საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რწმენა ძალას გვმატებს
    საგუშაგო კოშკი — 2019 | აგვისტო
    • როგორ გავიძლიეროთ რწმენა

      თქვენც გექნებათ ძლიერი რწმენა, თუ დავითისნაირ აზროვნებასა და ჩვევებს განივითარებთ, რომლის შესახებაც 27-ე ფსალმუნში ვკითხულობთ. როგორც აღვნიშნეთ, რწმენა საფუძვლიან ცოდნას ემყარება. ამიტომ, როცა გულმოდგინედ ვიკვლევთ ღვთის სიტყვას და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, წმინდა სული რწმენის განვითარებაში გვეხმარება (ფსალმ. 1:2, 3). საჭიროა, დრო გამოვუყოთ შესწავლილზე ფიქრს, რადგან სწორედ ფიქრი გვეხმარება მადლიერების გაღრმავებაში. მადლიერება კი, თავის მხრივ, რწმენის გამოვლენის სურვილს გაგვიძლიერებს, რასაც ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადებითა და კრების შეხვედრებზე იეჰოვას განდიდებით გამოვხატავთ (ებრ. 10:23—25). გარდა ამისა, რწმენას ვავლენთ, როცა ვლოცულობთ და სულით არ ვეცემით (ლუკ. 18:1—8). ასე რომ, „განუწყვეტლივ ილოცეთ“ და გჯეროდეთ, რომ იეჰოვა „ზრუნავს თქვენზე“ (1 თეს. 5:17; 1 პეტ. 5:7). რწმენა საქმეებისკენ გვახალისებს, საქმეები კი, თავის მხრივ, რწმენას გვიძლიერებს (იაკ. 2:22).

  • რწმენა ძალას გვმატებს
    საგუშაგო კოშკი — 2019 | აგვისტო
    • „თქვენს უწმინდეს რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი“

      ერთხელ ერთმა მამაკაცმა იესოს სთხოვა: „დამეხმარე იმაში, რაშიც რწმენა მაკლია!“ (მარ. 9:24). მას გარკვეულწილად ჰქონდა რწმენა, მაგრამ თავმდაბლად აღიარა, რომ მეტი რწმენა სჭირდებოდა. ამ მამაკაცის მსგავსად, შეიძლება ცხოვრებაში ჩვენც დაგვიდგეს ისეთი მომენტები, როცა მეტი რწმენა დაგვჭირდება. რწმენის გაძლიერება დღესვე შეგვიძლია. როგორც დავინახეთ, რწმენას ღვთის სიტყვის კვლევა და მასზე ფიქრი გვიძლიერებს, რაც, თავის მხრივ, იეჰოვასადმი მადლიერებას გვიღრმავებს. რწმენას გავიძლიერებთ, თუ თანაქრისტიანებთან ერთად თაყვანს ვცემთ იეჰოვას, სახალხოდ გავაცხადებთ ჩვენს იმედს და გამუდმებით ვილოცებთ. მეტიც, როცა რწმენაში ვძლიერდებით, უდიდეს ჯილდოს ვიღებთ. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „საყვარელნო, თქვენს უწმინდეს რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი . . . და ამგვარად დარჩით ღვთის სიყვარულში“ (იუდ. 20, 21).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება