაინიშნა და ქორწილისთვის მზადებაც კი დაიწყო. იმავე წელს კიბომ კვლავ იჩინა თავი და სარა-ჯეინმა შეიტყო, რომ ერთი კვირის სიცოცხლეღა დარჩენოდა. სარა-ჯეინი 2000 წლის ივნისში გარდაიცვალა, სწორედ მაშინ, როცა 21 წელი შეუსრულდა.

      საავადმყოფოში სარა-ჯეინის მოსანახულებლად მისულებს აოცებდა მომავლისადმი, ღვთისა და ბიბლიისადმი მისი ღრმა რწმენა. მიუხედავად ასეთი საშინელი ტრაგედიისა, სარა-ჯეინს მკვდრეთით აღდგომისა და თავის მეგობრებთან კვლავ შეხვედრის მტკიცე იმედი ჰქონდა (იოანე 5:28, 29). „კვლავ გნახავთ ყველას ღვთის ახალ ქვეყნიერებაში“, — ამბობდა ის.

  • შენ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ოქტომბერი
    • სარა-ჯეინმა ირწმუნა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა (1 თესალონიკელთა 2:13; 2 პეტრე 1:19—21). რატომ? არა იმიტომ რომ, უბრალოდ, მშობლების სიტყვას ენდო, არამედ იმიტომ, რომ დრო დაუთმო ყველა იმ საკითხის გულმოდგინედ შეფასებას, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ბიბლია ღვთის უნიკალური გამოცხადებაა (რომაელთა 12:2). მაგალითად, ის აკვირდებოდა, როგორ ძლიერად მოქმედებდა ბიბლია იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც მასში მოცემულ პრინციპებს ერთგულად იცავდნენ. ისეთი პუბლიკაციების დახმარებით, როგორიცაა „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“b (რუს) გულდასმით გამოიკვლია უამრავი აშკარა მტკიცება, რაც ბიბლიის ღვთივსულიერობას ამტკიცებს.

  • შენ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ოქტომბერი
    • სარა-ჯეინმაც ასე ირწმუნა. პირველ საუკუნეში მცხოვრები ბერეელების მსგავსად, მანაც „მთელი გულმოდგინებით მიიღო სიტყვა [თავის მშობლებისგან თუ სხვა მასწავლებლებისგან]“. მას პატარაობისას, უეჭველია, სჯეროდა ის, რასაც მშობლები ეუბნებოდნენ. მოგვიანებით კი, როცა წამოიზარდა უკვე ბრმად აღარ იჯერებდა ყველაფერს, რასაც ასწავლიდნენ. ის „ყოველდღე არჩევდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11).

  • შენ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ოქტომბერი
    • სარა-ჯეინმა სწორედ ეს გამოსცადა და საავადმყოფოში მის მოსანახულებლად მისულთ რწმენის შეძენისკენ მოუწოდებდა. „გაითავისეთ ჭეშმარიტება, შეისწავლეთ ღვთის სიტყვა, ღვთის ორგანიზაციასთან მჭიდრო ურთიერთობა გქონდეთ, გამუდმებით ილოცეთ, იყავით აქტიურნი იეჰოვასთვის მსახურებაში“ (იაკობი 2:17, 26).

      ერთმა მედდამ, რომელმაც ღვთისა და მკვდრეთით აღდგომისადმი მისი რწმენა დაინახა, უთხრა: „ვხედავ, რომ შენ ნამდვილად გწამს ეს!“. როდესაც ჰკითხეს თუ რა აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავისი ავადმყოფობის მიუხედავად, ოპტიმისტური განწყობილება შეენარჩუნებინა, სარა-ჯეინმა უპასუხა: „იეჰოვასადმი რწმენა. ის ჩემი ნამდვილი მეგობარია და უსაზღვროდ მიყვარს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება