-
შეუძლიათ ადამიანებს, კვლავ ჰქონდეთ ჭეშმარიტი რწმენა?საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ოქტომბერი
-
-
რწმენის დაკარგვა
რწმენის დაკარგვა შეიძლება მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს. მათ შორის არის ყოველდღიური ემოციური სტრესი და სიძნელეები. მაგალითად, ბიბლიის მკვლევარი მაიკლ გულდერი მანჩესტერში (დიდი ბრიტანეთი) ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი იყო, როდესაც მიუნხენში 1958 წელს ავიაკატასტროფის დროს მანჩესტერის ფეხბურთელთა თითქმის მთელი გუნდი დაიღუპა. BBC-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ჯონ ბეიქუელმა თქვა: გულდერი მიხვდა, რომ „უმწეო იყო, როდესაც ხალხის მწუხარება იხილა და დახმარება ვერაფრით შეძლო“. ამას მოჰყვა „რწმენის დაკარგვა ღვთისადმი, რომელიც ადამიანთა ბედს წყვეტს“. მან აღნიშნა, რომ „ბიბლია არ არის... ღვთის უშეცდომო სიტყვა; ეს არის ადამიანის სიტყვა, რომელშიც არაერთი შეცდომაა, თუმცა აქა-იქ შეიძლება ღვთის სიტყვაც იყოს ჩართული“.
ზოგჯერ რწმენა უბრალოდ ქრება. ეს დაემართა მწერალსა და დიქტორს ლუდოვიკ კენედს. ის ამბობს, რომ ბავშვობიდანვე „[ღმერთთან დაკავშირებით] ეჭვები არ მასვენებდა და სულ უფრო ურწმუნო ვხდებოდი“. მისი აზრით, არავის შეეძლო მის კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემა. მამამისის ზღვაში დაღუპვამ მისი, ისედაც უსუსური რწმენა, მთლიანად გააქრო. ღვთისადმი აღვლენილი ლოცვები, „დაგვიცავი ზღვაში ხიფათისა და მტრის თავდასხმისგან“, პასუხგაუცემელი აღმოჩნდა, როდესაც გადაკეთებულ სამგზავრო ლაინერზე, რომელზეც მამამისი იმყოფებოდა, გერმანელთა სამხედრო გემმა, მეორე მსოფლიო ომის დროს, იერიში მიიტანა და ჩაძირა („ღმერთთან გამოსათხოვარი ფიქრები“).
-
-
შენ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტი რწმენასაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ოქტომბერი
-
-
ზოგი ასეთ რწმენას თავის მოტყუებად მიიჩნევს. „საიქიო ცხოვრება განა სხვა რა არის თუ არა უმწეოთა რწმენა, — კითხულობს ლუდოვიკ კენედი, — რომ უკანასკნელი საყვირის ხმაზე უზრუნველი ცხოვრება დადგება, იქნება საკვების სიუხვე და ბუკ-ნაღარა; რომ სადღაც ამწვანებულ სამოთხეში კარგ დროს გაატარებენ მათთან, ვინც მათზე ადრე წავიდა ან მოგვიანებით მივა?“. ეს კი სხვა კონტრ-კითხვას წამოჭრის: რა უფრო გონივრულია გწამდეს, რომ „არსებობს მხოლოდ ეს ცხოვრება და ჯობია მისით დავტკბეთ“ — როგორც კენედი ამბობს, თუ გვწამდეს ღმერთი და გვჯეროდეს მისი დანაპირები მკვდრეთით აღდგომის?
-